მნიშვნელოვანია – ყურადღებით წაიკითხეთ! წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულ შეთანხმებას თქვენსა და შპს «Noventiq International»-ს (შემდგომში - კომპანია „ Noventiq“-ი) შორის, რომელიც განსაზღვრავს კომპანია Noventiq-ის ვებ-საიტზე (noventiq.ge -ის დომენში და noventiq.ge-ს ქვედომენში ** განთავსებულ გვერდებზე) მოცემული საინფორმაციო მასალების გამოყენების პირობებს, რაც მოიცავს, და არა მხოლოდ, გრაფიკულ გამოსახულებებს, პროგრამებისა და წიგნების აღწერილობებს, ახალ ამბებს, ასევე განახლებულ ფაილებსა და სადემონსტრაციო ვერსიებს. ქსელის მეშვეობით noventiq.ge-ის ვებ-საიტთან (შემდგომში - „საიტი“) დაკავშირებით, მისი შემცველობის დათვალიერებით და საკუთარი მიზნით სარგებლობით, თქვენ აღიარებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და მიიღეთ მოცემულ შეთანხმებაში ჩამოთვლილი მოთხოვნები და შეზღუდვები. თუ თქვენ არ ეთანხმებით სარგებლობის პირობებს, მაშინ არ ისარგებლოთ საიტით. კომპანია Noventiq-ი იტოვებს უფლებას შეცვალოს მოცემულ დოკუმენტში აღწერილი საიტით სარგებლობის პირობები, მომხმარებელთათვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ასევე, თქვენს მიერ საიტით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით ასეთ განახლებულ პირობებს.
კომპიუტერული პროგრამები
ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა, რომლის ჩამოტვირთვა შეიძლება მოცემული სერვერიდან (შემდგომში - «პროგრამები»), დაცულია საავტორო უფლებათა შესახებ კანონმდებლობით, წარმოადგენს კომპანია Noventiq-ის ან მითითებული მწარმოებელი კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. პროგრამების გამოყენების პირობები რეგულირდება საბოლოო მომხმარებელთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების დებულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა წარმოდგენაც ხდება თითოეულ პროგრამასთან ერთად („სალიცენზიო შეთანხმება“). თუ საბოლოო მომხმარებელი აპირებს პროგრამით სარგებლობას (დაყენებას), ის უნდა დაეთანხმოს ასეთი პროგრამის სალიცენზიო შეთანხმების პირობებს.
პროგრამის ჩამოტვირთვა მისი საბოლოო მომხმარებლების მიერ შესაძლებელია მხოლოდ სარგებლობის სალიცენზიო შეთანხმების დებულებების შესაბამისად. პროგრამის ნებისმიერი აღწარმოება ან განმეორებითი გავრცელება სალიცენზიო შეთანხმების დებულებების დარღვევით აკრძალულია კანონით, რომლის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ყურადღება! ზემოაღნიშნული შეზღუდვის გარეშე აკრძალულია სხვა სერვერებზე ან სხვა კომპიუტერებზე პროგრამის ასლების შექმნა, რომლითაც მომავალში შეიძლება სხვა პირებმა ისარგებლონ, ასევე პროგრამის აღწარმოება ინფორმაციულ მატარებლებზე გავრცელების მიზნით.
პროგრამებთან დაკავშირებული გარანტიები, მათი არსებობის შემთხვევაში, მოცემულია სალიცენზიო შეთანხმებებში. ამგვარად, კომპანია Noventiq უარს აცხადებს წარმოადგინოს პროგრამებთან დაკავშირებული ნებისმიერი გარანტიები, პროგრამის ხარისხისა და ვარგისიანობის ნებისმიერი ნაგულისხმევი გარანტიების ჩათვლით, მისი დანიშნულებისამებრ ან რაიმე გარკვეული მიზნით გამოყენებისას, ასევე წარმოადგინოს საკუთრების უფლებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაურღვევლობის ნაგულისხმევი გარანტიები, სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიების გამოკლებით.
