WSS Docs - დოკუმენტების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც შექმნილია MS SharePoint-ის ბაზაზე.
WSS Docs მუშაობს SharePoint-ის შემდეგ რედაქციებზე:
- SharePoint Server 2007
- SharePoint Server 2010
- SharePoint Foundation 2010 (SharePoint 2010 უფასო ვერსია)
- SharePoint Server 2013
- SharePoint Foundation 2013 (SharePoint 2010 უფასო ვერსია)
- SharePoint Server 2016
WSS Docs სისტემაში შედის შემდეგი პროცესები:
საქმისწარმოება - შემოსული დეკუმენტები, გასული დოკუმენტები, შიდა დოკუმენტები (ბრძანებები, განკარგულებები, ნორმატიული დოკუმენტები);
ხელშეკრულებების მენეჯმენტი - კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების კონტროლი, გახანგრძლივების კონტროლი, თანმდევი დოკუმენტების შეთანხმება (დანართები, პროტოკოლები და სხვ.);
განკარგულებების მართვა - დოკუმენტთან დაკავშირებული და დამოუკიდებელი განკარგულებები, განკარგულებების შესრულების კონტროლი, იერარქიული სტრუქტურა, რეპორტები;
თათბირების გამართვა - შეხვედრების გამართვა, ხმის მიცემა და გადაწყვეტილების მიღება, თათბირების პროტოკოლის შექმნა შაბლონის მიხედვით, განკარგულებების მართვა;
ელექტრონული არქივი - თანმიმდევრული სკანირება და შტრიხ-კოდირება, დოკუმენტების პაკეტის თავდაპირველი შემოწმება, დოკუმენტების მრავალფუნქციური ძებნა;
განცხადებები - ლოჯისტიკის მოთხოვნები, კადრების განყოფილების განცხადებები (შვებულება, მივლინება, Dayy off, პრემიები), სხვა (საკანცელარიო ნივთები, კურიერი, სავიზიტო ბარათები და სხვ.).
WSS Docs-ის ძირითადი უპირატესობები ბიზნესისათვის:
ბიზნეს პროცესების გამჭვირვალობა (ორგანიზაციის საქმისწარმოება ხდება აბსოლუტურად კონტროლირებადი და გამჭვირვალე);
საიმედოობის და კონფიდენციალური ინფორმაციის დონის გაზრდა (დოკუმენტები ინახება ელექტრონული სახით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საიმედოობას);
დისციპლინის დონის ამაღლება (სისტემა უზრუნველყოფს ხელმძღვანელებისათვის სამუშაოების ყველა ტიპის სრულ კონტროლს, რაც დისციპლინის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს);
ხელმძღვანელების და თანამშრომლების დროის ეკონომია (სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დოკუმენტებთან მუშაობის დროს);
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება (საწარმოში ინოვაციების დანერგვა იწვევს თანამშრომელთა კვალიფიკაციის საერთო ამაღლებას);
დოკუმენტებთან კოლექტიური მუშაობა (დოკუმენტების მართვის ავტომატიზაცია იძლევა ერთ ფაილთან ერთდროულად რამდენიმე მომხმარებლის მუშაობის საშუალებას, აგრეთვე შეუძლიათ განახორციელონ ძებნა დოკუმენტების მონაცემთა საერთო ბაზაში).
WSS Docs-ის კონკურენტული უპირატესობები:
- დამუშავებულია ყოველი დეტალი, დოკუმენტის შესახებ სრული ინფორმაცია და ყველა ქმედება ინახება ერთ ეკრანზე);
- სისტემას შეუძლია 50 მლნ. დოკუმენტის შენახვა და დამუშავება, სისტემის ინტერფეისის რეაგირების დრო - 1,5 წმ-მდე, ძებნის და ფილტრის დრო - 3-5 წმ;
- პრაქტიკულად ნებისმიერ ფუნქციონალს შეუძლია კონფიგურაცია პროგრამირების გამოყენების გარეშე.