SolidWorks – პროექტირების ავტომატიზაციის სამგანზომილებიანი სისტემა, რომელიც კონსტრუქტორებს, ინჟინრებსა და ტექნოლოგებს აძლევს საშუალებას, შექმნან პროექტირების, პროექტის შემოწმების, მონაცემთა მართვისა და ურთიერთქმედების ინსტრუმენტები ინოვაციური პროექტებისათვის - ერთ სივრცეში. Solidworks-ის ყველა გადაწყვეტილება მუშაობს ერთიან ფანჯარაში, SolidWorks 3D CAD-თან სრული ინტეგრაციით.
SolidWorks ადვილია გამოყენებაში და მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობასა და ეფექტურობას ახალი პროდუქტების შესაქმნელად, აგრეთვე აღნიშნული სისტემა რთული პროდუქტების შექმნის საშუალებას იძლევა.
3D CAD გადაწყვეტილება და პროგრამული უზრუნველყოფა რენდერინგისათვის
პროგრამული გადაწყვეტილება - SOLIDWORKS® 3D CAD უზრუნველყოფს დიზაინის მძლავრ ფუნქციონალს - SOLIDWORKS, მარტივად გასაგები სამომხმარებლო ინტერფეისით პროექტირების პროცესის დასაჩქარებლად.
ეფექტურად შეაფასეთ პროდუქტიულობა და გააუმჯობესეთ პროდუქტების ხარისხი SOLIDWORKS-ის მოდელირების მძლავრი და გაფართოებული პაკეტების კრებულის საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ, დააკონფიგურიროთ რეალური სამყაროს ვირტუალურ გარემო, რათა დატესტოთ თქვენი პროექტები გაშვებამდე.
SOLIDWORKS-ის ელექტრონული გადაწყვეტილებები წარმოადგენს SOLIDWORKS-ის პროექტირებისა და მოდელირების პორტფელის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ეხმარება ინჟინერ-კონსტრუქტორებს რისკის შემცირებასა და ბაზარზე პროდუქციის გატანის პროცესში.
SOLIDWORKS Product Data Management (PDM)-ის გადაწყვეტილებები გეხმარებათ თქვენი პროექტების მონაცემების კონტროლსა და თქვენი გუნდის მუშაობის გაუმჯობესების პროცესში.
SOLIDWORKS Technical Communication-ის გადაწყვეტილებები პროდუქტის რთული დეტალების ეფექტურად გაყიდვის საშუალებას იძლევა, თქვენს ორგანიზაციაში არსებული 3D CAD-ის მონაცემების გამოყენებით.
SOLIDWORKS, 3DEXPERIENCE-ის პლატფორმაზე, განსაზღვრავს პროექტირების ახალ გამოცდილებას, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, შექმნან ინოვაციური პროექტები ერთიან გარემოში. სანამ დეტალურ დიზაინსა და წარმოებას შეუდგებით, SOLIDWORKS 3DEXPERIENCE-ის გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ მექანიკური და სტილიზებული კონცეფციების განხილვაში, არჩევასა და შემუშავებაში.