ჩვენ გთავაზობთ პროგრამულ გადაწყვეტილებებს 3000 მეტი მწარმოებლისგან. ჩვენთან თქვენ მიიღებთ ოპერაციულ სისტემებს, საოფისე პროგრამებს, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაწყვეტილებებს, სისტემურ, საბუღალტრო, აღრიცხვის და საწყობის პროგრამებს, ვირტუალიზაციის, მართვის, მენეჯმენტისა და სარეზერვო კოპირების საშუალებებს, ღრუბლოვან, მონაცემთა ბაზის, CRM, ERP, და სხვა ინფრასტრუქტურულ და გამოყენებით გადაწყვეტილებებს და სპეციალიზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. კორპორატიული ლიცენზირების სანიმუშო ცოდნა საშუალებას გვაძლევს, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მომხმარებელის ხარჯები.
პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის ტრადიციული მიწოდება
Noventiq საქართველო გთავაზობთ პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის მიწოდებას ლიცენზიებისა და ტექნიკის ჩვეული შესყიდვის გზით. როგორც წესი, ოპერაციას წინ უძღვის საუკეთესო პროდუქციის შერჩევა და კონსულტაციები.
Noventiq საქართველოს სპეციალისტები დაგეხმარებათ შეძენილი გადაწყვეტილებების ექსპლუატაციაში ეფექტურად მოყვანაში.
ქირაობა და SaaS გადაწყვეტილებები
ჩვენ გთავაზობთ პროგრამული უზრუნველყოფის დიდი ნაწილის შეძენას სერვისის ფორმატში,ინტერნეტიდან გამოწერის საშუალებით. ამ შემთხვევაში აპლიკაციები განთავსებულია Noventiq დატა ცენტრების ჰოსტინგზე, ხოლო მომხმარებელი თავისუფლდება მათი მუშაობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შენარჩუნების აუცილებლობისაგან.
SPLA, CSP, VSPP პროგრამები
სერვის პროვაიდერები, რომლებიც საბოლოო მომხმარებელს Microsoft, Citrix და VMware გადაწყვეტილებს აწვდიან შეუძლიათ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი ლიცენზირებისთვის მოცემული პროგრამებით, ამასთანავე გადახდა წარმოებს მხოლოდ საბოლოო მომხმარებლის გაწეული ფაქტობრივი სერვისის საფუძველზე
ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები გაცილებით ეფექტურად, ასე რომ ყოველი მომხმარებელი იღებს მისი ამოცანის ამომწურავ გადაწყვეტილებას, რომელიც აგებულია სპეციფიური ინდუსტრიის, მასშტაბებისა და ბიზნესის უნიკალური თვისებების გათვალისწინებით.
დიდი კორპორაციებისათვის
ჩვენ კარგად ვიცნობთ დიდი კორპორაციული მომხმარებლების საჭიროებებს და სპეციფიკას, რომელისთვისაც საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესისგან განუყოფელია, ხოლო IT მარცხი აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი დონის საიმედოობას, მოქნილობას და მიწოდების საუკეთესო პირობებს.
მცირე და საშუალო კომპანიებისთვის
მცირე და საშუალო კომპანიებს მომხმარებელს სურს გამოიყენოს კორპორატიული დონის ტექნოლოგია გონივრულ ფასად რის შესაძლებლობასაც ვიძლევით ჩვენ.
სამთავრობო მომხმარებლებისათვის
სამთავრობო სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიები, ამიტომ თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანიზაციებთან - დიდი პატივია ჩვენთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ უნდა ვაქციოთ IT გადაწყვეტილებები უფრო მომგებიანად და ეფექტურად.
საგანმანათლებლო და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის
ბიუჯეტის მოკრძალებული დაფინანსება და თვისებები ხშირად აფერხებენ თანამედროვე ტექნოლოგიების სრულფასოვან დანერგვას. სპეციალური სალიცენზიო პირობების ცოდნა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება საშუალებას გვაძლევს გადავლახოთ ეს წინააღმდეგობები.
პოპულარული მწარმოებლები:
მიმართულებით: