ციფრული მარკეტინგის ტრენდები
არსებობს ორი ძირითადი ტრენდი, რომელსაც მისდევს ციფრული მარკეტინგი - პერსონალიზაცია და ერთიანი პლატფორმა. რაც უფრო კარგად იცნობთ თქვენს მომხმარებელს, მით უფრო ეფექტურად შეძლებთ მისთვის ინფორმაციის მიწოდებას. რეკლამირებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია, როდესაც მყიდველი ღებულობს ინფორმაციას საჭირო დროს, საჭირო ადგილას და რაც შეიძლება ბევრჯერ.
ხშირად მომხმარებლები იწყებენ შესყიდვას ერთ, ხოლო ასრულებენ მეორე მოწყობილობაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირება ყველა შესაძლო არხიდან. ყიდვის შესახებ ფიქრი უნდა მიმდინარეობდეს შეუფერხებლად ონლაინ ფორმატიდან ოფლაინში და პირიქით. აქედან გამომდინარე, მესამე ტრენდი იჩენს თავს - სხვა ციფრული მარკეტინგული ინსტრუმენტების ვებ-გვერდების სტაბილური და გამართული მუშაობა. თანამედროვე მომხმარებლები მზად არიან ელოდონ გადატვირთვებს ვებ-გვერდებზე არაუმეტეს 3 წამისა და ყოველ დამატებულ წამზე, კონვერტაციის 7% იკარგება.
მაღალტექნოლოგიური დონის მოწყობილობების გარდა, საჭიროა მომსახურების ხარისხიც. მაგალითად, ონლაინ და ოფლაინ ფორმატში მომუშავე კომპანიამ უნდა აკონტროლოს, რომ გამოცხადებული ფასდაკლებები მოქმედებდეს როგორც ბანერებზე, ასევე რეალობაშიც, ფასები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს და საქონლის რაოდენობა ოპერატიულად უნდა მოწმდებოდეს. ეს არის ის მცირედი რამ, რაც უზარმაზარ გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე და გაყიდვების მოცულობაზე.
ციფრული მარკეტინგის ფორმები:
ციფრული მარკეტინგი - ეს არის ბრენდების პოპულარიზაცია ინტერნეტის და ციფრული კომუნიკაციების სხვა ფორმების საშუალებით. არსებობს ისეთი კლასიკური მეთოდები, როგორიცაა SEO ოპტიმიზაცია, კონტექსტური რეკლამა, E-mail მარკეტინგი, ყველაზე პოპულარული პლატფორმები Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube. მოდით უფრო ახლოს განვიხილოთ ციფრული მარკეტინგის ის ფორმები, რომლებიც დღეს ხდება პოპულარული.
ბლოკჩეინ პლატფორმა
ბლოკჩეინ პლატფორმა - ლოიალობის მართვის ახალი ინსტრუმენტი. პირადი ანგარიში, რომელიც აერთიანებს ბონუსებს და ფასდაკლებებს ყველა ონლაინ საცალო მოვაჭრისგან, რომლებთანაც მომხმარებელი ურთიერთქმედებს. ცოტას თუ ახსოვს, რამდენი ვირტუალური ქულა აქვს დაგროვილი ტანსაცმლის მაღაზიაში და ზუსტად თუ ახსოვს, რა ფასდაკლება ვრცელდება პროდუქტებზე. გარდა ამისა, ადამიანებს იშვიათად აქვთ შემთხვევითი ლოიალური პროგრამების იმედი. ხშირად ისინი იგებენ მათთვის კუთვნილ ფასდაკლებაზე უკვე შესყიდვის შემდეგ. ეს გამოწვეულია სხვადასხვა მაღაზიების, პირობების დიდი რაოდენობის და დროის და/ან სურვილის არარსებობის გამო.
ბლოკჩეინ პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ ყველა ინფორმაცია ერთ ადგილას და გაუმარტივოთ მყიდველებს ლოიალობის პროგრამებთან ურთიერთქმედება. იგი არის კონსტრუქციული წინადადება, რომლის გაცხრილვა შესაძლებელია საჭირო პოზიციების მიხედვით. ასეთი შინაარსი შეიძლება გახდეს ნამდვილი საგანძური, ამიტომ პლატფორმის უსაფრთხოების სისტემა აგებულია Blockchain ტენოლოგიების საფუძველზე.
ციფრული აბრები
ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტექნოლოგია რეკლამაში. Digital Signage - ეს არის ციფრული ეკრანები საცალო სავაჭრო დარბაზებში ან საზოგადოებრივ ადგილებში. მათი საშუალებით შესაძლებელია მომხმარებელთა დიდი ნაკადის ინფორმირება, ბრენდების პოპულარიზაცია, სარეკლამო შეტყობინებების ტრანსლირება, აგრეთვე მათი ცვლა სიტუაციის შესაბამისად და მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღების მართვა.
