Group-IB წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიას, რომელიც იძიებს და პრევენციის ზომებს ატარებს კიბერდანაშაულისა და თაღლითობის წინააღმდეგ.
2003 წლიდან კომპანია მუშაობს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში კომპიუტერული კრიმინალისტიკის, კონსალტინგისა და აუდიტის მიმართულებით და უზრუნველყოფს უმსხვილესი საერთაშორიო კომპანიების დაცვას ფინანსური დანაკარგებისგან. ამ ხნის განმავლობაში Group-IB-მ მსოფლიო მასშტაბით 1000-ზე მეტი წარმატებული გამოძიება ჩაატარა და განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის 150 საქმე გახსნა, აგრეთვე დაეხმარა თავის მომხმარებლებს 300 მილიონ დოლარზე მეტი თანხის დაბრუნებაში.
გამოძიებებში მონაწილეობით, Group-IB-მ მიიღო ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა კიბერ კრიმინალებისა და კიბერ-საფრთხეების მიმართულებით. აღნიშნული გამოცდილების დახმარებით მათ შეძლეს, მიღებული ცოდნის გამოყენება ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად. აღნიშნული მიდგომა - კრიმინალისტიკისა და გამოძიებების მიმართულებების შეთავსება და ინოვაციური პროდუქტების შემუშავება, უნიკალურია ბევრი წამყვანი ქვეყნისათვის.
Group-IB-ის პროდუქტების პორტფოლიოში მაღალტექნოლოგიური პროდუქტებია კიბერ-შეტევების მონიტორინგისა და გამოვლენისათვის, რაც დაფუძნებულია კიბერდაზღვევის ყველაზე აქტუალურ მონაცემებსა და რეალური ჰაკერული თავდასხმების სიღრმისეულ ანალიზზე.
კომპანია Group-IB:
1. INTERPOL, Еuropol და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეა;
2. რეკომენდირებულია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ (OSCE)
3. რეკომენდირებულია ფინანსური სერვისების გლობალური პროვაიდერის მიერ (SWIFT)
Group-IB-ის გუნდი შედგება ექსპერტებისაგან, რომელთაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, ფლობენ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც დასტურდება საერთაშორისო სერთიფიკატებით SSCP, CISSP, CISA, OSCP, CEH, CWSP, GCFA. კომპანიის წარმომადგენლები გახლავთ ექსპერტთა სხვადასხვა საბჭოების წევრები და უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენციების მომხსენებლები, კომპიუტერული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
კომპანიის ძირითადი მიმართულებები:
- კიბერ-საფრთხეების მონიტორინგი და პრევენცია;
- ინოვაციური პროგრამული პროდუქტების შემუშავება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი;
- კომპიუტერული კრიმინალისტიკა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირება;
- ბრენდის, რეპუტაციისა და საავტორო უფლებების დაცვა;
- Blockchain პროექტების დაცვა.