კომპანია „Noventiq საქართველო“ მოხარულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი გადაწყვეტილების შესახებ, "Safetica DLP სისტემა" კომპანია ESET-სგან, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მწარმოებელს, საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში.
Safetica - მულტიფუნქციონალური კორპორატიული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაჟონვის პრევენციას.
Safetica იძლევა საშუალებას თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ რეპორტების შექმნას და უზრუნველყოფს კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვას.
Safetica გთავაზობთ DLP (Data Loss Prevention) სრულ კომპლექსს, რომელიც ფარავს მონაცემთა გაჟონვის ყველა ძირითად არხს და მოიცავს ადამიანური რესურსების ფაქტორებისგან გამოწვეული შესაძლო საფრთხეების ფართო სპექტრს. ის ხელს უშლის ინფორმაციის დაგეგმილ და შემთხვევით გაჟონვებს, გიცავთ ინსაიდერების მავნე ქმედებებისა და თანამშრომელთა მიერ გამოყენებულ პერსონალურ კომპიუტერებში წარმოქმნილი რისკების უმეტესობისგან, აგრეთვე აგვარებს თანამშრომელთა მუშაობის პროდუქტიულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
როგორ მუშაობს?
სამუშაო სადგური - საბოლოო წერტილია, რომელთანაც თანამშრომელს აქვს ყოველდღიური შეხება. თანამშრომლები მუშაობენ მნიშვნელოვან ბიზნეს მონაცემებთან, იყენებენ ინტერნეტს, იღებენ და აგზავნიან წერილებს, აგზავნიან საბუთებს პრინტერზე და ა.შ. Safetica DLP განათავსებს აგენტს (Safetica Endpoint Client) სამუშაო სადგურებზე და ინარჩუნებს რეგულარულ კომუნიკაციას სერვერის მეშვეობით (Service Management Safetica). სერვერი ქმნის თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ მონაცემთა ბაზას სამუშაო სადგურებზე და თითოეულ მოწყობილობასა თუ მომხმარებელზე ახორციელებს უსაფრთხოების პოლიტიკას.
Safetica-ის ძირითადი შესაძლებლობები:
- მონაცემთა გაჟონვის პრევენცია
Safetica არ აძლევს კონფიდენციალურ მონაცემებს პერიმეტრის დატოვების საშუალებას. შესაბამისად თანამშრომლები ვერ შეძლებენ, გადასცენ ინფორმაცია კონკურენტებს ან გამოიყენონ მონაცემები საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად.
- ფაილების არასწორ მიმართულებებზე გადამისამართება
Safetica ხელს უშლის მნიშვნელოვანი ფაილების მოხვედრას სხვის ხელში, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.
- შეტევების აღმოჩენა სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით
Safetica აღმოაჩენს შეტევებს სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით, აგრეთვე შანტაჟის მცდელობებს საწყის ეტაპებზე, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის კომპანიისათვის ზიანის მიყენებას.
- სამუშაოს შესრულებაში ცვლილებების გამოვლენა
Safetica იძლევა საშუალებას, გამოვავლინოთ ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაოს პროდუქტიულობაში და აგრეთვე საშიში ტენდენციები გარკვეულ დროის შუალედში.
- თანამშრომელთა პერსონალური მოწყობილობების კონტროლი კორპორატიულ გარემოში
Safetica აკონტროლებს თანამშრომელთა პერსონალურ მოწყობილობებს. დაცულ კორპორატიულ გარემოში აღნიშნული მოწყობილობებიდან ინფორმაციის გადაცემა შეუძლებელია.
- IT რესურსების გამოყენების კონტროლი
Safetica აკონტროლებს პროგრამული უზრუნველყოფის და პრინტერების გამოყენებას, ინტერნეტთან წვდომის საკითხებს.
Safetica იცავს კომპანიას მონაცემთა დაგეგმილი ან შემთხვევითი გაჟონვებისგან, ინსაიდერების მავნე ქმედებებისა და BYOD რისკებისგან, აგრეთვე ხელს უწყობს თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდას.
დაგვიკავშირდით