VMware vSAN - ეს არის კორპორატიული კლასის პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა სანახის ვირტუალიზაციისათვის, რომელიც ერთი პლატფორმის ქვეშ vSphere-თან შეთავსებით უზრუნველყოფს გამოთვლითი რესურსების და საცავების მართვის საშუალებას.
vSAN საშუალებას იძლევა, შეამციროს მაღალი ხარჯები კომპლექსურ ტრადიციულ მონაცემთა საცავებზე. ეს არის მონაცემთა სანახის პროგრამული ტიპი, რომელიც მონაცემთა სანახის ფიზიკური მოწყობილობისგან აბსტრაგირების და რესურსების პულებთან მუშაობის საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა თუ სად არის განლაგებული ვირტუალური მანქანების მონაცემები.
VMWARE VSAN ძირითადი შესაძლებლობები
ხარჯების შემცირება
პროდუქტიულობის და ფასების ოპტიმალური თანაფარდობა, სტანდარტულ სერვერებზე დაფუძნებული უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერის საშუალებით.
პროდუქტიულობის გაზრდა
SSD ტიპის შემნახველებისა და კლასტერიზაციის ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით, რეაგირების დრო მცირდება. ახლა უკვე თანამშრომლები მუშაობენ 2-3-ჯერ უფრო სწრაფად (მონაცემთა დამუშავების სიჩქარე - წამში თითოეულ კვანძზე მონაცემთა მიმოცვლის 150 000-მდე ოპერაცია).
ჰიპერვიზორებთან ინტეგრაცია
ერთადერთი პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა სანახების ვირტუალიზაციისათვის, vSphere-თან სრულად ინტეგრირებული, გაძლევთ საშუალებას შექმნათ მასშტაბირებადი, მაღალეფექტური და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა.
გამარტივებული ექსპლუატაცია
ახალი ინფრასტრუქტურის და აპლიკაციების გამარტივებული დანერგვა მინიმალური ტრენინგების საფუძველზე.
გამარტივებული დანერგვა
თავსებადობა ცნობილ ოპერაციულ სისტემებთან, ქსელურ ინფრასტრუქტურასთან და მარშრუტიზატორებთან. VMware vSAN თავსებადია IT სისტემების დისტანციურ ლოკაციებზე. ვირტუალური მანქანების ინტეგრაციის დრო მცირდება 6-8 წუთამდე.
ტრადიციული და ღრუბლოვანი აპლიკაციების მხარდაჭერა
ვირტუალური მანქანების და აპლიკაციების გამარტივებული მართვა კონტეინერებში, აგრეთვე Kubernetes-თან და კონტეინერების ორკესტრაციის სხვა წამყვან საშუალებებთან ინტეგრაციის უპირატესობა.
VSAN გამოყენების სცენარები
მნიშვნელოვანი ბიზნეს აპლიკაციები
- მაღალი ეფექტურობა: წამში თითოეულ კვანძზე მონაცემთა მიმოცვლის 150 000-მდე ოპერაცია;
- გამარტივებული დანერგვა მაღალავტომატიზირებული პროცესების საშუალებით.
ვირტუალური სამუშაო ადგილების (VDI) ინფრასტრუქტურა
- მაღალი შესრულება: წამში თითოეულ კვანძზე მონაცემთა მიმოცვლის 150 000-მდე ოპერაცია;
- მომსახურების ხარჯების შემცირება მონაცემთა დამუშავების ეფექტურობის ზრდის ხარჯზე.
დისტანციური ოფისები და ფილიალები
- ლოკალური IT გარემოს ეფექტურობის ზრდა და ცენტრალური მენეჯმენტი;
- მინიმალური საწყისი ფიზიკური კონფიგურაცია: მხოლოდ ორი კვანძი;
- ხარჯების კონტროლი ლიცენზირების მოქნილი მოდელების დახმარებით.
ავარიული აღდგენა
- ავარიულ აღდგენაზე ხარჯების შემცირება HCI ტექნოლოგიების დახმარებით შემნახველების სპეციალიზირებული მასივების ნაცვლად;
- აღდგენის ორკესტრაცია და ავტომატიზაცია VMware Site Recovery და vSphere Replication დახმარებით.
საცავის ეფექტური გამოყენება
- Virtual SAN უზრუნველყოფს საცავის გაფართოვებულ შესაძლებლობებს: დედუბლიკაცია, შეკუმშვა და RAID 5/6 მხარდაჭერა, რომელიც 10-ჯერ ზრდის შემნახველის ეფექტურობას.
დაგვიკავშირდით