უფლებების შეზღუდვა
საიტის ყველა მასალა დაცულია საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობით, წარმოადგენს კომპანია Noventiq-ის ან მასალების მითითებული ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას. მოცემული შეთანხმების ფარგლებში კომპანია Noventiq-ი უფლებას გაძლევთ გააკეთოთ საიტზე განთავსებული მასალების ასლები მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში არაკომერციული (ან, თუ თქვენ ხელმოწერილი გაქვთ კომპანია Noventiq-თან პარტნიორული შეთანხმება, ჩვენი დამკვეთების ორგანიზაციის ფარგლებში) სარგებლობის მიზნით, ასევე პირადი მიზნებისთვის. საიტის მასალების სხვაგვარად გამოყენება არ არის ნებადართული. მოცემული ნებართვის წარმოდგენა ხდება იმ პირობით, რომ, გამოყენების შემთხვევაში, თქვენ აღნიშნავთ მოცემული მასალების კომპანია Noventiq-ის ვებ-საიტიდან აღებას, ასევე, თქვენ არ შეცვლით ამ მასალებს და შეინახავთ მათში მოცემულ ყველა მონაცემს ავტორების (უფლებების მფლობელთა) შესახებ. ამ შეთანხმების ნებისმიერი პირობების დარღვევის შემთხვევაში ნებართვა გაუქმდება. დამატებითი შეზღუდვები შეიძლება იყოს მოცემული ამ ვებ-საიტის გვერდებზე იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც ისინი განეკუთვნება. იმ შემთხვევების გარდა, რომელთა ნებართვებიც მოცემულია ამ შეთანხმებაში, საიტზე მოცემული რაიმე სახის ინფორმაცია არ შეიძლება იყოს აღწარმოებული რაიმე ფორმით ან რაიმე ხერხით კომპანია Noventiq-ის ან შესაბამისი უფლების მფლობელი პირის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
სავაჭრო ნიშნები
«Noventiq» წარმოადგენენ კომპანია Noventiq -ის რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში). აღნიშნული საიტის გვერდებზე მოცემული ნებისმიერი სხვა სასაქონლო ნიშნები, პროდუქტებისა და მომსახურების ნიშნები, ასევე ლოგოტიპები («სავაჭრო ნიშნები»), წარმოადგენს კომპანია Noventiq-ის და/ან სხვა კომპანიების რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს. საიტის მომხმარებელებს არ აქვთ ამ სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლება კომპანია Noventiq -ის ან ამ სავაჭრო ნიშნების უფლების მფლობელი სხვა კომპანიების წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
გარანტიების არარსებობა
მიუხედავად იმისა, რომ ვებ-საიტზე მაქსიმალურად ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის განთავსება წარმოადგენს კომპანია Noventiq -ის ერთ-ერთ ამოცანას, ის არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის სრულ უტყუარობაზე. კომპანია Noventiq-ი უფლებას იტოვებს შეცვალოს ან გააუქმოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის ნებისმიერი ნაწილი ან მასთან დაკავშირებული ფუნქციონალი, პროგრამული უზრუნველყოფის კატალოგისა და განყოფილების ჩათვლით.
საიტზე განთავსებული მთელი ინფორმაცია წარმოდგენილია, „როგორც არის“, რაიმე სახის რეალური ან ნაგულისხმევი გარანტიების გარეშე. კომპანია Noventiq-ი სრულად, კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, უარს აცხადებს რაიმე სახის, აშკარა ან ნაგულისხმევ პასუხისმგებლობაზე, რაც მოიცავს და არა მხოლოდ, გამოყენებისთვის ვარგისიანობის არამკაფიო გარანტიებს, ასევე ამ საიტის დახმარებით მიღებული ან შეძენილი ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქტის ან მომსახურების კანონიერების გარანტიებს. კომპანია Noventiq-ი არ იძლევა არავითარ გარანტიას და არ ადასტურებს საიტის ან საიტით სარგებლობის შედეგების, ასევე მასზე ან საიტებზე, რომელთა ბმულები მოცემულია საიტის გვერდებზე, განთავსებული ნებისმიერი მასალების გამოსადეგობას, კანონიერებას, სამართლიანობას, სიზუსტეს ან საიმედოობას.
არავითარ პირობებში, რაც მოიცავს და არა მხოლოდ, მომხმარებელთა უყურადღებობას ან გაუფრთხილებლობას, კომპანია Noventiq-ი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ (პირდაპირ ან არაპირდაპირ, შემთხვევით ან კანონზომიერ) ზარალზე, რაც მოიცავს და არა მხოლოდ, ამ საიტის ან მასზე განთავსებული მასალების გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით გამოწვეულ მონაცემთა ან მოგების დაკარგვას, იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანია Noventiq-ი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი გაფრთხილებული იყო ასეთი დანაკარგის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საიტის გამოყენება გამოიწვევს დამატებითი მომსახურების აუცილებლობას, თქვენი მოწყობილობის გასწორებას, შეკეთებას ან მონაცემთა აღდგენას, ამასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაგეკისრებათ თქვენ.
საკანონმდებლო რეგულირება
ამ ვებ-გვერდის მასალებისა და მათი გამოყენების შესახებ რაიმე სამართლებრივი ჩვენებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მუხლებით და სამართლებრივი აქტებით.
სხვა კომპანიების საიტების ბმულები
საიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა კომპანიების ვებ-საიტების ბმულებს. ამ ბმულებზე გადასვლით, თქვენ საკუთარ თავზე იღებთ ამ საიტებით სარგებლობის რისკს და შესაძლო მატერიალურ ან სხვა ნებისმიერ პასუხისმგებლობას. კომპანია Noventiq-ი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტებზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, მონაცემების, აზრების, რეკომენდაციების და მტკიცებებულებების სიზუსტეზე, საიმედოობასა და უტყუარობაზე. კომპანია Noventiq-ი წარმოადგენს ამ ბმულებს მხოლოდ მომხამრებელთა მოხერხებულობისთვის და მათი განთავსება არ ნიშნავს საიტების შემცველობის მოწონებას მათზე განთავსებული ინფორმაციის, პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით.
საიტზე noventiq.ge და noventiq.ge-ს ქვედომენებში განთავსებული მასალების სრული ან ნაწილობრივი აღწარმოება დაშვებულია მხოლოდ კომპანია Noventiq-ის წერილობითი ნებართვით.