კომპანია „Noventiq საქართველო“ 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და პირველივე დღიდან არის კომპანია DELL-ის პარტნიორი. „Noventiq საქართველო“-ს სტატუსი DELL-ის მიმართულებით ყოველწლიურად იცვლებოდა, სულ უფრო და უფრო მაღალი დონის პარტნიორი ვხდებოდით და დღეს 2020 წლისთვის მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია საქართველოს ბაზარზე, ყველაზე მაღალი დონის სტატუსი TITANIUM.
#partnertalks ბლოგში სტუმრად გვყავს ირინა ვოლკ, General Manager Ukraine & West CIS, Dell Technologies. ბლოგს უძღვება „Noventiq საქართველო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი თათარაშვილი.
ირინა, მოგვიყევით თქვენს და კომპანია Dell Technologies-ის შესახებ. როდის დაიწყეთ მუშაობა Dell Technologies-ში? რა არის კომპანიის მუშაობის ძირითადი მიმართულებები?
თავდაპირველად მსურს მოგიყვეთ, რას წარმოადგენს კომპანია Dell Technologies დღეს. უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანიაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, რომლებმაც გავლენა იქონიეს ჩვენ საბაზრო შეთავაზებებზე და კონკურენტული პოზიციონირების არსზე. ამჟამად Dell Technologies გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ მოწყობილობებს და ტექნოლოგიებს. ჩვენი გადაწყვეტილებების პორტფოლიო სრულად მოიცავს IT ინფრასტრუქტურას: დაწყებული ნოუთბუქებიდან და მონიტორებიდან, დამთავრებული მონაცემთა დამუშავების ცენტრების და ქლაუდის მართვის მოწყობილობებით. გლობალური თვალსაზრისით - ეს არის ციფრული მომავლის, IT ინფრასტრუქტურის, ეფექტური გამოყენებისა და მონაცემთა დაცვის მიღწევა მოახლოვებულ მონაცემთა ეპოქაში.
უკვე ორი წელია, რაც მე ვხელმძღვანელობ კომპანია Dell-ის ოფისს რეგიონში. თქვენ მართალი ბრძანდებით, საქართველოსთან მაკავშირებს არა მხოლოდ Dell-ში მუშაობის გამოცდილება. მე ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს ბაზარს და ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა. საქართველო გამორჩეულია კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველოს ბაზარი თვალსაჩინოა თავისი ინტელექტუალური პოტენციალით, სპეციალისტების დონით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების სითამამით. საქართველო მიმზიდველია IT ვენდორებისათვის რთული და საინტერესო პროექტების კომპლექსური რეალიზაციის შესაძლებლობების წყალობით.
საქართველოს ბაზარზე თქვენ მუშაობდით კომპანია Dell-მდეც. საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია წინა წლებთან შედარებით?
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად განვითებული არიან ქართველი მომხმარებლები თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ კონკრეტულად საქართველოს ბაზრის «best case» რეფერენსებს, რადგანაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის რიგი პროექტები პირველად განხორციელდა საქართველოში. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ბაზრის განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით, ვინაიდან მუდმივი განვითარების და სტრესების ხანაში ზუსტად ტექნოლოგიები არის გადარჩენის და წინსვლის ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში როგორც კომერციული, ისე სახელმწიფო სექტორი აჩვენებს მოდერნიზაციის და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების დიდ მზაობას.
კომპანია Dell Technologies ყოველთვის იყო „Noventiq საქართველო“-ს სტრატეგიული პარტნიორი - ამჟამად ჩვენ გვაქვს Titanium სტატუსი ერთობლივად განხორციელებული მრავალი პროექტის წყალობით. რას იტყოდით Dell-ისა და „Noventiq საქართველო“-ს პარტნიორობის შესახებ? როგორ შეაფასებთ კომპანიის წვლილს საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე?
ჩვენთვის კომპანია „Noventiq“ გახლავთ მნიშვნელოვანი მულტირეგიონალური პარტნიორი და Titanium სტატუსი საქართველოსთვის არის ლოკალური ოფისის ბიზნესის წარმატებული დინამიკის შედეგი. „Noventiq საქართველო“-ს გუნდთან ახლო თანამშრომლობა გახლდათ საკმაოდ რთული და კომპლექსური პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ბაზრის პოტენციალის რეალიზება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს კომპანია „Noventiq საქართველო“-სთან წარმატებული პროექტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ბოლო თვეები იყო სერიოზული გამოცდა ბიზნესისათვის მსოფლიოს მაშტაბით. ბაზრის შენარჩუნების აუცილებლობის გამო ბიზნესის მფლობელები დაჟინებით ეძებდნენ და კვლავ აგრძელებენ პერსონალის უსაფრთხო დისტანციური მუშაობის ორგანიზების ეფექტურ გზების ძიებას. Dell-ის რომელი პროდუქტები არის ახლა აქტუალური ქართული ბაზრისათვის?
ეფექტური დისტანციური მუშაობის ორგანიზება - Dell Technologies-ის შეუცვლელი პრიორიტეტია, ამიტომაც ჩვენ თამამად შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ ჩვენი გადაწყვეტილებების პორტფოლიოდან დისტანციური მუშაობის ნებისმიერ პროდუქტს. საუბარი არ არის მხოლოდ ჩვენი შესანიშნავი ნოუთბუქების ფართო არჩევანზე. რადგანაც დისტანციური სამუშაო ადგილი გულისხმობს IT ინფრასტრუქტურის მომზადებას, ვირტუალური ინტერფეისის უზრუნველყოფას და მომხმარებლის უსაფრთხოებას ბიზნეს პროცესების და სამუშაო აპლიკაციების გამოყენების დროს.მედალს ორი მხარე აქვს. პანდემიის კრისიზმა გააძლიერა ტრენდები, რომლებიც მიმართულნი არიან ეფექტური სამუშაო ადგილის ორგანიზებისკენ.
რას უსურვებთ „Noventiq საქართველო“-ს გუნდს?
მე მსურს გისურვოთ ზრდა და განვითარება. თუ ზრდა იზომება ციფრებში, განვითარება უფრო ხარისხს ეხება. მხოლოდ ზრდას და განვითარებას ერთობლივად შეუძლია უზრუნველყონ კომპანიის მდგრადობა და მომავლის იმედი გლობალური ცვლილებების ფონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ვუსურვებ კომპანიას ექსპერტიზის ინვესტირების გაგრძელებას, ტექნოლოგიური და საპროექტო პორტფოლიოს განვითარებას, პარტნიორებთან მუშაობის პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვას და თავდაჯერებულობას.