წარმატებით დასრულდა კომპანია „Netinfo” — ის პროდუქტის, ინტერნეტბანკინგის “NETTeller e — banking” — ის დანერგვა „პაშა ბანკში“
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის ივლისის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 170 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და საქმისადმი ექსკლუზიური მიდგომით.
ინტერნეტბანკინგის დანერგვის შემდეგ ბანკს მიეცა საშუალება ელექტრონულად მართოს ყველა საბანკო პროცესი, ხოლო ბანკის კლიენტმა მიიღოს ყველა მომსახურება მოსახერხებელი ინტერფეისით.