Aruba Access Points უზრუნველყოფს მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო წვდომას. რადგან ახლა Wi-Fi წარმოადგენს მომხმარებლებისა და მოწყობილობების დაკავშირების მთავარ საშუალებას, ხოლო ქლაუდზე დაფუძნებული ხმოვანი და ვიდეო-აპლიკაციები არის ჩვენი მუშაობის ძირითადი გზა, Aruba ESP ქსელის ყველა ოპერაციას აერთიანებს უკაბელო, სადენიანი და WAN ქსელების საშუალებით.
Aruba Access Points იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ რადიო სიხშირის ოპტიმიზაციას, მომხმარებელთა და აპლიკაციების ანალიზის გაფართოვებულ შესაძლებლობებს, დინამიკურ სეგმენტაციას და ინტელექტუალური მართვის შესაძლებლობებს მომხმარებელთან ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, მობილურ და Wi-Fi-ზე მარტივი მიგრაციით, აგრეთვე SLA დონის QoS აპლიკაციებზე. Access Points მხარს უჭერს IoT მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობს Wi-Fi, Zigbee, Bluetooth და სხვა გარე პროტოკოლების მართვის ქვეშ.
კონტაქტების გაფართოვებული თვალყურის დევნა Aruba Access Points-ის გამოყენებით
Aruba Central-ში Wi-Fi-ზე დაფუძნებული კონტაქტების ძიებისათვის გამოიყენება ამჟამად მხარდაჭერილი ნებისმიერი Aruba Access Points. გარდა ამისა, ჩაშენებული Bluetooth Low Energy (BLE) მხარდაჭერით, 300 და 500 სერიის Aruba Access Points შეუფერხებლად მუშაობენ Aruba Location Services-თან ერთად, რაც უზრუნველყოფს კონტაქტების თვალყურის დევნების გაფართოვებულ შესაძლებლობებს, მათ შორის ადგილმდებარეობის დეტალურ განსაზღვრას და სიახლოვის მონიტორინგის პანელს.
Indoor Access Points
როდესაც მწარმოებლურობა და სიმარტივე მნიშვნელოვანია, Aruba Access Points მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და Wi-Fi 6 (802.11ax) ახალ სტანდარტებს ნებისმიერ გარემოში განსალაგებლად. გაძლიერებული მოდელები გათვლილია ექსტრემალურ ტემპერატურებზე და სინესტეზე.
Outdoor Access Points
Aruba Outdoor Access Points უზრუნველყოფს შეუფერხებელ დაკავშირებას მსხვილ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიც არის პარკები და ავტოსადგომები, აგრეთვე მცირე ზომის აუზები და სასაწყობო მეურნეობები. უკაბელო კავშირის ვარიანტები უზრუნველყოფს Wi-Fi სატრანზიტო ქსელს და 60GHz სიჩქარეს მეზობელ შენობებში.
Aruba Air Pass: შეუფერხებელი, უსაფრთხო როუმინგი და დაკავშირება
ინდუსტრიაში პირველი გადაწყვეტილება როუმინგის და დაკავშირებისათვის, რომელიც აერთიანებს კორპორატიული და მობილური ქსელის შესაძლებლობებს. Air Pass ავტომატურად გადაჰყავს ფიჭური მოწყობილობები კორპორატიულ ქსელზე, ეფექტურად აღმოფხვრის ფიჭური დაფარვის ხარვეზებს.
ყოველთვის Wi-Fi-ზე დაკავშირებული
Aruba Access Points Wi-Fi 6 უზრუნველყოფს ნამდვილ გამძლეობას და მოქნილობას 24/7 ქსელური წვდომისათვის მრავალგიგაბატიანი სიჩქარით - მომსახურების პერიოდების ან დაუგეგმავი გათიშვების დროსაც კი.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქსელური ოპერაციები
მომხმარებელთა პრობლემების გადასაწყვეტად რადიო სიხშირის გაფართოვებული ოპტიმიზაცია და მექანიკური სწავლება უზრუნველყოფს მომსახურების გარანტიას, ენერგიის მოხმარების ინტელექტუალურ მართვას და ClientMatch.
გაუმჯობესებული Wi-Fi აუტენთიფიკაცია
WPA3 და Enhanced Open აუმჯობესებს მომხმარებლის და სტუმრების დაშიფვრას, მაშინ როდესაც PEF იყენებს როლებზე და DPI-ზე დაფუძნებულ წვდომის კონტროლს ტრაფიკის იზოლაციისა და სეგმენტაციისათვის.
დაგვიკავშირდით