ახალი Quantum Lightspeed სერიის მოწყობილობები იყენებს ინოვაციურ ASIC ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს 3 Tbps-მდე გამტარუნარიანობას და 3 მიკროწამის ფარგლებში ულტრა დაბალ შეყოვნებას.
პარადიგმის ცვლა მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოებაში
განაწილებული SaaS აპლიკაციების გამოჩენით და დისტანციური თანამშრომლების მხარდაჭერის გაუმჯობესების აუცილებლობით, თანამედროვე მონაცემთა ცენტრები სწრაფად ვითარდება ჰიბრიდულ არქიტექტურაში, როგორც On-premise, ასევე ღრუბლოვანი ოპერაციების ჭრილში. ყოველ 3 წელიწადში, ქსელური ტრაფიკის 2-ჯერ ზრდის ფონზე, ყველა ზომის ორგანიზაცია დგება ჰიპერ-სწრაფი ქსელური ტრაფიკის მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოწვევის წინაშე. ორგანიზაციებს სჭირდებათ უსაფრთხოდ მოახდინონ ასობით ტერაბაიტი მონაცემების დამუშავება წუთებში, უზრუნველყონ დაბალი შეყოვნება მაღალი სიხშირის ფინანსური ტრანზაქციებისთვის, ამასთან, ასევე დააკმაყოფილონ უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა დააჩქარონ წვდომა დისტანციური თანამშრომლებისთვის და მხარი დაუჭირონ ჰიპერმზარდ ბიზნესს, როგორიცაა მაგალითად ონლაინ კომერცია.
რა სახის მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოების გადაწყვეტილება უპასუხებს ყველა ამ გამოწვევას?
Check Point და NVIDIA თანამშრომლობა, ულტრა-სწრაფი Quantum Lightspeed ქსელური ეკრანების საშუალებით, ქსელური უსაფრთხოების ახლებური ხედვის საშუალებას იძლევა.
Check Point თანამშრომლობს NVIDIA-სთან, Quantum Lightspeed-ის ჰიპერ-სწრაფ მოწყობილობებში NVIDIA-ს ყველაზე მოწინავე ASIC ინტეგრირებისთვის, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური სწორხაზოვანი გამტარუნარიანობა, რაც ქმნის ახალ სტანდარტს კიბერუსაფრთხოებაში. Quantum Lightspeed ქსელური ეკრანები ახდენენ რევოლუციას ქსელურ უსაფრთხოებაში, რომელიც უზრუნველყოფს 10-ჯერ შემცირებულ დაყოვნებას და 5-ჯერ უფრო მეტ გამტარუნარიანობას, ამასთან, უზრუნველყოფილია 20-ჯერ უკეთესი ფასი, ვიდრე კონკურენტ გადაწყვეტილებებში.
ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც საშუალებას აძლევს Quantum Lightspeed-ს უზრუნველყოს სწრაფი მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მოიცავს:
- 5-ჯერ უფრო მეტი გამტარუნარიანობა წარმოუდგენელი მასშტაბირების უზრუნველყოფით
- 3 Tbps-მდე გამტარუნარიანობა მთლიან სისტემაში და 800 Gbps თითოეულ მოწყობილობაზე
- 10x გაუმჯობესება და ულტრა დაბალი შეყოვნება 3 მიკროწამში
ამ გარღვევით, ორგანიზაციებს დღეს უკვე შეუძლიათ უზრუნველყონ სპილოების ნაკადის გატარება და ტერაბაიტობით მონაცემების უსაფრთხოდ დამუშვება არა საათებში, არამედ წუთებში. ფინანსურ ინსტიტუტებს დღეს უკვე შეუძლიათ უსაფრთხოდ დაამუშავონ მილიონობით მაღალი სიხშირის ტრანზაქციები 3 მიკროწამის შეყოვნებით და ამასთან ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია უზრუნველყოს სწრაფი წვდომა დისტანციური მომხმარებლებისთვის და ბიზნესპროცესების სწრაფი ზრდა, მაგალითად როგორიცაა ონლაინ კომერცია.
რას ფიქრობენ ინდუსტრიის ძირითადი ანალიტიკოსები, როგორიცაა IDC, Quantum Lightspeed-ის პერფორმანსის გარღვევების შესახებ?
ორგანიზაციები ფლობენ განაწილებულ ჰიბრიდულ მონაცემთა ცენტრებს და აპლიკაციებს, ამიტომ მათ სჭირდებათ მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოება, რომელიც მუშაობს მათი ბიზნეს პროცესების სიჩქარით. „მათ სურთ უსაფრთხოდ დააჩქარონ მონაცემთა დამუშავება აპლიკაციებს, სხვა მონაცემთა ცენტრებსა და ჰიბრიდულ ღრუბლებში სარეზერვო ასლებს შორის“, - თქვა ფრენკ დიქსონმა, IDC Security and Trust ვიცე პრეზიდენტმა. „Check Point Quantum Lightspeed ჰიპერ-სწრაფი ქსელური ეკრანები უზრუნველყოფენ მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოების ეფექტურობას ქსელის სიჩქარის უზრუნველყოფით, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს დაამუშაონ ასობით ტერაბაიტი მონაცემი წუთებში, უზრუნველყონ დაბალი შეყოვნება მაღალი სიხშირის ფინანსური ტრანზაქციებისთვის და ასევე უსაფრთხოების მასშტაბირება.“
Check Point და NVIDIA თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყონ მონაცემთა დამუშავების ცენტრების მაღალი სიჩქარე.
როგორ მივაღწიოთ მონაცემთა ცენტრის უსაფრთხოების ამ დონეს? Check Point და Nvidia ერთად მუშაობდნენ, რათა მოეხდინათ stateful inspection-ის გადატანა NVIDIA ConnectX ქსელურ ბარათებზე. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებაში ბოთლის ყელის არ არსებობას, NVIDIA-ს ყველაზე უსაფრთხო და მოწინავე ASIC და დაჩქარებული პაკეტის დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებით.
Quantum Lightspeed-ის ოჯახი შედგება ექვსი მოდელისგან, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ცენტრის ჰიპერ-სწრაფ უსაფრთხოებას ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. Quantum Lightspeed ოჯახში შედის ოთხი ძირითადი მოდელი - QLS 250, QLS 450, QLS 650 და QLS 800. Quantum Lightspeed-ის ყველა მოდელი უზრუნველყოფს 3 მიკროწამის შეყოვნებას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი სიხშირის ფინანსური ტრანზაქციებისთვის. Quantum Maestro-ს ორი მოდელი არის MLS 200 და MLS 400. ორივე მოდელს შეუძლია მოახდინოს მასშტაბირება 3 Tbps-მდე!
გამტარუნარიანობა დამოკიდებულია ConnectX NIC-ების რაოდენობაზე QLS მოდელში. თითოეულ ConnectX NIC-ს აქვს 2x 100G QSFP28 პორტი და უზრუნველყოფს 200G გამტარუნარიანობას საშუალოდ 3μSec ულტრა დაბალი შეყოვნებით.
დაგვიკავშირდით