REVIT – BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იძლევა ყველა არქიტექტურული პროექტის და მშენებლობასთან დაკავშირებული ამოცანების ერთიან გარემოში მოდელირების საშუალებას, რაც აუმჯობესებს პროექტების საერთო ეფექტურობას და რენტაბელურობას. Revit® უზრუნველყოფს ეფექტურობის ზრდას და სიზუსტეს პროექტირების მთელი ციკლის განმავლობაში - კონცეფტუალური პროექტირებიდან, ვიზუალიზაციიდან და ანალიზიდან დაწყებული, შესრულებით და მშენებლობით დამთავრებული.
- დაიწყეთ 3D მოდელირება მაღალი სიზუსტით და საიმედოობით;
- სართულების გეგმების, ფასადების და ჭრილების განახლება ხდება ავტომატურად, მოდელზე მუშაობის პერიოდში;
- Revit იძლევა რუტინული და განმეორებითი ამოცანების შესრულების ავტომატიზაციის საშუალებას, რის შედეგად თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება გააკეთოთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე.
შესაძლებლობები
პროგრამული უზრუნველყოფა შენობების ინფორმაციული მოდელირებისათვის
გენერატიული პროექტირება
შექმენით პროექტების ალტერნატიული ვარიანტები დასახული ამოცანის და ვადების გათვალისწინებით. მოდული ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისათვის, ვინც გამოიწერა AEC Collection subscription.
პარამეტრული კომპონენტები
პროექტების გადაწყვეტილებების და ფორმების დამზადების ღია გრაფიკული სისტემა, რაც არის საფუძველი Revit-ში შემუშავებული ყველა სამშენებლო კომპონენტისათვის.
პროექტზე ერთობლივი მუშაობა
ერთ პროექტზე, სხვადასხვა სფეროში მომუშავე მონაწილეებს შეუძლიათ ერთობლივად ისარგებლონ და შეინახონ მათი მონაცემები ცენტრალიზებულ საერთო ფაილში.
სპეციფიკაციები
პროექტის ელემენტებზე დაფუძნებული მოდელის წარმოდგენა ცხრილის სახით.
ურთიერთქმედება და IFC
Revit აკეთებს მონაცემთა იმპორტს, ექსპორტს და დაკავშირებას ხშირად გამოყენებადი ფორმატების საშუალებით, მათ შორის IFC4.
კონფიგურაცია
გააფართოვეთ Revit ფუნქციონალი Autodesk App Store-ში API ინტერფეისებთან, გარე გადაწყვეტილებებთან და კომპონენტების კრებულთან წვდომის ხარჯზე.
ანოტაცია
წარადგინეთ პროექტები უფრო ეფექტურად WYSIWYG რედაქტირების მხარდაჭერით და იმ ფუნქციებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ტექსტის ვიზუალიზაცია.
Dynamo for Revit
განათავსეთ და გაუკეთეთ ოპტიმიზაცია BIM სამუშაო პროცესებს პროგრამირების გრაფიკული ინტერფეისის საშუალებით ღია საწყისი კოდით, რომლის ინსტალირება ხდება Revit-თან ერთად.
გლობალური პარამეტრები
ახლა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი იდეა პროექტის საერთო პარამეტრების საშუალებით, როგორებიცაა რადიალური და დიამეტრული ზომები და თანასწორობაზე დამოკიდებულება.
სხვა შესაძლებლობები
არქიტექტურული პროექტირება
- კონცეპტუალური პროექტირების ინსტრუმენტები
- ანალიზი Insight-ის დახმარებით
- არქიტექტურული მოდელირება
- ღრუბლოვან წერტილებთან მუშაობის ინსტრუმენტები
- 3D პროექტის ვიზუალიზაცია
- მრავალსართულიანი კიბე
- ღრუბლოვანი ვიზუალიზაცია
საყრდენი კონსტრუქციების პროექტირება და შექმნა
- ფიზიკური და ანალიტიკური მოდელი
- მეტალოკონსქტრუქციების კონსტრუირება
- ანალიზთან ორმხრივი კავშირი
- Dynamo სამშენებლო კონსტრუქციების პროექტირებისათვის
- კავშირი მეტალოკონსტრუქციების წარმოებასთან
საინჟინრო სისტემების პროექტირება და დამზადება
- HVAC დოკუმენტაციის პროექტირება და შემუშავება
- ელექტრო სისტემების პროექტირება და დოკუმენტაციის შემუშავება
- სანტექნიკური სისტემების დაპროექტება და დოკუმენტაციის შემუშავება
- MEP მწარმოებლის მონაცემთა ბაზის დეტალიზაცია
- Insight ინტეგრაცია
- მწარმოებლის მონაცემთა ბაზის გარდაქმნა
- მწარმოებლისათვის საჭირო დოკუმენტაცია
მშენებლობა
- სამშენებლო მოდელირება
- სამშენებლო სამუშაოების კოორდინაცია
- Navisworks-თან ურთიერთქმედება
- 2D ფაილების იმპორტი და ექსპორტი
- ტექნოლოგიური მშენებლობის უზრუნველყოფის დეტალიზაცია
- სამშენებლო კონსტრუქციის წარმოება
ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