Noventiq არის გლობალური კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიო IT ბაზარზე 50-ზე მეტ ქვეყანაში და დაახლოებით 100 ქალაქში. კომპანია 25 წელზე მეტია იკავებს მოწინავე პოზიციებს ბიზნესის კიბერუსაფრთხოების და ციფრული ტრანსფორმაციის მარათონში, დაახლოებით 6000 თანამშრომლით და 2020 წლის მონაცემებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის წლიური ბრუნვით.
„Noventiq საქართველო“ გახლავთ კომპანია Noventiq-ის აღმოსავლეთ ევროპის ოფისის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე. კომპანია საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან.
2020 წლიდან „Noventiq საქართველო“ კომპანია Check Point Software Technologies LTD-ში ფლობს 4 ვარსკვლავის პარტნიორულ სტატუსს და 2018 წლიდან დღემდე გადადგმული აქვს დიდი ნაბიჯები ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. „Noventiq საქართველო“-ს Check Point პარტნიორული სტატუსით განხორციელებული აქვს სხვადასხვა სირთულის პროექტი, როგორც სახელმწიფო სექტორში, ასევე კომერციულ ორგანიზაციებში. თუმცა მნიშვნელოვანია ასევე სათანადო ყურადღების ქვეშ მოხვდეს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციები.
Check Point Software Technologies Ltd. არის კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების წამყვანი მწარმოებელი და მისი გადაწყვეტილებები იცავს ორგანიზაციების ღრუბლოვან, ქსელურ და მობილურ მოწყობილობებს მე-5 თაობის კიბერშეტევებისგან. Check Point უზრუნველყოფს ორგანიზაციებს ყველაზე სრულყოფილი და ინტუიციური უსაფრთხოების მართვის სისტემით. Check Point იცავს ყველა სახის და სიდიდის 100 000-ზე მეტ ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში.
Covid-19 პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიო არა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, არამედ გლობალურ ჭრილშიც. ბიზნესმა წარმოგვიდგინა სრულიად ახალი ხედვა და პროცესების მართვის ახალი გზები. პანდემიის დასრულების შემდგომ მათი სრული უმრავლესობა შეინარჩუნებს არჩეულ გეზს.
ბიზნეს პროცესების თითქმის 100% გადავიდა დისტანციური წვდომის რეჟიმზე, რამაც თავის მხრივ საჭირო გახადა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების დაჩქარება და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, მობილური და დისტანციური წვდომის მოწინავე გადაწყვეტილებების დამსახურებით, ერთი შეხედვით ეს პროცესი წარმოადგენს მარტივ ამოცანას. სკეპტიკოსების აზრით, ამ პროცესების გამართულად ფუნქციონირება ასეთ რეჟიმში შეუძლებილი იყო. თუმცა ეს ყველაფერი თითქოს და „მარტივად“ განხორციელებადი გახდა, გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები, რამაც ასევე განაპირობა ახალი ფასეულობების შექმნა და ბიზნესის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა და მისი ეფექტურობის და პროდუქტიულობის გაზრდა.
ერთი შეხედვით ამ ლამაზ ზღაპარში ყველაფერი კარგად არის, ყველა ბედნიერია და ცა თითქოს მოწმენდილია. თუმცა არ არსებობს ზღაპარი ბოროტი ურჩხულების გარეშე. ვიტყოდი, რომ მათ გარეშე ზღაპარი უინტერესო იქნებოდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ეს გვაყენებს სერიოზული პრობლემების წინაშე.
რაც უფრო სწრაფად დიჯიტალიზირდება ბიზნესი და ვითარდება ტექნოლოგიები, მით უფრო სწრაფად იზრდება ინტერესი და საფრთხე კიბერკრიმინალების მხრიდან. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მათ უპირველეს სამიზნეს წარმოადგენს ბიზნესის ყველაზე დაუცველი ნაწილი - მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციები. გლობალურ ბიზნეს სივრცეში მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციები ყოველწლიურად 110 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს კარგავენ და ამ ყველაფრის თითქმის მეოთხედს იწვევს ელემენტარული დაუდევრობა.
საქართველოში, SMB სექტორში ნაკლებად ექცევა ყურადღება კიბერ უსაფრთხოებას. არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციის და ბიზნესის მდგომარეობის გარდა, ეს განპირობებულია რიგი მიზეზებით და მათ შორისაა დაბალი ბიუჯეტი, მმართველი რგოლის ინტერესის ნაკლებობა უსაფრთხოებისადმი და არც თუ ისეთ იშვიათ შემთხვევაში, არაკვალიფიციური პერსონალი.
