მიმოხილვა CorelCAD 2021 (Windows/Mac)
პროგრამული უზრუნველყოფა CAD
- პროფესიონალური პროგრამა 2D პროექტირებისა და 3D მოდელირებისათვის
- თავსებადობა სტანდარტულ ფორმატებთან .DWG, .STL, .PDF და .CDR
- პროდუქტიული ურთიერთთანამშრომლობა და მონაცემთა ეფექტური გაცვლა
- პერსონალიზაციის და ავტომატიზაციის მახასიათებლების ოპციური შესაძლებლობები
CAD გადაწყვეტილება 2D პროექტირებისათვის, 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვისათვის
CorelCAD™ 2021-თან ერთად თქვენ შეძლებთ განახორციელოთ თქვენი გეგმები და იდეები Windows და macOS პლატფორმებზე და მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს! რელევანტური ფასის მქონე ინსტრუმენტების კოლექცია 2D და 3D პროექტებისთვის, რომელიც სპეციალიზირებულია არქიტექტურის, წარმოების, დიზაინისა და კონსტრუქციული სამუშაოს სპეციალისტებისთვის.
ადგილობრივი ფორმატის დახმარებით DWG ფორმატი იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ეფექტური ინტეგრირებული საქმიანობისთვის, ხოლო STL ფორმატის მხარდაჭერა საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტი 3D ფორმატში.
სწრაფი კონცეპტუალიზაცია
CorelCAD — საიმედო და ეფექტური დიზაინ-ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც შექმნილია პროფესიონალი დეველოპერებისათვის. ბაზარზე არსებული ავტომატიზირებული პროექტირებისათვის შექმნილი ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ დაგეგმვისა და რედაქტირების ამოცანების შესრულებაში, აგრეთვე ნახაზების, მაკეტებისა და კონცეფციების შექმნაში. ინსტრუმენტების ფართო არჩევანი კი მოგცემთ ორგანზომილებიან ნახაზებთან მუშაობის შესაძლებლობას.
ტრანსფორმაციის მარტივი პროცესი
CorelCAD -ის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ დააკონვერტიროთ 2D სქემები 3D მოდელებად. პროგრამის პერფომანსი საშუალებას გაძლევთ შექმნათ შეუცვლელი ხარისხის პროექტები, რომელიც ჯდება სტანდარტებში და მოცემულ სპეციფიკაციებში.
მასალების მიღებისათვის საჭირო სიზუსტის უმაღლესი დონე
3D დიზაინის მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა ახალ დონეზე აიყვანს ტექსტთან, გრაფიკასთან და ტაქტიკურ მასალებთან მუშაობის ხარისხს. ფუნქციების სრულად აღჭურვილ ჯგუფს შეუძლია გაუმკლავდეს თითქმის ნებისმიერ დიზაინერულ ამოცანას, რაც გაცილებით ამარტივებს კოლეგებთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან თანამშრომლობას. 3D პრინტერის და გამომავალი კავშირების STL ფორმატის მხარდაჭერით, 3D ბეჭდვა ხდება ძალიან მარტივი.
გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების შესრულების ეფექტურობა
CorelCAD– ით პროექტების შექმნისას ყოველთვის შეძლებთ დაიცვათ ვადები, რომლებიც მოითხოვს მაღალი დონის სიზუსტეს და დეტალიზაციას. ახალი AutoCAD DWG ფორმატის მხარდაჭერა საშუალებას გაძლევთ შექმნათ ხარისხიანი პროექტი ეფექტური თანამშრომლობისთვის. პერსონალიზაციის მაღალი დონის და ავტომატიზაციის ფართო სპექტრის წყალობით, ჩვენი CAD გადაწყვეტილება ადვილად ოპტიმიზირებულია ნებისმიერი სამუშაო გარემოსთვის.
CorelCAD 2021-ის ახალი შესაძლებლობები
ნახაზების შედარების პალიტრა
ორი ფაილის შედარებისას, პალიტრა საშუალებას გაძლევთ მონიშნოთ ცვლილებები სხვადასხვა ფერებში, აჩვენოთ მრავალი ალტერნატივა პროექტის ფარგლებში და მიუთითოთ თქვენი სამუშაო პროცესის ელემენტები ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ.
დინამიკური ბლოკების მორგებულ ბლოკებად გარდაქმნა
დინამიური ბლოკის განმარტებებში ცვლილებების შენახვა შესაძლებელია დინამიური ბლოკების მორგებულ ბლოკებად გარდაქმნით. ეს მეთოდი უზრუნველყოფს კონტროლის დონის გაზრდას და გთავაზობთ რედაქტირების დამატებით ვარიანტებს.
ბეჭდვითი დიალოგის რედიზაინი
მრავალი პარამეტრის გაერთიანება ერთ სამუშაო სივრცეში აადვილებს სამუშაო პროცესს, ზრდის კონტროლს და უზრუნველყოფს ეკრანის დამატებით პარამეტრებზე წვდომას.
გაუმჯობესებული PDF ნაწარმი
PDF ექსპორტის პროცედურა შეიცავს დამატებითი არჩევანის შესაძლებლობას რასტრული და ვექტორული სურათების ზომის და რეზოლუციის კორექტირებისთვის.
CorelCAD-ზე მუშაობა ხელმისაწვდომია მობილურ მოწყობილობებზე
CorelCAD Mobile გაძლევთ დაუყოვნებლივ წვდომას თქვენს პროექტზე, რაც შესაძლებელს ხდის დაუყოვნებლივი დამატებების შესრულებას. ეს თანმხლები აპი გაზიარებულია subscription ფორმატში, როგორგ iPad და iPhone (iTunes), ასევე Android პლანშეტების და სმარტფონებისათვის (Google Play).
CorelCAD Mobile შეიცავს 2D ხატვის ინსტრუმენტების, რედაქტირების მახასიათებლების, 3D შინაარსის დამკვირვებლის და ანოტაციის ფართო შესაძლებლობების კომპლექსს.
უფასო აპლიკაცია გვთავაზობთ ძირითად ანოტაციებთან, მოწყობილობებთან, 2D და 3D შინაარსის დამკვირვებლის ფუნქციას, DWG ფაილებთან წვდომას და ისეთ cloud სერვისებთან კავშირს, როგორიცაა Box, Dropbox, Google Drive.
CorelCAD Mobile ფართო შესაძლებლობები
CorelCAD Mobile–ით სმარტფონზე მუშაობის უპირატესობები
- რედაქტირების შესაძლებლობა ნებისმიერ ადგილას;
- მოწყობილობის მცირე ზომა;
- სწრაფი წვდომა ნახატებზე;
- ანოტაციებთან მუშაობის პრაქტიკული ფუნქციები.
CorelCAD Mobile–ით პლანშეტზე მუშაობის უპირატესობები
- ფართო ეკრანი მასალების დასამუშავებლად;
- პრეზენტაციების ნახვის რეჟიმი;
- CAD ფაილების შექმნის და მოდიფიკაციის შესაძლებლობა;
- ფანქრისა და ქაღალდის ჩამნაცვლებელი.
დაგვიკავშირდით
ტელ: +995 (32) 255-99-28/27