GSM არის გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სფეროში მოწყვლადობის გამოვლენისა და ანალიზისათვის. გადაწყვეტილება მარტივად ინტეგრირდება მოწყვლადობის მართვის სისტემაში. Front-end ინტერფეისების შერჩევისას, უსაფრთხოების სკანირების სისტემები გთავაზობთ ქსელური ხარვეზების სრულ ხილვადობას. სკანირების პროცესი, ასევე უზრუნველყოფს კორპორატიული უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული პოტენციური დარღვევების განსაზღვრას და გთავაზობთ შესაბამის ინსტრუქციებს.
მოწყვლადობის მართვა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც შეესაბამება IT და IB სტანდარტებს: ქსელის სისტემები და ინფრასტრუქტურა, ზოგადად, უნდა იყოს აღჭურვილი საჭირო ინსტრუმენტებით, რათა შეიქმნას საფრთხეებისგან დაცვის სისტემები და დაიწყოს რისკების აღმოფხვრის და შემცირების პროცესი. კომპანიის ხელმძღვანელებმა და IT დირექტორებმა უნდა უზრუნველყონ კორპორატიული მონაცემების სრული დაცვა. მისი მარტივი ფორმით, ეს პროცესი ასე გამოიყურება:
შეფასება -> მოქმედება -> კონტროლი
მიღებული უსაფრთხოების ზომები უნდა ადაპტირდებოდეს საბაზისო პირობების ცვლილებებზე. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მივიღოთ შესაბამისი, საჭირო ზომები, რეგულირებისა და კონტროლის კუთხით, აუცილებელია გამოვიყენოთ ავტომატიზირებული, ინტეგრირებული სისტემა.
Greenbone Security Manager (GSM) უზრუნველყოფს რისკების/მოწყვლადობის ძიებასა და შეფასებას.
ყურადღება გამახვილებულია პრევენციულ ზომებზე, რადგან რისკისა და ხარჯების თვალსაზრისით, უმჯობესია, მოწყვლადობის გამოვლენა მოხდეს მანამ, სანამ თავდამსხმელები მოახერხებენ ამის გაკეთებას. GSM უზრუნველყოფს იდეალურ reporting-ს: საფრთხეების თავიდან აცილება. GSM შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ასპექტში (ასევე სხვადასხვა კომბინაციით):
გარეთ:
- თავდამსხმელთა პერსპექტივა გარე რაკურსით;
- ცუდად კონფიგურირებული ქსელური ეკრანების იდენტიფიკაცია;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეცდომების გამოვლენა.
DMZ-ის შიგნით:
- რა უნდა გააკეთოთ, თუ ... ქსელური ეკრანი არ არის საკმარისი?
- უსაფრთხოების ზონების სისტემაში მოწყვლადობის განსაზღვრა.
ქსელის შიგნით:
- პოტენციური ზიანის იდენტიფიკაცია, რისკების მიხედვით კვალიფიკაცია;
- საფრთხეების აღმოჩენის სრული სპექტრის გამოყენება.