Check Point Maestro არის დარგში პირველი ქსელური უსაფრთხოების ჰიპერმასშტაბირებადი გადაწყვეტილება.
უსაფრთხოების რევოლუციური პლატფორმა უზრუნველყოფს უპრეცედენტო მასშტაბურობას, მდგრადობას და კონტროლს ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. ახალი, მასშტაბირებადი, 6000 სერიის მოწყობილობები, უზრუნველყოფენ სრულ დაცვას V თაობის კიბერსაფრთხეებისგან.
Check Point Maestro წარმოადგენს რევოლუციურ, უახლეს არქიტექტურას, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერი ზომის ბიზნესს გამოიყენოს ღრუბლოვანი დონის უსაფრთხოების მოქნილი პლატფორმების სიმძლავრე და მარტივად გააფართოვონ უსაფრთხოების არსებული მოწყობილობების სიმძლავრე ჰიპერმასშტაბირებად შესაძლებლობებამდე.
Check Point Maestro-ს საშუალებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ საჭიროებისამებრ მარტივად მოახდინონ არსებული Check Point Security Gateway-ის მასშტაბირება, ისევე როგორც ხდება მაგალითად ღრუბლებში სერვერული და გამოთვლითი რესურსის მასშტაბირება. Maestro - ეს არის შესაძლებლობა, განხორციელდეს მასშტაბირება 52 მოწყობილობამდე, კომპანიებისთვის დამატებითი მოქნილობისა და მზარდი გამტარუნარიანობისათვის (ტერაბიტი/წამში). აღნიშნული, თითქმის შეუზღუდავი მასშტაბურობა ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას შეინარჩუნონ მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე და 5G ქსელში მინიმუმამდე შეამცირონ შეფერხებები, აგრეთვე უზრუნველყონ ყველაზე მსხვილი და მოცულობითი რესურსის გარემოს უსაფრთხოება, ჰიპერმასშტაბირებადი ქსელის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების გათვალისწინებით.
Check Point Maestro გთავაზობთ ახალ მოწინავე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს:
- ჰიპერმასშტაბირებადი უსაფრთხოება - მომხმარებლებს შეუძლიათ არსებული, ნებისმიერი გამტარობის მქონე მოწყობილობის მასშტაბირება სურვილისამებრ, რაც 50-ჯერ ზრდის საწყის სიჩქარეს. აღნიშნული უზრუნველყოფს ჰიპერმასშტაბური უსაფრთხოების უწყვეტ გაფართოვებას და ამავე დროს იცავს ორგანიზაციის ინვესტიციებს.
- შეუფერხებელი მუშაობა ღრუბლოვან სივრცეში - Maestro არის უსაფრთხოების ერთადერთი, უნიფიცირებული სისტემა, რომელიც ორგანიზაციის ყველა განშლას სთავაზობს შეუფერხებელ მუშაობას ღრუბლოვან სივრცეში, ხოლო Check Point-ის HyperSyncTM უზრუნველყოფს ტელეკომუნიკაციური დონის გაფართოებულ კლასტერიზაციას და სრულ რეზერვირებას.
- ოპერატიული უპირატესობა - მას ინტუიტიურად მართავს Maestro Security Orchestrator, რომელიც აკონტროლებს ორგანიზაციის ყველა მოწყობილობას, როგორც უსაფრთხოების ერთიან სისტემას და მინიმუმამდე დაჰყავს მართვის ხარჯები.
დაგვიკავშირდით