Check Point Harmony აერთიანებს უსაფრთხოების ექვს პროდუქტს, რათა უზრუნველყოს უკომპრომისო დაცვა და სიმარტივე. იცავს მოწყობილობებს და ინტერნეტ კავშირებს ყველაზე მოწინავე სოფისტიკური შეტევებისგან, ამავდროულად უზრუნველყოფს საიმედო ნულოვან წვდომას კორპორატიულ აპლიკაციებთან.
მარტივად გამოყენებადი
მომხმარებლების და წვდომის სრული დაცვის მიზნით აერთიანებს ექვს პროდუქტს.
მარტივად სამართავი
ერთიანი და მარტივი ღრუბლოვანი მართვის სისტემა.
Harmony-ს ძირითადი შესაძლებლობები:
- ღრუბლოვანი ქსელის უსაფრთხოების დახმარებით 11 SASE სერვისის ბაზაზე მომხმარებლების საიმედო კავშირი ნებისმიერ რესურსთან და ნებისმიერ ლოკაციაზე.
- Clientless zero-trust წვდომის უზრუნველყოფა ნებისმიერ კორპორატიულ აპლიკაციასთან ნებისმიერი ვებ-ბრაუზერიდან (ვებ-აპლიკაციები, მონაცემთა ბაზა, Remote desktop, დისტანციური ტერმინალი SSH.
- SSL ტრაფიკის 100% შემოწმება ინტერნეტში უსაფრთხო, სწრაფი და კონფიდენციალური ოპერაციების უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელთა ელ.ფოსტის და Office 365, MS Exchange, Teams, SharePoint, OneDrive, G-Suite კოლაბორაციული სერვისების დაცვა.
- სამომხმარებლო მოწყობილობებზე საფრთხეების თავიდან აცილება, საბოლოო წერტილების და მობილური მოწყობილობების შეტევებისგან სრული დაცვის საშუალებით.
360° მომხმარებლის დაცვა
Harmony იცავს თქვენს მომხმარებლებს ყველა კიბერშეტევისგან, იქნება ეს ფიშინგის მცდელობა, ელექტრონული ფოსტის მავნე კოდის შემცველი დანართი თუ ნულოვანი დღის საფრთხეები, მათ შორის გამომძალველი ტიპის აპლიკაციები.
Harmony პროდუქტების კრებული
Harmony - საბოლოო წერტილების სრული დაცვა
უსაფრთხოების კომპლექსური გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია სამომხმარებლო პერსონალური კომპიუტერების და ნოუთბუქების თანამედროვე საფრთხეებისგან დაცვის მიზნით.
- საბოლოო წერტილების სრული დაცვა ისეთისაფრთხეებისაგან, როგორებიც არის ransomware, phishing, and malware.
- ავტონომიური გამოვლენისა და რეაგირების ფუნქცია გაძლევთ მაქსიმალურად სწრაფი აღდგენის საშუალებას და მინიმუმამდე დაიყვანს შეტევის გავლენას მოწყობილობაზე.
Harmony Browse - ინტერნეტში უსაფრთხო მუშაობა
SSL ტრაფიკის 100% შემოწმება დარგში პირველი, ბრაუზერში დაცული, ინტერნეტში უსაფრთხო, სწრაფი და კონფიდენციალური მუშაობის უზრუნველყოფა.
- მავნე პროგრამების ჩატვირთვის პრევენცია.
- ფიშინგ ტიპის შეტევების და კორპორატიული იდენტიფიკატორების მიტაცების პრევენცია.
- იმ ვებ-გვერდებთან წვდომის ბლოკირება, რომლებიც არ შეესაბამება კომპანიის პოლიტიკას.
Harmony Email & Office - მომხმარებელთა უსაფრთხო ელექტრონული ფოსტა და აპლიკაციები წარმოების გაზრდისათვის
Office 365 და G Suite სრული დაცვა
- დახვეწილი ფიშინგური შეტევების ბლოკირება.
- მავნე თანდართული ფაილების ბლოკირება, სანაცვლოდ უსაფრთხო და სუფთა ვერსიების შეთავაზება წამებში.
- კონფიდენციალური ბიზნეს მონაცემების (DLP) გაჟონვის პრევენცია.
Harmony Mobile - დაცვა მობილური საფრთხეებისგან
კორპორატიული მონაცემების ყველა ტიპის შეტევებისგან დაცვის მიზნით თანამშრომელთა მობილური მოწყობილობების დაცვა.
- აპლიკაციების, ქსელის, ოპერაციული სისტემისა და მოწყობილობების კომპლექსური დაცვა.
- Harmony Mobile-ს მარტივი მართვა, სწრაფი დანერგვისა და მაშტაბირების დახმარებით იდეალურად ეწყობა არსებულ მობილურ გარემოს.
- მოსახერხებელი მომხმარებლისათვის - იცავს მოწყობილობებს, მომხმარებელთან ურთიერთქმედებაზე და კონფიდენციალობაზე ზემოქმედების გარეშე.
Harmony Connect - მომხმარებელთა უსაფრთხო დაკავშირება ნებისმიერ ადგილზე
Harmony Connect განსაზღვრავს Secure Access Service Edge (SASE), ამარტივებს ნებისმიერი მომხმარებლის ან ფილიალის დაკავშირებას ნებისმიერ რესურსთან და ნებისმიერ ადგილას უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. Harmony Connect, რომელიც დაფუძნებულია უსაფრთხოების 11 ღრუბლოვან სამსახურზე, სთავაზობს მომხმარებელს უსაფრთხო და სწრაფ ლოკალურ დაკავშირებას ნებისმიერ ადგილას.
- Clientless access - უზრუნველყოფს თანამშრომლების და კონტრაქტორების უსაფრთხო და მარტივ წვდომას ნებისმიერ კორპორატიულ აპლიკაციასთან (მათ შორის ვებ-აპლიკაციები, მონაცემთა ბაზები, Remote Desktop და დისტანციური ტემრინალები SSH), SaaS-ის მსგავსად, ნებისმიერი ვებ-ბრაუზერიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან (მათ შორის მობილური და სამომხმარებლო, პერსონალი კომპიუტერები).
- Client-based access - ქსელის დონეზე იყენებს VPN აგენტს კორპორატიულ ქსელებთან და აპლიაციებთან სრული წვდომის უზრუნველყოფისათვის.
დაგვიკავშირდით