Noventiq (Noventiq Holdings plc) გახლავთ ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციული უსაფრთხოების, IT გადაწყვეტილებების და სერვისების წამყვანი, გლობალური მომწოდებელი. სათაო ოფისი განლაგებულია ქ. ლონდონში (LSE: NVIQ). კომპანია უზრუნველყოფს, ამარტივებს და აჩქარებს თავისი მომხმარებლების ციფრულ ტრანსფორმაციას, აერთიანებს ყველა დარგის 80 000 მეტ ორგანიზაციას და საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროდუქტების და სერვისების მომწოდებელს. გარდა ამისა სთავაზობს მომხმარებელს საკუთარ გადაწყვეტილებებს და სერვისებს.
დღევანდელ დღეს Noventiq არის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში, 2023 ფინანსურ წელს ბრუნვამ მიაღწია 1,6 მილიარდ აშშ დოლარის მაჩვენებელს (12 თვე მთავრდება 2023 წლის 31 მარტს). კომპანიის ზრდა დაფუძნებულია სამგანზომილებიან სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს გეოგრაფიის, გადაწყვეტილებების პორტფელის და გაყიდვების არხების გაფართოვებას. ამ სტრატეგიის რეალიზაციის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით Noventiq იძენს კომპანიებს და იყენებს დარგის მიმდინარე კონსოლიდაციის შესაძლებლობებს. Noventiq-ის 6 400 თანამშრომელი მოღვაწეობს აზიის, ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის და აფრიკის 60 ქვეყანაში, სადაც ფიქსირდება ბაზრის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი.
2023 წლის მაისში, Noventiq-მა დაანონსა თავისი გადაწყვეტილების, კერძოდ Nasdaq-ში დალისტვის თაობაზე, Corner Growth Acquisition Corp. ბიზნესთან კოლაბორაციით.