Earlyone გადაწყვეტილება
Earlyone - ეს არის რიგების მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მომხმარებელთა ლოდინის დრო, აგრეთვე თვალყური ადევნოთ მათი მომსახურების პროცესებს, გაზარდოთ ეფექტურობა და გაყიდვები.
ინოვაციური მიდგომა და მომხმარებლის მომსახურეობა:
- მომხმარებლის ნაკადის ეფექტური მართვა;
- მომსახურე პერსონალის პროდუქტიულობის ამაღლება და რესურსების ეფექტურად განაწილება;
- მომხმარებლის მომსახურეობის ხარისხის გაზრდა.
შედეგი, რომელიც მოაქვს Earlyone-ს:
- ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
- მომხმარებლის ლოიალურობის გაზრდა;
- გაყიდვების გაზრდა და ხარჯების ოპტიმიზაცია.
Earlyone სისტემა შეიცავს რიგების მართვის Microsoft Azure-ს უახლეს ტექნოლოგიებს.
Microsoft Azure გამოყენების უპირატესობა:
- სწრაფი რეალიზაცია
- ნებისმიერი მოწყობილობების თავსებადობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
- ადვილი დაშვება
- ბაზების უსაფრთხოება
Earlyone არ ითხოვს და არ ინახავს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას.
ონლაინ მონიტორინგის ინსტრუმენტი ყველა ფილიალის მიხედვით
ონლაინ მონიტორინგი საშუალებას აძლევს კომპანიის ხელმძღვანელებს გააკონტროლონ მომსახურეობის მთელი პროცესი, სამუშაო დღის დასაწყისიდან მის დასრულებამდე.
კომპანიის ხელმძღვანელობას შეუძლია:
- დაინახოს ფილიალების დატვირთვის დონე;
- მიიღოს შეტყობინება ნორმატიული მომსახურეობის დარღვევების შესახებ
- ყოველდღიურად აკონტროლოს ყველა თანამშრომლის ეფექტურობა
ანგარიშები
პროგრამული უზრუნველყოფა გაძლევთ საშუალებას დააგენერიროთ შემდეგი სახის ანგარიშები:
თანამშრომლის სამუშაო დროის სტრუქტურა
ეს ანგარიში ყოველდღიურად გაჩვენებთ თანამშრომლის შრომის სტრუქტურას: რა დრო დახარჯა თანამშრომელმა მომსახურეობის პროცესში, მომხმარებლის ლოდინის დროს, უმოქმედობის, შესვენების და სისტემის გარეთ ყოფნისას.
თანამშრომლის მიხედვით მომსახურეობის საშუალო დრო
ეს ანგარიში გაჩვენებთ შედეგების რაოდენობას, საშუალო და სრული მომსახურეობის პროცესის ხანგრძლივობას ყოველ მომსახურეობაზე და ყოველ თანამშრომელზე.
თანამშრომლის საშუალო მაჩვენებელი
ეს ანგარიში აჩვენებს ბილეთების მომსახურეობის რაოდენობას და მომსახურეობის ტიპს, აგრეთვე მომსახურეობის, შესვენების და ლოდინის ხანგრძლივობას.
თანამშრომლის ეფექტურობა და მუშაობის ხარისხი
ეს ანგარიში აჩვენებს დანიშნული საკვანძო ინდიკატორებისგან გადახვევას, ასევე სერვისების საერთო რაოდენობას, რომლებიც წარდგენილი იქნება ნებისმიერი დანიშნული დროის ინტერვალისას.
ყოველდღიური ბილეთები
ამ ანგარიშის მიხედვით დაინახავთ დაბეჭდილი, მომსახურებული და გაუქმებული ბილეთების პროცენტულ მაჩვენებელს.
Earlyone-ს მობილური აპლიკაცია
Earlyone საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაჯავშნოს კომპანიაში რიგი წინასწარ და მიიღოს მომსახურეობა მისთვის სასურველ დროს, ლოდინის გარეშე.
აპლიკაცია უფასოა Earlyone სისტემის მქონე ყველა კომპანიისათვის და მისი მომხმარებლისათვის.
მობილური აპლიკაციის გამოყენება საშუალებას მოგცემთ:
- დაზოგოთ მომხმარებელთა დრო;
- აამაღლოთ მათი ლოიალობა კომპანიის მიმართ;
- მობილური აპლიკაცია თავსებადია თქვენ საკუთარ მობილურ აპლიკაციასთან ან ვებ-გვერდთან.
მომხმარებელთა უკუკავშირის მობილური ინსტრუმენტი
ჩაშენებული მობილური ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ ობიექტური უკუკავშირი მომსახურების ხარისხის შესახებ მომხმარებლებისგან, მობილური პლატფორმის საშუალებით სერვისის დასრულებისთანავე.
ინსტრუმენტის საშუალებით თქვენ შეძლებთ:
- მომხმარებელთა კმაყოფილების და ლოიალობის გაზრდა;
- მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზების დადგენა;
- მიღებული მონაცემების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
უკუკავშირის ხელმისაწვდომი ვარიანტები
მომხმარებელთა ლოიალობის ინდექსი (NPS)
- ზომავს მომხმარებელთა ლოიალობას ეკითხება რა მომხმარებელს, თუ რამდენად სურს მას რეკომენდაცია გაუწიოს პროდუქტს ან მომსახურებას;
- შესაძლოა მოჰყვეს ღია ტიპის კითხვა იმის დასადგენად, თუ რატომ მოხდა კონკრეტული შეფასება.
მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი (CSAT)
- ზომავს მომხმარებელთა ლოიალობას ეკითხება რა მომხმარებელს, თუ რამდენად სურს მას რეკომენდაცია გაუწიოს პროდუქტს ან მომსახურებას;
- შესაძლოა მოჰყვეს ღია ტიპის კითხვა იმის დასადგენად, თუ რატომ მოხდა კონკრეტული შეფასება.
ღია კითხვა
- ისმევა მომხმარებლის აზრის გასაგებად;
- იძლევა უნიკალური პასუხის მიღების საშუალებას, არ შემოიფარგლება წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით.
ნაკადების მართვის სისტემასთან ინტეგრაცია
Earlyone-ის მომხმარებელთა ნაკადების სისტემასთან ინტეგრაცია უზრუნველყოფს მოქნილობას გამოკითხვის ჩვენებისას და მომხმარებელთა უკუკავშირების უფრო ღრმა შესწავლას.
მოქნილობა კითხვარების ჩვენებისას
გამოკითხვა შეიძლება გააქტიურდეს მომსახურების პროცესში ან მომსახურების გაწევის შემდგომ
მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი
თითოეული გამოკითხული მონაწილისგან თქვენ მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
- მომსახურე პერსონალი;
- ლოდინის დრო;
- მიღებული მომსახურება.
Noventiq Georgia არის Earlyone-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.
დაგვიკავშირდით