კომპანია „Noventiq საქართველო“ ფლობს ექსპერტიზის და კომპეტენტური სპეციალისტების რესურსებს და აქტიურად ეხმარება SMB სექტორს კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილში. თავის მხრივ, კომპანია Check Point-ს წარმოდგენილი აქვს რიგი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან უსაფთხოებას და ბიზნეს პროცესების უწყვეტობას დაბალი ბიუჯეტის შემთხვევაშიც კი.
რა არის Check Point Infinity Architecture?
Check Point Infinity არის პირველი მოწინავე, კონსოლიდირებული კიბერუსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც აგებულია თანამედროვე სოფისტიკური შეტევების თავიდან ასაცილებლად, კორპორატიულ ქსელში, ღრუბლებში, საბოლოო წერტილებზე, მობილურ და IoT მოწყობილობებზე. მსოფლიოში უდიდესი საფრთხეების სადაზვერვო ქსელის წყალობით, Infinity-Vision ცენტრალურად მართავს Infinity არქიტექტურას შეტევების ეფექტურად მოსაგერიებლად რეალურ დროში, მინიმუმამდე დაყავს უსაფრთხოების ხარვეზები, ამცირებს რისკს და მაქსიმალურად ზრდის საკუთრების ღირებულებას.
ThreatCloud მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი სენსორის საშუალებით დაგროვებული საფრთხეების სადაზვერვო მონაცემებს გარდაქმნის უსაფრთხოების პროაქტიულ დაცვაში Infinity არქიტექტურის მასშტაბით.
Infinity არქიტექტურაში წარმოდგენილია სამი ძირითადი მიმართულება:
პირველი არის - Check Point Quantum, რომელიც იცავს ორგანიზაციის კორპორატიულ ქსელს სოფისტიკური კიბერშეტევებისგან, უსაფრთხოების უმაღლესი კალიბრით, რეალურ დროში პრევენციით და მსოფლიოში ყველაზე მაღალ ეფექტიანი უსაფრთხოების გადაწყვეტილებით. Check Point Quantum Next Generation™ აერთიანებს SandBlast საფრთხეების პრევენციას, ჰიპერმასშტაბირებად ქსელს, უნიფიცირებული მართვის პლატფორმას, VPN დისტანციურ წვდომას და IoT უსაფრთხოებას.
Check Point Quantum-ს ასევე წარმოდგენილი აქვს Check Point Quantum Spark. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის განკუთვნილი Quantum Spark Next Generation Firewalls აღჭურვილია საუკეთესო კლასის საფრთხის პრევენციის მექანიზმით, მისი იმპლემენტაციის და მართვის სირთულე დაყვანილია მინიმუმამდე. ასევე All-in-One პრინციპით უზრუნველყოფილია კავშირის და უსაფრთხოების ინტეგრაცია უსაფრთხოების ერთ უნიფიცირებულ გადაწყვეტილებაში. ამ გადაწყვეტილების მართვა შესაძლებელია მარტივად ვებ პორტალის ან/და მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
Check Point Quantum Spark გვთავაზობს 2 Gbps-მდე ე.წ. Threat Prevention გამტარუნარიან მოწყობილობებს. Out-of-box Zero Touch ინსტალაციის და Wi-Fi, GbE, VDSL და 4G LTE კავშირის შესაძლებლობით. ეს გადაწყვეტილება მორგებადია ნებისმიერი ტიპის მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რათა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები და უზრუნველყოფილ იქნას სრული უსაფრთხოება. ამის პარალელურად ის ქმნის ფასეულობას ორგანიზაციისათვის, მაღალი ეფექტურობით და მცირე დანახარჯებით, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს ბიზნეს პროცესებზე გრძელვადიან პერიოდში.
ციფრული ტრანსფორმაცია არის ბიზნესის და დაინტერესებული პირების კრიტიკული მოთხოვნა. განსაკუთრებით SMB სექტორისთვის, ციფრული ტრანსფორმაციისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება ღრუბლოვანი ტექნოლოგიებია. სულ უფრო და უფრო მეტი ბიზნეს პროცესი გადადის ღრუბლებში, მისი მაღალი ხელმისაწვდომობის და სანდოობიდან გამომდინარე. Pay as you go პრინციპი მიმზიდველია ნებისმიერი ზომის და ტიპის ორგანიზაციისთვის და კიდევ უფრო მიმზიდველია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის. თუმცა პროცესების ღრუბლებში გადატანის შემდგომ იმის წარმოდგენა, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილია, რა თქმა უნდა მცდარია. მცდარ მოლოდინებს აჩენს ამავე ღრუბლებში არსებული, დამატებით ბენეფიტად მიღებული სტანდარტული უსაფრთხოების ინსტრუმენტები.
მეორე მიმართულება Infinity არქიტექტურაში არის Check Point CloudGuard, რომელიც უზრუნველყოფს ღრუბლების ერთიან, უნიფიცირებულ უსაფრთხოებას ჩვენი აქტივების და ბიზნეს პროცესებისათვის. ეს ყველაფერი ზრდის ნდობას უსაფრთხოების ავტომატიზაციისადმი, საფრთხეების პრევენციის და ბიზნეს პროცესების უწყვეტობისთვის.
