ეს არის სერვისები, რომელთა დანიშნულება არის ინფრასტრუქტურის მზაობის დონის ამაღლება სტაბილურობის, უსაფრთხოების და ტექნოლოგიის იმ ნაწილში, რომელიც დაფუძნებულია Microsoft-ის პროდუქტებზე.
სამუშაოები ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლის ტერიტორიაზე, ჩვენი მაღალკვალიფიციური ინჟინრების მიერ სპეციალურად ამ სერვისისთვის შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენებით.
აღნიშნული სერვისები მკაცრად რეგლამენტირებულია, აქვს კონკრეტული შედეგი, ღირებულება და რეალიზაციის პერიოდი.
თუ თქვენ მართავთ რთულ IT ინფრასტრუქტურას, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა და გადადიოდა ადმინისტრატორთა სხვადასხვა თაობის ხელში, მაშინ შესაძლოა აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში არასათანადოდ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად გამოწვეული რიგი ფარული პრობლემები დაგროვდა. აღნიშნული პრობლემების გამო ბიზნეს პროცესების უსაფრთხოება ხშირად ექცევა რისკის ქვეშ. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მუშაობა საკმარისი არ არის და აუცილებელია ავტომატიზირებული საშუალებების გამოყენება.
„Noventiq საქართველო“-ს სპეციალისტები დაგეხმარებიან დეტალურად შეისწავლოთ სისტემა, გაარკვიოთ გაუმართაობის მიზეზები და შეაფასოთ IT ინფრასტრუქტურის წყობის სისწორე.
სამუშაოები ხორციელდება კომპლექსურად რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით:
- მომხმარებლის ინფრასტრუქტურის ანალიზი ხორციელდება ვენდორის და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. სპეციალიზებული საშუალებების გამოყენებით ჩვენ ვაგროვებთ დიდი მოცულობის ინფორმაციას მიმდინარე კონფიგურაციის, მოვლენებისა და მუშაობის შესახებ და ვქმნით ანგარიშს არსებულ ინფრასტრუქტურაში გადახრების შესახებ, რეკომენდაციების მითითებით - რა მიმართულებით უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა რისკებია მოსალოდნელი, თუ აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იქნება. ეს არის მუშაობის პირველი ეტაპი, რომელიც ხორციელდება მომხმარებლის მიერ არჩეული Microsoft-ის ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენებით, მაგალითად Active Directory, Exchange Server, SQL Server, SharePoint Server.
- საავარიო აღდგენის დოკუმენტაციის შედგენა. ეს არის მონაცემთა დაზიანების ან დაკარგვის სხვადასხვა შემთხვევებში მომხმარებლის სპეციალისტების მუშაობის მარეგულირებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს სარეზერვო კოპირების და SLA მომხმარებლის სტრატეგიასთან მუშაობას, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიტუაციაში ინფრასტრუქტურის აღდგენის შემსწავლელ სამუშაოებს.
- წარმოების გაუმჯობესება, განსაკუთრებით SQL Server-ის და ბიზნეს გადაწყვეტილებების ნაწილში, SQL Server ტექნოლოგიების გამოყენებით.
- უსაფრთხოების გაზრდა Microsoft-ის ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი ინჟინრები, რომლებიც კარგად იცნობენ Microsoft პროდუქტების ექსპლუატაციის ტიპიურ პრობლემებს, ფლობენ გადაწყვეტილებების მზა პაკეტებს მომხმარებლის ინფრასტრუქტურაზე ცნობილი თავდასხმების აღმოსაფხვრელად.
- გარდა ამისა, ჩვენი სერვისები მოიცავს სწავლებას. ეს არის ჩვენი კომპანიის ინჟინრების მიერ შექმნილი საავტორო კურსები, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის სპეციალისტები დეტალურად სწავლობენ ისეთ თემებს, როგორიც არის შესრულების ანალიზი, ინფრასტრუქტურის დაცვა და პრობლემების გადაჭრა შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებისას.
ვისთვის არის განკუთვნილი?
Premier სერვისები განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში მომუშავე მომხმარებლებისათვის - მრეწველობა, საცალო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაცია და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს Microsoft ტექნოლოგიებს ბიზნესისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში.
რატომ "Noventiq საქართველო" ?
კატალოგში გაწერილია კონკრეტული მომსახურება, შესრულების ვადები და მუშაობის მოცულობა.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ინფრასტრუქტურის ნებისმიერი ელემენტი და ის სერვისი, რომელიც თქვენი ინფრასტრუქტურისათვის კრიტიკულია ამ მომენტში, მაგალითად აღრიცხვის სისტემების წარმოების ოპტიმიზაციის ანალიზი, საავარიო აღდგენის გეგმის შექმნა ან სასწავლო კურსი.
ექსკლუზიურობა
დღეს იშვიათია Premier მხარდაჭერის სერვისები, ვინაიდან აქამდე ამას მხოლოდ ვენდორი კომპანიები უზრუნველყოფდნენ. ასეთი სერვისების მიწოდების მიზნით ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ექსპერტიზას და ჩვენს კომპანიაში შემუშავებულ ინსტრუმენტთა ნაკრებს.
მუშაობის პროცესში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია ღია კოდში.
თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომელი მონაცემის ანალიზი ხორციელდება, რა ხდება სისტემაში ჩვენი მუშაობისას და დარწმუნდეთ, რომ არც ერთი მონაცემი არ გადის თქვენი IT ინფრასტრუქტურის ფარგლებს გარეთ.
სერვისის მიზანია - ვუზრუნველყოთ თქვენი თავდაჯერებულობა ინფრასტრუქტურასთან სტაბილური მუშაობისას, ასევე გარანტირებულად მიიღოთ მაქსიმალურად ეფექტური შედეგი შეძენილ და დანერგილ პროდუქტებში თქვენს მიერ ჩადებული ინვესტიციებიდან.
რეალიზაციის პერიოდი - 1 კვირა. პრაქტიკულად ჩვენი ყველა «Premier სერვისი» ხორციელდება 1 კვირის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა მიზანმიმართულად ისტორიული მონაცემების შეგროვება.
გაქვთ კითხვები?
მოგვწერეთ: sales.ge@noveniq.com