გრძელვადიან პერსპეკტივაში კლიენტს შევთავაზეთ Microsoft Azure — ის ღრუბლოვანი სიმძლავრეები სერვისების ეტაპობრივი მიგრაციისათვის ღრუბელში.
Georgian Water and Power (GWP) — საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის მომსახურების მაღალ ხარისხს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს. კომპანიაში 3000 — ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.
კლიენტისთვის ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით აღმოჩნდა ორი ძირითადი ამოცანის გადაჭრის აუცილებლობა: წარმოების საინფორმაციო შესაძლებლობების გაზრდა და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. როგორც ყველა თანამედროვე კომპანიისათვის GWP — საც მწვავედ იდგა მონაცემების შენახვის საკითხი,მათი მუდმივი ზრდის გამო, ისევე, როგორც საწარმოთა პროგრამების განთავსება სერვერებზე მაღალი ხელმისაწვდომობით და შესრულებით. ასევე კლიენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო: კომპანიის ყველა თანამშრომლის ურთიერთქმედება და კორპორატიული რესურსების ხელმისაწვდომობა დისტანციური მომხმარებლებისათვის.
ორგანიზაციის სამუშაო გარემოს განახლების მიზნით შერჩეულ იქნა Microsoft Office 365 — ის ძირითადი სერვისები. კლიენტს შევთავაზეთ "Microsoft Azure Cloud" — ის მომსახურება ეტაპობრივი სერვისების მიგრაციისთვის. კლიენტთა IT განყოფილება, „Noventiq საქართველოს" სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ტესტავს Azure — ის სერვისებს.
Microsoft Office 365 — ის ღრუბლოვანი სერვისების დანერგვის შედეგად გაიზარდა რესურსების დაზოგვა. გეოგრაფიულად გადანაწილებულმა თანამშრომლებმა მიიღეს წვდომა კორპორატიულ რესურსებსა და მასალებზე. კლიენტისთვის იქნა დანერგილი ღრუბლოვანი მონაცემთა სანახი და კორპორატიული პორტალი. „Noventiq საქართველოს" სპეციალისტებმა ჩაატარეს რიგი ტრენინგები კლიენტის თანამშრომლებისათვის, აჩვენეს ერთ სივრცეში ურთიერთქმედების საფუძვლები და გადაწყვეტის ფუნქციონალი. დისტანციური მომხმარებლები გახდნენ გუნდის ნაწილი, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ შეხვედრებს, მიეცათ შესაძლებლობა შეეტანათ საერთო პროექტების მასალებში შენიშვნები და შესწორებები დროის დაკარგვის გარეშე.
„GWP — ს" თანამშრომლები უკვე ერთი გუნდია. ამოცანები გვარდება უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და კონსოლიდირებულად. ამავე დროს, ჩვენ ვზოგავთ სერვერების სიმძლავრეებს ღრუბლოვანი რესურსების გამოყენების ხარჯზე. ინფორმაციа საიმედოდ ინახება,მათზე წვდომის დაკარგვის გარეშე..
«თქვენი დახმარება, გამოცდილება და ორგანიზაციული უნარები მართლაც განსხვავებული იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწრაფად შევძელით მიგვეღო იდეა და პროდუქტი» — წერს თენგიზ ამურველაშვილი — კომპანია GWP — ის სისტემებისა და პროცესების ოფიცერი.
«ამ პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ ტექნიკისა და ლიცენზიების გაყიდვა, არამედ ოპტიმალური გადაწყვეტილებების შერჩევა ინფრასტრუქტურისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზის საფუძველზე. დისკუსიები ჩატარდა როგორც ბიზნეს, ასევე საინჟინრო ჯგუფებთან, სადაც მთავარი საკითხი იყო კომპანიის განვითარების სტრატეგია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში . მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენი სპეციალისტები ამზადებდნენ სამუშაო გარემოსათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის გეგმას. „სოფთალინ საქართველომ „ სრულად დააკმაყოფილა მომხმარებლის მოთხოვნები ლიცენზირების კუთხით» — ამბობს დიმიტრი კაზაჩკოვი — კომპანია „Noventiq საქართველოს" გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.