ღრუბლოვანი უსაფრთხოების უნიფიცირებული პლატფორმა ახდენს უსაფრთხოების ავტომატიზაციას ნებისმიერი მასშტაბით. ის უზრუნველყოფს მოწინავე საფრთხეების პრევენციას და გვაძლევს ხილვადობის და კონტროლის მაქსიმალიზაციის შესაძლებლობას. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ სრულფასოვნად დავინახოთ რა ხდება ჩვენს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში.
რატომ CloudGuard გადაწყვეტილება SMB სექტორში? მიზეზი ბევრია, თუმცა შესაძლებელია გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები:
- არ მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურულ რესურსებს და ხარჯებს ამ ინფრასტრუქტურის ფუნქციონალურობის შესანარჩუნებლად;
- ჩვენ ვიღებთ უსაფრთხოებას ღრუბლებში, რომელიც სხვა კორპორაციული ზომის ორგანიზაციებისათვის არსებული გადაწყვეტილებების ანალოგიურია;
- მიიღწევა მაღალი ეფექტურობა და პროდუქტიულობა, მინიმალური დანახარჯებით, ცვეთის და მწყობრიდან გამოსვლის რისკების გარეშე.
მესამე მიმართულებას Infinity არქიტექტურაში არის Checkpoint Harmony, ღრუბლოვანი ელ. ფოსტის, მობილური და ბოლო წერტილების უსაფრთხოების გადაწყვეტილება.
დღევანდელი ჰიპერ-განაწილებული სამუშაო სივრცის დაცვა მოითხოვს უსასრულო უსაფრთხოების ფუნქციებს მომხმარებლის მოწყობილობებში, პროგრამებსა და ქსელებში. თუმცა, წერტილოვანი გადაწყვეტილებების გაერთიანება ხშირად ტოვებს უსაფრთხოების ხარვეზებს და ქმნის კომპლექსურ, რთულ ინფრასტრუქტურას, რომლის მართვა და მაშტაბირება ძნელია. Harmony გვთავაზობს ალტერნატივას, რომელიც დაზოგავს ჩვენს ხარჯებს, შეამცირებს ხარვეზებს და გაზრდის უსაფრთხოებას.
სრული დაცვისათვის Harmony აერთიანებს ღრუბლოვანი უსაფრთხოების 6 პროდუქტს - ბოლო წერტილების უსაფრთხოება, ღრუბლოვანი ქსელური უსაფრთხოება(SASE), Zero Trust წვდომა, Email & Office უსაფრთხოება, უსაფრთხო ბრაუზინგი და მობილური უსაფრთხოება. Harmony აერთიანებს უსაფრთხოების ექვს პროდუქტს და უზრუნველყოფს მრავალფენიან დაცვას დისტანციური მომხმარებლებისთვის ცნობილი და ნულოვანი დღის თავდასხმებისგან და საფრთხის ყველა ვექტორისგან. ის იცავს მომხმარებლებს იმისდა მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ ისინი, მოწყობილობებს, რომლებსაც ისინი იყენებენ (კომპანიის საკუთრებაში არსებული/BYOD/მობილური/კომპიუტერი/ტაბლეტი) და პროგრამებს, მათ შორის ინტერნეტს, SaaS პროგრამებს, დატა ცენტრებში ან ფაბლიქ ქლაუდზე არსებულ კორპორატიულ პროგრამებს.
შემაჯამებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ორგანიზაციის ინფორმაციული აქტივების უსაფრთხოება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის აღარ წარმოადგენს შეუსრულებელ ან ძნელად შესრულებად ამოცანას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის კომპეტენციის ნაკლებობას, რომელ პრობლემასაც აუთსორს მომსახურება მარტივად და უმტკივნეულოდ აგვარებს, შესაძლებელია უსაფრთხოების მაქსიმალური დონის მიღწევა მინიმალური დანახარჯებით. დამატებითი ფასეულობების შექმნა, უსაფრთხოების რისკების შემცირების, ბიზნეს პროცესების უწყვეტობის და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის გზით, რაც არის ორგანიზაციის განვითარების და ზრდის გარანტია. ბიზნესის ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნები რესურსებზე. Check Point გადაწყვეტილებები მოქნილი და მარტივად მაშტაბირებადია, რაც იძლევა საშუალებას მივიღოთ უსაფრთხოება იმ დანახარჯების ფარგლებში, რასაც მოითხოვს უშუალოდ ბიზნეს პროცესები, ხოლო მომავალში, კომპანიის ზრდის პარალელურად, მარტივად, Cost Effective გამოყენებით მოვახდინოთ მაშტაბირება უწყვეტობა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.