დარწმუნებული ხართ პირად და კორპორატიულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლაში?
განიხილეთ Workspace ONE - სივრცე, რომელიც თქვენი ადგილმდებარეობის მიუხედავად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოწყობილობიდან ნებისმიერ აპლიკაციასთან უსაფრთხო წვდომას.
თქვენი თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ? გჭირდებათ უსაფრთხო წვდომა კომპანიის ყველა რესურსთან (ფოსტა, ვებ პორტალი, სასაწყობო მარაგი და ა.შ.) ? Workspace ONE-ის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად და უსაფრთხოდ დაუკავშირდეთ ერთმანეთს მობილური მოწყობილობების საშუალებით.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პერსონალური და კორპორატიული გაჯეტების დახმარებით სწრაფად და ეფექტურად შეიმუშაოთ ერთობლივი მუშაობის ახალი გზები. ყურადღება მიაქციეთ გლობალური ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული მოხსენებების შედეგებს მსოფლიოში მობილური ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბის შესახებ და გადადგით ნაბიჯი წარმატებული ტრანსფორმაციისკენ.
რა ამოცანებისთვის გამოიყენება Workspace ONE პრაქტიკაში? რა შესაძლებლობები აქვს გადაწყვეტილებას?
მედიცინაში:
პლანშეტი ან სხვა მოწყობილობა აძლევს ექიმს საშუალებას როგორც კლინიკაში, ასევე კლინიკის გარეთ ჰქონდეს წვდომა პაციენტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციასთან, მათ შორის ანალიზის მონაცემებთან, სურათებთან და აშ.
განათლებაში:
პლანშეტიდან ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობიდან პედაგოგს შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი აუდიტორიიდან ან სხვა ადგილიდან სკოლის ან უნივერსიტეტის ინფორმაციულ სისტემასთან წვდომა. მობილური კლასები უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას ნებისმიერ დისციპლინაში.
სატრანსპორტო საშუალებებსა და ლოჯისტიკაში:
მობილური სამუშაო ადგილები იძლევა სატრანსპორტო საშუალებებში სადისპეჩერო მართვის გამარტივების და გაიაფების, ინფორმაციულ სისტემებთან დისტანციური წვდომის და სხვა საშუალებას.
ინდუსტრიაში, სამთო მრეწველობაში:
მობილური სამუშაო ადგილი იძლევა ქარხნების ტერიტორიაზე, ჭაბურღილებზე და ა.შ. მუშაობის საშუალებას.
რას წარმოადგენს გადაწყვეტილება? რა მოთხოვნები გააჩნია მას უსაფრთხოებასთან, ინფრასტრუქტურასთან, მობილურ მოწყობილობებთან?
Workspace ONE გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია, როგორც ღრუბლოვანი სერვისი, ასევე On-Premise ფორმატში, სადაც მობილური მოწყობილობების მართვის ყველა კომპონენტი Workspace ONE თავმოყრილია კორპორატიულ ქსელში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან გაზრდილი მოთხოვნების მქონე ორგანიზაციებისათვის, როგორიც არის ბანკები, ფინანსური, სამედიცინო და სახელმწიფო კომპანიები.
უსაფრთხოება: დაცვა მოწყობილობებზე სპეციალურად მომზადებულია ОС Windows, MTLS აუტენთიფიკაციის და უსაფრთხოების სერთიფიკატების დახმარებით.
მაშტაბურობა: 100 000 -მდე და მეტი მოწყობილობის განლაგება.
მულტიარენდულობა: კომპანიის ორგანიზაციული და საშტატო სტრუქტურის ყველა თავისებურების კონტროლი Workspace ONE-ის ერთიანი ინსტალაციის ფარგლებში.
უფლებებზე დაფუძნებული წვდომის წესები: განსაზღვრეთ მომხმარებლებისათვის და მომხმარებელთა ჯგუფისათვის უფლებები LDAP კონფიგურაციაში.
API და მობილური ეკოსისტემა: მოქნილი ინსტრუმენტის API უზრუნველყოფა ინიციატივების და მზარდ საპარტნიორო ეკოსისტემასთან წვდომის მხარდასაჭერად.
ავტომატიზირებული მონიტორინგი: მონიტორინგის ავტომატიზაცია Microsoft System Center Operations Manager (SCOM)-თან პირდაპირი plug-in-ით.
როგორ ხდება არსებულ სერვისებთან და პროგრამებთან ინტეგრაცია?
Workspace ONE არის კომპლექსური საშუალება მრავალმხრივი ფუნქციებით, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ შესაძლებლობებს ტრადიციული და მობილური მომხმარებლებისათვის:
Unified App Store გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ "კორპორატიული App Store" ორგანიზაციის მომხმარებლების პროგრამებისათვის, რომლებიც მოწყობილია iOS, Android და Windows პლატფორმებზე.
Email and Content Apps არის ინტეგრირებული ფოსტა და კალენდარი ბიზნესისათვის, აგრეთვე ინტეგრაციის პლატფორმა ყველაზე გავრცელებული კორპორატიული ბიზნეს პროცესებისათვის. ფოსტა საიმედოდ არის დაცული მავნე პროგრამული უზრუნველყოფისაგან. შესაძლებელია შემდეგი პლატფორმების მხარდაჭერა: Gmail, Exchange, Outlook, Yahoo, Hotmail, iCloud, Office 365, IMAP & POP3.
Compliance Check Conditional Access არის პოლიტიკის ბაზაზე მონაცემებთან წვდომის დაცვის მექანიზმი. პოლიტიკების გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად, გეოგრაფიული მდებარეობის საფუძველზე (GPS-ის დახმარებით), შავ სიაში პოტენციურად მავნე პროგრამების დამატების მიზნით.
One Touch Mobile SSO საშუალებას გაძლევთ არ შეიყვანოთ პაროლი სხვადასხვა ტიპის სერვისებსა და პროგრამებში აუტენთიფიკაციის დროს.
VMware Identity Manager-ის ორგანიზაციის Active Directory-ის სამსახურებთან ინტეგრაციისას (დომენების სხვადასხვა კონფიგურაციისათვის) შესაძლებელია ორგანიზაციის სერვისებთან წვდომის უპაროლო ინფრასტრუქტურის აშენება. Identity Manager კონექტორების საშუალებით შესაძლებელია Active Directory-ის რამდენიმე სამსახურთან დაკავშირება.