ცნება «ჰიპერკონვერგენცია» (HCI) გულისხმობს რამდენიმე განსხვავებული კომპონენტის გაერთიანებას მაქსიმალური ინტეგრაციით. ჰიპერკონვერგენტულ მონაცემთა დამუშავების ცენტრში ფიზიკურ მოწყობილობაზე გაერთიანებულია გამოთვლითი, ქსელური და შენახვის რესურსები, რომლებიც იმართებიან როგორც ერთიანი სისტემა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში IT ინფრასტრუქტურის არქიტექტურული ევოლუცია მიმდინარეობს ორი მაგისტრალური მიმართულებით, კერძოდ კი აპლიკაციების განთავსების ოპტიმიზაციას და ხარჯების შემცირების გზით. პირველი ეტაპი უკვე გავლილია - რაც გულისხმობს ე.წ. ბლეიდ-სერვერების და მონაცემთა შენახვის ცალკეული ცენტრების გაერთიანებას და ვირტუალიზაციის საშუალებების შემცირებას.
ევოლუციის მეორე ნაბიჯი გახდა ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურის გამოჩენა და ჰიპერკონვერგენციის გავრცელება ბაზისურ ინფრასტრუქტურაში.
პროგნოზების მიხედვით მესამე ეტაპი გაგრძელდება 2025 წლამდე. ეს არის მიკროსერვისების ერა და მათი გამოყენება ჰიპერკონვერგენტულ პლატფორმებზე.
რისთვის არის საჭირო HCI?
ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურა (HCI) ზრდის პროგრამების მიწოდების და მათი განლაგების სიჩქარეს, აგრეთვე უზრუნველყოფს მოწყობილობის მოდერნიზაციას მისი ეფექტური თვითღირებულების შენარჩუნებით.
ჯერ კიდევ 2019 წელს HCI ძირითადად გამოიყენებოდა მონაცემთა დამუშავების ცენტრების მოდერნიზაციის, მათი ქლაუდ შესაძლებლობების გაფართოვების, მაღალი წვდომის და მწარმოებულურობის უზრუნველყოფისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაო სადგურებისათვის. დღეს ჰიპერკონვერგენტულ ინფრასტრუქტურაზე გაღებული ხარჯები ძირითადად დაკავშირებულია VDI ინსტალაციასთან და ბიზნესის უწყვეტ პროცესთან. ტექნოლოგიების მზაობის მიხედვით HCI ბაზრის ზრდის პროცესი გაგრძელდება. HCI-ს აქვს უპირატესობა კერძო ქლაუდის ინფრასტრუქტურის რეალიზებისათვისაც.
ჰიპერკოვენვერგენტულობის უპირატესობები
აღვნიშნავთ ჰიპერკონვერგენტული სისტემების ხუთ ძირითად უპირატესობებს, რომლებიც გამოვლინდა მომხმარებელი კომპანიების გამოკითხვების შედეგად (IDC, 2019).
- აპლიკაციების შენახვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებული უტილიზაცია (კომპანიათა 65%-მა აღნიშნა);
- IT ინფრასტრუქტურის სწრაფი განლაგება (65%-მა აღნიშნა);
- პერსონალისათვის უპირატესობა, ინოვაციებსა და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირება (75% თანახმაა);
- აპლიკაციების ხელმისაწვდომობის გაზრდა (53%-თა აზრით)
- ინფრასტრუქტურის გამოთვლითი მწარმოებულობის გაზრდა (აღნიშნა 50%-მა)
მომავალი დამოკიდებულია... 5G-ზე
ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურა აჩვენებს ზრდის მაქსიმალურ დინამიკას - როგორც მოსალოდნელია, ეს სეგმენტი 2021 წლისთვის მოიტანს 7,15 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო მისი ზრდის საშუალო წლიური ზრდის ტემპი შეადგენს 26,6%-ს.
HCI მსოფლიო ბაზრის განვითარების მომავალი დაბალანსდება ქლაუდ ტენქოლოგიების სხვადასხვა სფეროებში შეღწევადობის საფუძველზე, რაც დაკავშირებულია მონაცემთა დამუშავებასთან და შენახვასთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გავლენას იქონიებს HCI-ს განვითარებაზე, ანალიტიკოსები ეძახიან 5G ქსელების დანერგვას. როგორც მოსალოდნელია, 5G ქსელები გამოიწვევენ მონაცემთა მოცულობის სწრაფ ზრდას, მათი დამუშავება და შენახვა კი მომავალში მოითხოვს IT პროცესების ავტომატიზაციის მიმართ ახალ მიდგომებს, რომლის უზრუნველყოფა თავის მხრივ მარტივად განხორციელდება Softwar-Defined გადაწყვეტილებების საშუალებით.