«SQL სარეზერვო კოპირების და აღდგენის სტრატეგიების შემუშავება» (5 დღე)
- მონაცემთა შეგროვება სპეციალიზირებული ინსტრუმენტებით (ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია, შესრულება, SLA/OLA მოთხოვნები).
- სარეზერვო კოპირების და SLA-თან აღდგენის სტრატეგიების შესწორება.
- სატესტო გარემოს გენერაცია ავარიული სიტუაციების იმიტაციისათვის.
- ავარიული აღდგენის შესახებ სწავლების ორგანიზება ძირითადი სცენარების მიმართულებით (ცალკეული ობიექტების დაზიანება, მონაცემთა დაკარგვა და სხვა).
- რეკომენდაციების შემუშავება სარეზერვო კოპირების და აღდგენის სტრატეგიების შესახებ (სარეზერვო კოპირების მეთოდები და განრიგი ბიზნესის მოთხოვნებისა და ინფრასტრუქტურის მოთხოვნების გათვალისწინებით).
- ავარიული აღდგენის შესახებ დოკუმენტის შემუშავება (მომსახურების პასპორტი, აღდგენის შესახებ დეტალური ინსტრუქცია თითოეული სცენარისათვის).
- მომხმარებლის დოკუმენტაციასთან მუშაობა (მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის სარეზერვო კოპირებასთან მუშაობის, პროგრამული უზრუნველყოფის სარეზერვო კოპირების/აღდგენის ადმინისტრატორთა სპეციფიკის და სხვა დოკუმენტების გათვალისწინებით).
- მონაცემთა აღდგენის/კოპირების სიჩქარის გაზომვა და აღწერა.
სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სცენარების შემუშავება:
- სხვადასხვა დონეზე ხარვეზების შემდეგ სერვერის მუშაობის აღდგენა (სერვისების შეჩერება, ანგარიშებთან წვდომის უარყოფა, ფაილების დაბლოკვა, Firewall წესები).
- SQL ეგზემპლიარის დონეზე შრომისუნარიანობის აღდგენა (მონაცემთა სისტემური ბაზები, რესურსების მონაცემთა ბაზა და ა.შ.)
- დაზიანებული მონაცემთა ბაზების აღდგენა (გვერდები, ინდექსები, ტრანზაქციების ჟურნალები).
- WFC კლასტერის მუშაობის აღდგენა.
- AlwaysON წვდომის ჯგუფების შრომისუნარიანობის აღდგენა (წვდომის უფლება, სარესურსო ჯგუფები და ა.შ.).
- პროდუქტიულ გარემოში ცდების ჩატარებაში დახმარება.
«SQL ინფრასტრუქტურის ანალიზი» (ხანგრძლივობა 5 დღე)
- მონაცემთა შეგროვება სპეციალიზებული ინსტრუმენტებით (კონფიგურაცია, ჟურნალები, საოპერაციო კითხვარი, xevents ტრასები)
- შეგროვებული მონაცემების ავტომატური ანალიზი მხარდაჭერის მოთხოვნების და მწარმოებლის საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად.
- ინჟინრის მიერ შედეგების ანალიზი და დამატებითი სიღრმისეული ანალიზი.
- გასაანალიზებელი სისტემების შრომისუნარიანობის დამატებითი გამოკვლევა.
- Executive პრეზენტაციის, დეტალური ტექნიკური რეპორტის და ჩასწორებების გეგმა მომზადება და ჩატარება რეკომენდაციების მოწოდების ჩათვლით.
- დამკვეთის სპეციალისტებისათვის ცოდნის გაზიარება სისტემების კვლევის პროცესში.
«SQL მუშაობის ანალიზი» (ხანგრძლივობა 5 დღე)
- მონაცემთა შეგროვება სპეციალიზებული ინსტრუმენტებით (კონფიგურაცია, ჟურნალები, საოპერაციო კითხვარი, xevents ტრასები და სხვა).
- ინჟინრის მიერ შედეგების მიმოხილვა და შესრულების გაფართოვებული ანალიზი.
- მოთხოვნის ტრასების შეგროვება და ანალიზი “მძიმე მოთხოვნების“ გამოვლენის და სხვა მიზნით.
- Executive პრეზენტაციის, დეტალური ტექნიკური რეპორტის და ჩასწორებების გეგმა მომზადება და ჩატარება რეკომენდაციების მოწოდების ჩათვლით.
- დამკვეთის სპეციალისტებისათვის ცოდნის გაზიარება სისტემების კვლევის პროცესში.