Horizon 8: ჰიბრიდული და მულტიღრუბლოვანი განლაგების თანამედროვე პლატფორმა
VMware Horizon 8 მომხმარებლებს სთავაზობს პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ და უსაფრთხო წვდომას ვირტუალურ ან დისტანციურ გარემოში განლაგებულ კომპიუტერებთან, აპლიკაციებთან და ვებ-სამსახურებთან.
VMware Horizon მე-8 ვერსია უზრუნველყოფს თანამშრომელთა სამუშაო ადგილების ეფექტურ მაშტაბურობას და მოქნილობას. აღნიშნული გადაწყვეტილება გთავაზობთ მომხმარებელთა უსაფრთხო სამუშაო გარემოს, კომფორტს და თანმიმდევრობას, ოპერაციული სისტემის ან მოწყობილობის მიუხედავად.
სამუშაო ადგილების დისტანციურ მართვას აქვს ისეთი უპირატესობები, როგორიც არის IT ინფრასტრუქტურაზე ხარჯების შემცირება, სერვისების გაცილებით მაღალი ხელმისაწვდომობა და საბოლოო მომხმარებლების პროდუქტიულობა.
VMware Horizon 8 ახალი შესაძლებლობები
ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
Horizon 7-ში იყო საჯარო ქლაუდ ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის შესაძლებლობა, რომელიც უკვე არსებობს პლატფორმაზე. Horizon 8 განახლებულ ვერსიაში ხელმისაწვდომია Google Cloud და VMware Cloud on Dell EMC მხარდაჭერა. აგრეთვე, ახლა Azure VMware Cloud-თვის ხორციელდება სრულყოფილი საწარმო მხარდაჭერა.
ტექნიკური სპეციალისტები შეძლებენ ყველა სერვისის მართვას Horizon Control Plane ერთიანი ინტერფეისის საშუალებით. Universal Broker კომპონენტი შეიქმნა მრავალ ღრუბელზე წვდომის უფლებების სტანდარტიზაციის მიზნით. Horizon 8-ის გაფართოვებულმა ფუნქციონალმა გაზარდა მომხმარებლებისთვის ღრუბლოვანი პარტნიორების მრავალფეროვნება. ჰიბრიდული ვირტუალური ღრუბლის სამუშაო სივრცის განსახორციელებლად განახლება გაძლევთ მრავალი პროვაიდერის არჩევანის საშუალებას.
ვირტუალური დესკტოპების განლაგების და მიწოდების მოქნილობა
Horizon-ის ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია Instant Clones, Smart Provisioning-ის მხარდაჭერა. ახალი შესაძლებლობა აფართოვებს მყისიერი კლონების განლაგების ფუნქციებს. Smart Provisioning გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ საუკეთესო გზა მყისიერი კლონების უზრუნველსაყოფად თქვენს გარემოზე დაყრდნობით.
App Volumes ახლა ხელმისაწვდომია Horizon Cloud on Azure გამოსაყენებლად. App Volumes - ეს არის პროგრამების და მომხმარებელთა მართვის გადაწყვეტილებების პორტფელი, რომელიც გეხმარებათ IT ხარჯების 70%-მდე შემცირებაში. სხვა პროდუქტებთან ინტეგრაცია ხორციელდება RESTful API-ის საშუალებით. გაუმჯობესებული შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ სრულფასოვანი მუშაობა ვირტუალური პერსონალური კომპიუტერის ინფრასტრუქტურასთან.
უნიკალური ინტეგრაცია
მონაცემთა დამუშავების ცენტრის და ციფრული სამუშაო სივრცის ტექნოლოგია უზრუნველყოფს VMware Horizon 8-ის უნიკალურ უპირატესობებს ქსელის მართვის სფეროში, აგრეთვე უსაფრთხოებასა და სამომხმარებლო გამოცდილებაში. ვინაიდან Horizon 8 აგებულია Cloud Foundation-ზე, ის იყენებს ბაზრის წამყვანი პლატფორმების - VMware vSphere, VMware vSAN და VMware NSX-ის შესაძლებლობებს. ამის გარდა Cisco Webex და Microsoft Teams-ს პლატფორმებისათვის ხელმისაწვდომია ოპტიმიზაციის პაკეტები.
End-to-End Security დონის ამაღლება პერსონალური და პარტნიორების გადაწყვეტილებების ბაზაზე
VMware Horizon 8 უზრუნველყოფს ცენტრალიზირებულ დაცვას და უსაფთხო წვდომას კორპორატიულ რესურსებთან და მოწყობილობებთან. გადაწყვეტილება აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემით, რომელიც იცავს მოწყობილობებს ქსელში, ღრუბელში და მონაცემთა დამუშავების ცენტრში. ინტეგრირებული VMware Workspace ONE Access, მრავალფაქტორიანი აუტენტიფიკაციის მეშვეობით ამოწმებს მომხმარებელთა იდენტურობას და იცავს ქსელის მიკროსეგმენტაციას.
განახლებულ ვერსიას აქვს VMware Carbon Black მხარდაჭერა, რომელიც, კიბერშეტევებისაგან დაცვის მიზნით იძლევა კომპანიის ინფრასტრუქტურაზე სპეციალიზირებული მეთვალყურეობის საშუალებას.
VMware Horizon 7 ლიცენზია განაგრძობს მუშაობას და რჩება აქტუალური ბიზნესისათვის
VMware Horizon 7 უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლებს მათთვის საჭირო აპლიკაციებით და მომსახურებებით მოთხოვნის საფუძველზე, ღილაკზე დაჭერით, რათა დაეხმაროს მათ მაღალ პროდუქტიულობაში და გააუმჯობესოს ბიზნესის მობილობა და კონკურენტუნარიანობა.
VMware Horizon 7 ძირითადი შესაძლებლობები
ერთიანი ციფრული სამუშაო გარემო
Horizon გაძლევთ საშუალებას გააერთიანოთ თქვენი კომპანიის ყველა კორპორატიული პროგრამა, მათ შორის აპლიკაციები, რომლებიც განლაგებულია RDS gateway-ზე, და აპლიკაცია Citrix XenApp ერთიან სამუშაო გარემოში. საბოლოო მომხმარებლებს აქვთ სწრაფი წვდომა ყველა მოწყობილობიდან, რაც მათ სჭირდებათ, ხოლო IT დეპარტამენტს შეუძლია ერთჯერადი მართვის კონსოლის მეშვეობით დაიცვას გამოთვლითი რესურსები რეალურ დროში.
სრულყოფილი ადაპტირებული გარემო თანმიმდევრული სამუშაო გარემოსთვის
Horizon 7 მოიცავს ტექნოლოგიების კომპლექტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის საბოლოო ოპტიმალურ გამოცდილებას სხვადასხვა მოწყობილობებზე, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი საშუალებით და კავშირებით, კორპორატიული ქსელით დაწყებული და დამტავრებული საზოგადოებრივი Wi-Fi-ით და მობილური ინტერნეტით.
რესურსების წარდგენა პერსონალიზაციის მოთხოვნით
ვირტუალური მანქანები იქმნება კონკრეტული მომხმარებლებისათვის ღილაკის დაჭერით და უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით იშლება ყოველი სეანსის შემდეგ. ამავდროულად, მყისიერი კლონირების ტექნოლოგია და გადაწყვეტილებები VMware App Volumes და VMware User Environment Manager უზრუნველყოფენ პერსონალური ვირტუალური კომპიუტერების მიწოდებას სესიებს შორის აპლიკაციების, პარამეტრებისა და მომხმარებლის პროფილების შენარჩუნებით, მაშინაც კი, თუ კომპიუტერი განადგურდება სისტემიდან გამოსვლის შემდეგ.
IT გარემოს უსაფრთხოების, საიმედოობისა და მართვის უსაფრთხოების გაზრდა
მომხმარებლის მონაცემების შემგროვებელი, მოქნილი, დანიშნულების გათვალისწინებით კონტექსტურად დამოკიდებული პოლიტიკების გამოყენების დროს აღნიშნული პოლიტიკები მოწმდება სისტემაში შესვლამდე, გამოსვლის შემდეგ, სისტემის გათიშვის, ხელმეორედ ჩართვის და წინასწარ მონიშნული ინტერვალების დროს. IT სპეციალისტებს მომხმარებლის ავტორიზაციის მეთოდის გათვალისწინებით შეუძლიათ უზრუნველყონ ისეთი საშუალებების ჩართვა ან გათიშვა, როგორებიც არის გაცვლის ბუფერის გადამისამართება, USB, ბეჭდვა და “მომხმარებლის დისკი“.
VMware Horizon უპირატესობები
- თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობიდან, კონკრეტულ კომპიუტერზე მიბმის გარეშე, აგრეთვე რეალურ დროში გუნდური მუშაობის ორგანიზება;
- მომხმარებელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბიზნესის ადაპტაციის გაზრდა;
- მართვის ავტომატიზაცია, უსაფრთხოების დონის და IT გარემოს საიმედოობის გაზრდა;
- ინფრასტრუქტურის მოქნილობის გაზრდა და სამუშაო ადგილების შექმნის მაღალი სიჩქარე;
- ხარჯების შემცირება მომსახურებაზე, ლოკალურ პერსონალურ კომპიუტერებზე და ელექტროენერგიაზე.
- გამოქვეყნებული აპლიკაციების მაშტაბირება ღილაკის ერთი დაჭერით, მათი განლაგების დაჩქარება 5-10-ჯერ;
- ყველა ცვლილების და დამატების ავტომატური სინქრონიზაცია ქსელში შემდგომი ჩართვისას.
დაგვიკავშირდით