კომპანია „Noventiq საქართველო“-მ წარმატებით განახორციელა შპს „ავიატორ“-ის (აჭარაბეთი) ინფრასტრუქტურის მიგრაცია Google App-დან Office 365-ზე. პროექტი დაიწყო 2020 წლის თებერვალში და დასრულდა 2020 წლის 29 აპრილს.
„Noventiq საქართველო“-მ განახორციელა სამუშაო გარემოს მოდერნიზაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ში. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-მა მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ეტაპობრივად გააფართოვა Office 365 - ის გამოყენების არეალი.
Noventiq Georgia გახლავთ საერთაშორისო კომპანია CR2-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე. იგი დაეხმარა ქვეყნის ერთერთ უმსხვილეს ბანკს CR2 BankWorld პლატფორმაზე დაფუძნებული დისტანციური მომსახურების სისტემის დანერგვაში.
"Noventiq საქართველომ" წარმატებით დანერგა სატელევიზიო და Gpon სისტემა, როგორც" ალიანს ჯგუფის" Appart Hotel-ის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსში, ასევე სასტუმრო „Courtyard By Marriott’’-ში!
Noventiq Georgia-მ წარმატებით განახორციელა პროექტი, Omega Group-ში არსებულ ერთერთ წამყვან კომპანიაში - Omega Motors-ში. პროექტის მთავარი ამოცანა იყო Exchange Server Online-ზე მიგრაცია ლოკალური სერვის პროვაიდერიდან.
WSS Docs – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა აგებული MS SharePoint -ის ბაზაზე, ახდენს საქმისწარმოების, შემოსული და გასული წერილების და ხელშეკრულებების შეთანხმების პროცესების ავტომატიზაციას ორგანიზაციაში.
ERP სისტემა — Acuuracy Med მწარმოებელი: Accuracy Systems არის სამედიცინო ERP სისტემა რომელიც უზრუნველყოფს, სრულად აღრიცხვას კლინიკაში მისული პაციენტების რაოდენობას, მათ ისტორიას, ასევე არსებული მედიკამენტების და პროდუქციის მარაგის ქონას, ეს არის გამარტივებული სისტემა, რომელიც კომფორტს უქმნის როგორც მომხმარებელს ისევე კლინიკის პერსონალს.
2015 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა კომპანია „მაიკროსოფტ საქართველოსა“ და კომპანია „Noventiq საქართველოს“ წარმომადგენლებთან, სადაც ქართული უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ — მასწავლებლებს და სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში უსასყიდლოდ გადაეცათ Microsoft Office 365 Pro Plus — ის ლიცენზირებული ვერსიები.