Noventiq Go Remote
გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებას დისტანციური მუშაობის ორგანიზებისათვის Microsoft Go Remote
ძვირფასო მომხმარებლებო!
COVID-19-ის კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიები მსოფლიოს მაშტაბით აანონსებენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლას.
ასეთ პირობებში როგორ ვუზრუნველყოთ ბიზნესის უწყვეტი მიმდინარეობა და თანამშრომლების კომფორტული მუშაობა საჭირო აპლიკაციების და მონაცემთა კომპლექტით?
კომპანია „Noventiq საქართველო“ წარმოგიდგენთ 10-წლიან გამოცდილებას თანამშრომელთა დისტანციური უსაფრთხო წვდომის ორგანიზებაში ნებისმიერი ადგილიდან, მოწყობილობიდან, საჭირო ბიზნეს-აპლიკაციებთან და მონაცემებთან მუშაობაში.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ გადაწყვეტილებებსა და მომსახურებას, რომლებიც საშუალებას მისცემს თქვენს თანამშრომლებს, მათ შორის მათ, ვინც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, თვითიზოლაციაში და აგრეთვე დისტანციურ რეჟიმზე გადასულებს, სრულად მიიღონ მონაწილეობა კომპანიის ბიზნეს პროცესებში:
- ნებისმიერი რაოდენობის სამუშაო ადგილების სწრაფი განლაგება და ჩართვა სამუშაო პროცესში საკუთარი სერვერული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობის გარეშე. შედეგად - რამდენიმე დღეში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ნაცვლად რამდენიმე თვისა.
- დისტანციური წვდომის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებების სწრაფი დანერგვა აპლიკაციებთან და კომპანიის მონაცემებთან.
- საორგანიზაციო დახმარება თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმში ჩართვაში (ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობიდან).
- თანამედროვე სამუშაო ადგილის გამოყოფა თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის დროს (ხანმოკლე პერიოდით).
- დაცული კავშირის არხების ორგანიზება თანამშრომლების კომუნიკაციისათვის.
- დახმარება დისტანციური წვდომის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის მოწყობაში.
- კლიენტის მოთხოვნისამებრ მომხმარებელთა, მათ შორის პრივილეგირებულთა მხარდაჭერა (24/7 ან სამუშაო საათებში).
- თანამშრომელთა სისტემებთან დისტანციური დაკავშირების ინფრასტრუქტურის სრულყოფილი აწყობა.
აღნიშნულ შეთავაზებაში განხილული იქნება დისტანციური სამუშაო ადგილის ორგანიზებისათვის შემდეგი სცენარები: