კომპანია Cambium Networks უზრუნველყოფს უსადენო კავშირს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განკუთვნილია ბიზნესის, საზოგადოებისა და ქალაქებისათვის. მილიონობით რადიოსადგური გაშლილია ადამიანთა, ლოკაციების და ნივთების დასაკავშირებლად ერთი უსადენო ქსელის საშუალებით, რომელიც მოიცავს რამდენიმე სტანდარტის უსადენო კავშირის Wi-Fi სიხშირეს და იმართება ქლაუდის მეშვეობით ცენტრალიზებულად.
კომპანიის ბროშურის გადმოწერა
მართვა გახდა უფრო მარტივი
ბოჭკოვან ტექნოლოგიასთან შედარებით, უსადენო ტექნოლოგიის დანერგვა უფრო სწრაფი და იაფია. ღრუბლოვანი მართვა ავტომატიზირებული უზრუნველყოფით მინიმუმამდე ამცირებს დაყოვნებას და ზრდის ეფექტურობას. კომპანია Cambium Networks-ის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს არნახულად დაბალ ღირებულებას და გათვლილია მომავალზე, რათა განვითარება მოხდეს საჭიროებების და ტექნოლოგიების ცვლილებების პარალელურად.
უსადენო ქსელის მართვა და Cambium Networks ინსტრუმენტები
სადაც არ უნდა განათავსოთ კამერა, cnVision ყველაფერს გააკეთებს.
სპეციალურად შემუშავებული უსადენო კავშირი ვიდეო სათვალთვალო და CCTV აპლიკაციებისათვის.
გაიგეთ მეტი
Cambium Networks - უსადენო გადაწყვეტილებების მსოფლიოში წამყვანი პროვაიდერი, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, ადგილებსა და ნივთებს.
უსადენო გადაწყვეტილებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის ბოლო მილის მდგრადობას და მაღალ შრომისუნარიანობას, კომპანია უკან იტოვებს ბოჭკოვან ტექნოლოგიებს.
მულტიგაბარიტული უსადენო სივრცე
მცირე ოფისებით დაწყებული, დიდი სიხშირის პლატფორმებით დამთავრებული, თქვენი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, ღრუბლოვან გარემოში აპლიკაციების მხარდაჭერა, დანერგვის და ექსპლუატაციის სიმარტივე - ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ხორციელდება საკუთრების რევოლუციურად დაბალი ღირებულების საშუალებით.
უსადენო ქსელის მართვა და ინსტრუმენტები
ქსელური უნიფიცირებული დაგეგმვა და ოპერაციები ნებისმიერი ზომის ორგანიზაციებისათვის. უსადენო ქსელის მქონე ორგანიზაციები და ოპერატორები აღწევენ წარმატებებს მაშინ, როდესაც უაღრესად რთული გარემოს დაგეგმვა, დანერგვა და მართვა ადვილია. კომპანია Cambium Networks სთავაზობს მომხმარებლებს ღრუბლოვანი მართვის საშუალებებს, ქსელური სერვისის აპლიკაციებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც შექმნილია სწორედ ამ ყველაფრის განსახორციელებლად ნებისმიერი მასშტაბით.
ხელმისაწვდომი ქლაუდის, კერძო ქლაუდის, ლოკალური განლაგების ვარიანტების და ფასთა წარმოქმნის მოდელების არჩევანი ნიშნავს ეკონომიურობას მცირე და მსხვილი კორპორატიული გარემოსათვის, მართვის სერვისების მომწოდებლებისათვის და მსხვილი ოპერატორებისათვის, რომლებიც მართავენ ათასობით სხვადასხვა უსადენო მოწყობილობას და მომხმარებელთა ქსელს მთელ კონტინენტზე.
XV2-2 Wi-Fi 6 Access Point
XV2-2 — არის კორპორატიული დონის, პროგრამულად ამოცნობადი წვდომის წერტილი. XV2-2 აგრძელებს წვდომის ინტელექტუალური წერტილის მქონე კორპორატიული ქსელების კონვერგენციას და იმართება მართვის ინტელექტუალური სისტემით Cambium Networks XMS ან cnMaestro™. აირჩიეთ თქვენი ბიზნესისთვის ხელსაყრელი მართვის სისტემა და გამოიყენეთ Cambium Networks უახლესი ტექნოლოგიები.
დაგვიკავშირდით