DELL EMC PowerStore
მონაცემთა დამუშავების ცენტრების თანამედროვე გამოწვევები საჭიროებს ახალ მიდგომას შენახვის ინფრასტრუქტურისადმი.
მონაცემთა ახალ ეპოქაში, მონაცემთა დიდი მოცულობის კომბინაციამ და უპრეცენდენტო ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ყველა სახის კომპანიებს მისცა საშუალება გახდნენ ციფრული ტექნოლოგიების რევოლუციური ცენტრები. ამ პოტენციალის მიუხედავად, ბევრს ესმის, რომ ციფრული ტრანსფორმაცია შეიძლება უფრო გართულდეს. მონაცემები, როგორც აქამდე არასდროს გახდა უფრო მრავალფეროვანი. ახლა ისინი იქმნება და მუშავდება ყველგან, მათ შორის მყარ დისკზე და ღრუბელში. ორგანიზაციების უმეტესობამ დაადგინა, რომ ვერც ერთი ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მონაცემების მიმართ მათ მოთხოვნებს, ამიტომაც ისინი იყენებენ სხვადასხვა არქიტექტურას, ქმნიან განსხვავებულ IT რესურსებს, რომლების მართვა და გამოყენება ხდება დამოუკიდებლად.
ამავდროულად, IT სპეციალისტები იმყოფებიან მზარდი ზეწოლის ქვეშ, რათა უზრუნველყონ ბიზნესის კიდევ უფრო მაღალი დონის სიმარტივე და მოქნილობა. კორპორატიული დონის ლოკალური საცავი ახლა უნდა უზრუნველყოს ისეთივე ოპერაციული მოქნილობა, როგორც ღრუბელში. უნდა გახდეს ადაპტირებული, ავტომატიზირებული და მარტივი მართვის არსებულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისათვის.
აღნიშნული წინააღმდეგობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვს ახალ არქიტექტურას და მონაცემთა შენახვის ახალ მიდგომას. Dell Technologies წარმოგიდგენთ PowerStore-ს შენახვის თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც შექმნილია მონაცემთა ეპოქისათვის. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც ცვლის თამაშის წესებს, ააშკარავებს მონაცემთა სრულ სიმძლავრეს, განურჩევლად სტრუქტურისა თუ ადგილმდებარეობისა, რითაც გეხმარებათ IT-ის გარდაქმნაში და ტრანსფორმირებაში მიმდინარე ოპერაციების დარღვევის გარეშე.
საცავების მომავალი უკვე აქ არის
PowerStore-ს ახალი, რევოლუციონერული ოჯახი შლის წარმოების ტრადიციულ კომპრომისებს, მაშტაბირებას და მონაცემებზე, ინტელექტუალურ და ადაპტირებად ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული შენახვის ეფექტურობას. თავის მხრივ ცვლის და ახდენს ტრადიციულის და თანამედროვე დატვირთვების მობილიზაციას.
უპრეცენდენტო მოქნილობა თანამედროვე ინფრასტრუქტურისათვის
PowerStore - არის უნიკალური, ადაპტირებადი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც ავსებს და აფართოვებს თქვენს არსებულ ინვესტიციებს. PowerStore უპრეცედენტო თავისუფლებას გაძლევთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სწრაფად ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედებაში.
მონაცემებზე ორიენტირებული დიზაინი
შესრულების ოპტიმიზირებული და უნიფიცირებული, ერთიანი არქიტექტურა ნებისმიერი სამუშაო დატვირთვისათვის.
ინტელექტუალური ავტომატიზაცია
პროგრამირებადი ინფრასტრუქტურა ამარტივებს მართვას, DevOps და სხვა.
ადაპტირებული არქიტექტურა
სამუშაო დატვირთვების სიჩქარე და მობილურობა გთავაზობთ არჩევანს, პროგნოზირებას და ინვესტიციების დაცვას.
DELL EMC PowerStore შექმნილია ახალი თაობის მონაცემთა ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა თქვენი ბიზნესი გახდეს უფრო მოქნილი და მზა ცვლილებებისათვის.
- NVMe all-flash ან მონაცემთა შენახვის (SCM) კლასის მეხსიერება Intel Optane-თან ერთად ოპტიმიზაციას უკეთებს შესრულებას.
- მაშტაბირების ინტელექტუალური არქტიტექტურა საშუალებას გაძლევთ დამოუკიდებლად დაამატოთ გამოთვლითი რესურსები ან მოცულობა.
- Intel Quick Assist გამოყენებით მონაცემთა მოცულობის მუდმივი შემცირება ამცირებს დანახარჯებს და ზრდის ეფექტურობას წარმოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
- რევოლუციური AppsON უზრუნველყოფს VMware ვირტუალიზირებული აპლიკაციების გამოყენების მოქნილობას უშუალოდ მოწყობილობაზე, ამავდოულად ქმნის სივრცეს გარე დატვირთვებისათვის.
- Anytime Upgrade ახალი პროგრამა დროთა განმავლობაში დაგეხმარებათ PowerStore-ს მოდერნიზირებაში ბაზისის განახლების გარეშე.
დაგვიკავშირდით