Huawei FusionModule 800 3.0 - ეს არის ახალი თაობის მონაცემთა დამუშავების ცენტრების smart ინტელექტუალური, კომპაქტური და კომპლექსური გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს კვების გამანაწილებელს (Power Distribution Unit, PDU), უწყვეტი კვების წყაროს (Uninterrutipble Power Supply, UPS), მონიტორინგის, გაგრილების სისტემას და კონვერგენტულ რეკს ადგილის ეკონომიის მიზნით.
IT რეკები შეიძლება მარტივად განლაგდეს ორივე მხარეს ერთი მოდულის დახმარებით, რომელსაც შეუძლია მაქსიმუმ 12 რეკის და 25 კვტ IT დატვირთვის გაძლება. მაქსიმალური სიმძლავრე თითოეული რეკისათვის შეადგენს 7 კვტ / სთ (≤ 6 კვტ). ცხელი და ცივი კორიდორების შეზღუდვა ასევე ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ხმაურის შემცირებას, რაც ხდის FusionModue800 შესაფერისს ფართო სპექტრის ინდუსტრიებისათვის, მათ შორის ფინანსები, განათლება, ჯანდაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საცალო ვაჭრობა და სხვა.
განთავსების მაღალი სიხშირის სასერვერო კარადაში ჩამონტაჟებული რეგულირებადი სიხშირის მქონე კონდიციონერი უზრუნველყოფს მუდმივ გაგრილებას მონაცემთა დამუშავების ყველა ცენტრში. ტენიანობის და ტემპერატურის კონტროლის მართვის smart სისტემა ხელს უშლის ხანძრის ან კონდენსაციის შედეგად გამოწვეული დაზიანებების რისკს.
მარტივი განლაგება
ინტეგრირებული რეკების ყველა კომპონენტი იწყობა, მონტაჟდება და ექსპლუატაციაში შედის მიწოდებამდე.
სივრცის ეკონომია
კვების გამანაწილებლის (Power Distribution Unit, PDU), უწყვეტი კვების წყაროს (Uninterrutipble Power Supply, UPS), მონიტორინგის და გაგრილების სისტემის ინტეგრაცია ერთიან კონვერგენტულ კარადაში მშენებლობის სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ორჯერ ამცირებს დამონტაჟებისათვის საჭირო სივრცეს.
საიმედო
მობილური აპლიკაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) სერვისის სისტემა და დისტანციური ვებ-პლატფორმები უზრუნველყოფს რამდენიმე მოდულის ცენტრალიზებულ მონიტორინგს და ამარტივებს ავტომატურ ოპერაციებსა და მომსახურებას (Operations and Maintenance). ამასთანავე ადგილობრივი, ერთიანი მართვა შესაძლებელია 10 ინჩიან ეკრანზე.
დაგვიკავშირდით