წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება თამამი ხალხის კრეატიული იდეებით. სწორედ ასეთია დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფის“ (Alliance Group) განვითარების ისტორიაც. კომპანია 2005 წელს ჩამოყალიბდა და პირველივე პროექტი რევოლუციური აღმოჩნდა იმ პერიოდის საქართველოსთვის - ეს იყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმში.
2015 წელს „ალიანს ჯგუფის“ ისტორიაში სრულიად ახალი და წარმატებული ეტაპი დაიწყო. პირველად, კომპანია „ალიანს ჯგუფმა“ საკუთარი პროექტების ფარგლებში შეიტანა რეგიონის განვითარების ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი: ამერიკული Courtyard By Marriott’. აღსანიშნავია, რომ გლობალური სასტუმროების ბრენდის „ალიანს ჯგუფის“ შემოღების პარალელურად, კომპლექსების მართვა და მათი გაქირავება ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული მენეჯმენტ კომპანიების მიერ, როგორიცაა: შვეიცარული Sophos Hotels SA და ამერიკული McInerney Hospitality International.
მშენებლობა და სხვა მომსახურების სერვისები წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების, გამოცდილი ინჟინრებისა და კონსულტანტების გარეშე. ამიტომ ქ.ბათუმში Appart Hotel-ის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსისა და ამავე კორპუსში სასტუმრო Courtyard By Marriott-ის მშენებლობის დროს „ალიანს ჯგუფმა“ 2018 წლის იანვრიდან „Noventiq საქართველოსთან“ დაიწყო თანამშრომლობა.
„Noventiq საქართველო’’ ჩაერთო პროექტში როგორც გამოცდილი კომპანია, პრინციპით - ყველაფერი ერთ ფანჯარაში, რათა კლიენტს არ დაეხარჯა დრო სხვადასხვა კომპანიებში ინფორმაციის შესაგროვებლად და დასამუშავებლად. „Noventiq საქართველო’’-ს რეკომენდაციების მიხედვით, დამონტაჟდა სატელევიზიო სისტემა, დაწყებული სატელიტური მიმღები ანტენებით, დამთავრებული მთავარი სატელევიზიო სადგურით, ციფრული ტელევიზორებით, ასევე დამონტაჟდა Gpon სისტემა, რომლის გამოყენებითაც ინტერნეტის მიწოდება განხორციელდებოდა, როგორც საცხოვრებელ კორპუსებში, ასევე სასტუმრო „Courtyard By Marriott’’-ში. ზემოთ აღნიშნული დამონტაჟდა სასერვეროში, რომელიც დაამუშავა „Noventiq საქართველომ’’.
„ჩვენ გავიგეთ, თუ რომელი პროდუქტები და რომელ სეგმენტში სჭირდებოდათ მათ და შევთავაზეთ თანამშრომლობა, როგორც Software-ის, ასევე Hardware-ის შემთხვევაში. შევთავაზეთ ოპტიმალური ვარიანტები და ფასები, ვიდრე ჩვენმა კონკურენტებმა ბაზარზე. ჩვენ მოვიგეთ წინადადების დროული წარდგენის ხარჯზე, მაგრამ მთავარი როლი მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის დროს ითამაშა, ძალიან ბევრმა ფაქტორმა, თუმცა უმთავრესი იყო „Noventiq“ წარმატებული საქმიანობა მსოფლიო ბაზარზე’’. - განაცხადა „Noventiq საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა აჭარის რეგიონში - გენადი ჩხაიძემ.
„ალიანს ჯგუფი“ მიზნად ისახავს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, რომელიც იქნება ექსკლუზიური, კომფორტული და ეკონომიურად მომგებიანი კლიენტებისა და ქვეყნისათვის, რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც სამშენებლო კუთხით, ასევე გამოყენებული მასალების ხარისხის, სერვისისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. „ალიანს ჯგუფი“-ის მიერ აშენებული აპარტამენტები გარდა იმისა, რომ ქმნიან კომფორტულ გარემოს, საშუალებას აძლევს მფლობელებს, მიიღონ სარგებელი საკუთარი ინვესტიციებისგან. „ალიანს ჯგუფის“ მისიაა ინოვაციური პროდუქტების შექმნა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვან ზრდას. დაგეგმილი მიზნების განსახორციელებლად „ალიანს ჯგუფი“ მიისწრაფვის პროგრესიული ტექნოლოგიებისაკენ და მიზნად ისახავს ინოვაციური, თანამედროვე და ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვას, ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
„ალიანს ჯგუფი“ 2018 წლის იანვრიდან ნაყოფიერად თანამშრომლობს შპს "Noventiq საქართველოსთან". საქმიანობის პროცესში, "Noventiq საქართველომ" დაადასტურა თავისი პროფესიული სტატუსი და ოპერატიულობა პრობლემების მოგვარებაში. მათი სპეციალისტები არიან კვალიფიციურები, ოპერატიულად პასუხობენ ჩვენს მოთხოვნებს და გვაძლევენ კონსულტაციებს. ყველა დავალება შეასრულეს დროულად და მაღალი ხარისხით. გუნდური მუშაობის წყალობით ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ჩვენ გვჯერა, რომ შევინარჩუნებთ არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გავაგრძელებთ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. გისურვებთ განვითარებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევას ბიზნესში’’. - აღნიშნა „ალიანს ჯგუფის’’ IT მენეჯერმა - თარაშ შაშიკაშვილმა.