ადრე ის უბრალოდ წარმოადგენდა აბრას, ახლა კი მომხმარებლებთან ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებაა. შემოთავაზებულია ფასდაკლებები და ბონუსები მომხმარებლებთან შეტყობინების გაგზავნის ან მონიტორზე ფოტოს გამოქვეყნების სანაცვლოდ. თამაშის ელემენტები ხელს უწყობს მომხმარებლების მიერ მათ შესახებ მეტი ინფორმაციის დატოვებას.
Digital signage კარგად მუშაობს სათვალთვალო კამერებთან ერთად. ისინი თვალყურს ადევნებენ მათ, ვინც შედის მაღაზიაში, ხოლო ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს ადამიანის სქესს და ასაკს და მონიტორებზე გამოაქვს მიზნობრივი კონტენტი.
ამრიგად, სავაჭრო წერტილებში არსებული ეკრანები მხოლოდ ანიმაციური პლაკატების როლს არ ასრულებენ. ისინი ურთიერთობენ აუდიტორიასთან და ამყარებენ მასთან ემოციურ კავშირს.
სენსორული კიოსკები
ინტერაქტიული სენსორული კიოსკები - ეს არის ინფორმაციის წვდომის მოწყობილობები. მათი დახმარებით, მყიდველებს შეუძლიათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, გაეცნონ უკუკავშირს, შეუკვეთონ კურიერის მომსახურება სახლში მიტანით. მათი რაოდენობა აჩვენებს, რომ ონლაინ და ოფლაინ არის დაკავშირებული და მომხმარებლებს არ სჭირდებათ მათ შორის არჩევანის გაკეთება. ასეთი კიოსკები პოპულარულია არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრებში, არამედ მუზეუმებსა და აეროპორტებში.
ვიდეო კედლები
რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მონიტორი ქმნის ერთიან ეკრანს და იძლევა ინფორმაციის მსხვილ ფორმატში ჩვენების საშუალებას. ისინი გამოიყენება მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, გამოფენებზე, საკონცერტო დარბაზებში, რესტორნებში ცოცხალი მენიუს წარდგენისას და სხვა. ისინი აგრეთვე ასრულებენ საინფორმაციო-სარეკლამო როლს, ჩვეულებრივ მათ ამონტაჟებენ ხალხით დატვირთულ ადგილებში. ეკრანზე აჩვენებენ გასართობ ვიდეოს, ინფორმაციას, რეკლამას. დიდი ზომების, საინტერესო დიზაინის და გააზრებული კონტენტის გამო, ისინი იპყრობენ დიდ ყურადღებას.
ინტერაქტიული ვიტრინები
ვიდეო ზედაპირი მულტითაჩის ეფექტით მომხმარებლებს კონტენტთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს ხელის შეხებით. ასეთ ვიტრინებში ბევრი უპირატესობაა. მათ შეუძლიათ ისეთი ასორტიმენტის დემონსტრაცია, რომელიც არ არის შეზღუდული არც სივრცით და არც რაოდენობით. ერთ ერთეულ საქონელზე შესაძლებელია სხვადასხვა ფერის, გემოსა და მოცულობის საქონლის ჩვენება. ინტერაქტიული ვიტრინების საშუალებით ძალიან ხელსაყრელია პროდუქციის შეძენა ინდივიდუალური მახასიათებლების, კომპლექტაციისა და კონფიგურაციის მიხედვით.
ვიტრინა არ იკავებს დიდ ადგილს, ამიტომ იგი შეიძლება განთავსდეს თითქმის ყველგან და ამით მოეწყოს გაყიდვების 24 საათიანი ადგილი, რომელიც იმუშავებს მოლოდინის რეჟიმში, როგორც სარეკლამო პორტალი. მაგრამ ამავე დროს საჭიროა დაიგეგმოს, სად უნდა იდგეს იგი, რა აუდიტორიისათვის და ამის შესაბამისად უკვე იმაზე ფიქრი, რა კონტენტით მიიპყრობს ის ყურადღებას.
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციფრული მარკეტინგის ნებისმიერი ინსტრუმენტი დამოკიდებულია ინფორმაციულ, სასარგებლო და საინტერესო კონტენტზე და რეალურად მომგებიან ლოიალურ პროგრამებზე. სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებელთა 78% უნდა გაეცნოს კონტენტის მინიმუმ სამ ერთეულს, სანამ მოინდომებს პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებას. გააზრებული კონტენტ-სტრატეგია - ციფრული მარკეტინგის ფუნდამენტური ელემენტია.