მოითხოვეთ დემო ვერსია
დაიცავით ბიზნესი კიბერ თავდასხმისგან
COVID-19 პანდემიამ გამოიწვია უზარმაზარი ცვლილებები ორგანიზაციულ სტრუქტურებში. ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის დისტანციური სამუშაო პროცესი გახდა რეგულარული და მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად, სენსიტიური ინფორმაციის გასაზიარებლად და კონფიდენციალური ფაილების დასამუშავებლად, მათ ღრუბლოვან სერვისებზე, მათ შორის საფოსტო სერვისებზე დამოკიდებულება გაიზარდა.
მავნე პროგრამების 94%, მათ შორის Ransomware, აღწევს ორგანიზაციებში მავნე ელ.ფოსტის საშუალებით და ამით ელ.ფოსტას აქცევს შეტევისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვექტორად.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ხარვეზებმა, რომლებიც წარმოიქმნა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე უეცარი და მასიური გადასვლის შედეგად, იმ პირობებში, როდესაც თანამშრომლები ნაკლებად ითვალისწინებდნენ უსაფრთხოების სტანდარტებს სახლის პირობებში, შექმნა ახალი შესაძლებლობები კიბერ კრიმინალებისთვის, განახორციელონ შეტევები ელ.ფოსტასა და ბიზნეს აპილაკაციებზე. ამ ყველაფერს უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული შეტევების შედეგად მიღებული ფინანსური და რეპუტაციული ზარალი უზარმაზარია.
ზემოაღნიშნული, დისტანციური მუშაობის რეჟიმის მიერ შექმნილ ახალ რეალობასთან ერთად, ელ.ფოსტაზე განხორციელებული შეტევები უაღრესად მომგებიანი გახდა კიბერ კრიმინალებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, მუდმივად აწარმოებენ დახვეწილ კამპანიებს, უსაფრთხოების ტრადიციული გადაწყვეტილებების გვერდის ავლით და ადამიანური ფაქტორის გამოყენებით. ეს უკანასკნელი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი: ელ.ფოსტებზე შეტევები ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი გახსნის წერილში თანდართულ ფაილს, შეიყვანს თავისი ანგარიშის დეტალებს ფიშინგის საიტზე ან მოახდენს ტრანზაქციას ყალბ ანგარიშზე. კიბერ კრიმინალების მიერ განხორციელებული ამ თავდასხმებით მაღალი წარმადობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ეყრდნობიან ადამიანურ ფაქტორებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თავისი ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების გადაწყვეტილებით, რომელიც შემქნილია იმისათვის, რომ დაბლოკოს და თავიდან აიცილოს აღნიშნული მავნე კომუნიკაციები, სანამ ისინი მიაღწევენ მიმხმარებლამდე.
სრული უსაფრთხოება ფოსტისა და ბიზნეს ინსტრუმენტებისათვის
ძირითადი უპირატესობები:
- სრული უსაფრთხოება ელ.ფოსტისა და ბიზნეს ინსტრუმენტებისთვის
- უკომპრომისო უსაფრთხოება - ანუ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ყველა დანარჩენისთვის უხილავია
- საუკეთესო TCO - უნივერსალური, ეფექტური და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილება ფოსტისა და ბიზნეს ინსტრუმენტებისათვის.
მთავარი შესაძლებლობები:
- ანტიფიშინგი: ყველაზე მოწინავე ფიშინგ შეტევების ბლოკირება, როგორიც არის impersonation (იმიტირება) და Business Email Compromise (BEC)
- დაცვა მავნე პროგრამული უზრუნველყოფისგან: მავნე პროგრამული უზრუნველყოფის დაბლოკვა და გასუფთავებული ფაილების მოწოდება წამებში
- მონაცემთა გაჟონვის თავიდან აცილება: პოლიტიკების დაწესება მონაცემთა უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ნორმატიული მოთხოვნების დასაცავად.
- Account Takeover პრევენცია: სისტემაში საეჭვო შეღწევადობის დაბლოკვა დაპატენტებული, უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით.
Office 365 & Google Workspace აპლიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ღრუბლოვანი საფოსტო ყუთი თქვენი ყველაზე სუსტი რგოლია
ორგანიზაციებზე თავდასხმების 90%-ზე მეტი იწყება კომპრომიტირებული ელფოსტიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ელ.ფოსტაზე წარმატებულად განხორციელებული შეტევები ჩვეულებრივ გამოწვეულია ადამიანური ფაქტორის მიერ, თქვენი Office 365 და G Suite გარემო თქვენი ორგანიზაციის ყველაზე სუსტი რგოლია. უსაფრთხოების ამ ხარვეზის თავიდან აცილება მოითხოვს დაცვას სხვადასხვა საფრთხის ვექტორებისგან: ფიშინგი, მავნე პროგრამები, მონაცემთა მოპარვა და ანგარიშის მითვისება. ეს აიძულებს ორგანიზაციებს გააკეთონ არჩევანი - უსაფრთხოება, რომელიც თქვენ გჭირდებათ და უსაფრთხოება, რომელსაც წვდება თქვენი ბიუჯეტი.
დაგვიკავშირდით