რა არის Cisco DNA?
Cisco Digital Network Architecture (DNA) - ეს არის მაშტაბური, პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრული არქიტექტურა, რომელიც შექმნილია კორპორატიულ ქსელში მუშაობის გამარტივების მიზნით. აღნიშნული არქიტექტურის საფუძველში დევს კონცეფცია “ქსელი განზრახვებისათვის“(Intent Based Network).
ვისთვის არის განკუთვნილი Cisco DNA?
Cisco DNA წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებში: ჯანდაცვა, განათლება, მრეწველობა და სხვა. ის შესაფერისია თანამედროვე მცირე და საშუალობიზნესისათვის, რომელთაც სჭირდებათ:
- საიმედო და პროდუქტიული კორპორატიული ქსელი;
- დინამიკური ცვლილებები;
- ახალი სერვისების ოპერატიული დანერგვა.
უპირატესობები
- მომსახურების სწრაფი მიწოდების შედეგად ბიზნესის მოქნილობის გაზრდა;
- ხარჯების შემცირება და დროის ეკონომია;
- საფრთხეების აღმოჩენის უფრო მაღალი შანსი;
- ინოვაციებთან წვდომა;
- IT პროცესების ოპტიმიზაცია და აპლიკაციებთან ურთიერთქმედების გაუმჯობესება.
DNA არქიტექტურის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები
Cisco DNA გთავაზობთ ქსელური არქიტექტურის ახალ შესაძლებლობებს, რაც ამარტივებს ქსელის მახასიათებლებისა და სერვისების მართვას და დანერგვას. ასეთი ქსელური არქიტექტურა მაშტაბირდება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
ღრუბლოვანი სერვისები
Cisco DNA არქიტექტურა გთავაზობთ ქლაუდ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს სერვისების სწრაფ დანერგვას და მათ მაშტაბირებას. გადაწყვეტილება გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სერვისები Cisco-ს ქლაუდიდან, აგრეთვე უზრუნველყოფს სერვისებს მონაცემთა დამუშავების საკუთარი ცენტრის ბაზაზე.
უსაფრთხოება
Cisco DNA-ს კომპონენტებს ყველა დონეზე გააჩნიათ წვდომის კონტროლის და საფრთხეების აღმოჩენის რესურსები. Cisco DNA-ში გამოიყენება TrustSec & MacSec ტექნოლოგიების გადაწყვეტილებები, რომლებსაც ინფრასტრუქტურის, ავტომატიზაციის და ანალიტიკის დონეებზე აქვთ Cisco DNA მხარდაჭერა.
ავტომატიზაცია
Cisco DNA-ის კორპორატიულ ქსელურ არქიტექტურაში პროცესებისადმი ავტომატიზაციის მიდგომა იძლევა საშუალებას, კომპანიებმა იპოვონ ბალანსი ინფრასტრუქტურის სირთულესა და ექსპლუატაციის სიმარტივეს შორის. კონტროლერები ამარტივებენ ქსელთან მუშაობას და ქმნიან პოლიტიკის თანმიმდევრული აღსრულების პლატფორმას.
ანალიტიკა
პროცესების ავტომატიზაცია იძლევა კომპანიაში პროცესების გამარტივების და დაჩქარების საშუალებას. ამასთან საჭიროა სერვისების კონტროლის მაღალი დონე. DNA ანალიტიკის საშუალებები რეალურ დროში ახორციელებენ მდგომარეობის, ქცევის და ტენდენციების ანალიზს IT სერვისებისა და იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ სერვისებს.
ვირტუალიზაცია
NFV ქსელური ფუნქციების ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერით Cisco DNA ქსელურიფუნქციები გამოიყენება ნებისმიერ პლატფორმაზე და ინარჩუნებს აპარატული გადაწყვეტილებებისფუნქციონალურ შესაძლებლობებს.
დაგვიკავშირდით