დარჩით პროდუქტიულები სახლიდან გაუსვლელად Microsoft Teams-ის 1 თვიან უფასო ვერსიასთან ერთად
Microsoft Teams-თან ერთად შესაძლებელია დარჩეთ პროდუქტიულები, სახლიდან მუშაობისას!
Microsoft Teams-ის 1 თვიან უფასო ვერსიასთან ერთად კი დისტანციური მუშაობა უფრო გამარტივდება!
Microsoft Teams – არის ერთიანი პლატფორმა, რომლის მეშვეობით დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს აქვთ ჩატში ურთიერთობის, თათბირების ჩატარების, ზარების განხორციელების და პროექტებზე გუნდური მუშაობის საშუალება მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად.
დისტანციური მუშაობის რა უპირატესობებს გვთავაზობს Microsoft Teams-ის უფასო ვერსია:
შეტყობინებების შეუზღუდავი რაოდენობა და ძებნა - გამოიყენეთ ჩატის და ძებნის უფასო ფუნქციები და შეინარჩუნეთ კომუნიკაცია თქვენ გუნდთან.
ვიდეოზარები - თქვენი გუნდი იქნება კავშირზე უფასო პრივატული და ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარების საშუალებით.
გუნდური მუშაობა - Teams-ში გუნდური მუშაობისათვის მოიწვიეთ ჯგუფში თქვენი კლიენტები, პარტნიორები, კონტრაქტორები ან სხვა გარე მომხმარებლები, მიაწოდეთ მათ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენც იყენებთ. ეს უფასოა თქვენთვისაც და მათთვისაც. მოიწვიეთ აუდიო და ვიდეოზარებში თქვენი კლიენტები და პარტნიორები (ნებისმიერი გარე მომხმარებელი). მონაწილეობისათვის მათ სჭირდებათ მხოლოდ ბრაუზერი.
ფაილების შენახვის პერსონალური და ჯგუფური საცავი - მიიღეთ საცავში გუნდური ფაილების შესანახად 10GB და თითოეული თანამშრომლისათვის - 1TB.
გუნდური მუშაობა რეალურ რეჟიმში Office-ში - იმუშავეთ ერთად Office-ის პროგრამებში, მათ შორის Word, Excel, Powerpoint და OneNote.
ეს მართლა უფასოა?
დიახ! Teams-ის უფასო ვერსიით შეუძლია სარგებლობა 25-მდე თანამშრომელს 30 დღის პერიოდით.
თქვენ შეძლებთ კომუნიკაციას მომხმარებლებთან როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ, Microsoft-ის გლობალურ დაცულ, ინფრასტრუქტურის ბაზაზე.
Microsoft Teams-ის 1 თვიანი უფასო ვერსია
გამოგვიგზავნეთ შევსებული ფორმა და გარე გამოწვევების მიუხედავად, დარჩით ეფექტური და პროდუქტიული გუნდი!
მზად იყავით დისტანციური მუშაობისათვის!
დისტანციური მუშაობის Check List:
► მოიწყვეთ თქვენი სამუშაო ადგილი
► იქონიეთ მუდმივი კომუნიკაცია
► დაიცავით ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პირობები
► დაგეგმეთ ონლაინ შეხვედრები
► იყავით ყურადღებიანი და მოიწვიეთ კოლეგები
► ჩაწერეთ თქვენი შეხვედრები
► დაამყარეთ ურთიერთობა მეგობრებთან
► შეკრიბეთ გუნდი ერთად
► კარგად გაატარეთ დრო!