იმერსიული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას მომხმარებელს შევუქმნათ ვირტუალური სამყარო ან ვირტუალური სამყაროს და რეალობის მიქსი. რასაკვირველია, იმერსიულ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს გართობის სფეროში, მაგრამ უფრო მეტი მომავალი აქვს განათლებაში და მედიცინაში. აღნიშნულ სფეროებს მოყვება არქიტექტურა, ინჟინერია, მშენებლობა, დიზაინი და საცალო ვაჭრობა.