კომპანია „ავიატორი“ (აჭარაბეთი) საქართველოში ბუკმეკერული ბიზნესის პიონერი და ბაზრის ლიდერია, ფუნქციონირებს 1998 წლიდან, ინტერნეტში კი 2003 წლიდან გამოჩნდა. კომპანია წარმოდგენილია საქართველოში ყველაზე წარმატებული, ინოვაციური და დაცული სათამაშო პორტალით.
„ავიატორ“-ის (აჭარაბეთი) მენეჯმენტი ეძებდა ახალ თანამედროვე ღრუბლოვან გადაწყვეტილებას შიდა და გარე კომუნიკაციის პროცესების ორგანიზებისათვის (ე.წ. Modern Workspace), რაც დააკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფდა გუნდის მოქნილ და ეფექტურ მუშაობას. კომპანიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა კომპანიის ყველა თანამშრომლის ურთიერთქმედება და მომხმარებლებისათვის კორპორატიულ რესურსებზე დისტანციური წვდომა. დამკვეთი ასევე ეძებდა მობილური ტელეფონების მენეჯმენტისათვის ძლიერ გადაწყვეტილებას, რომლის მეშვეობით მომხმარებელს ექნებოდა ცენტრალიზებული წვდომა კომპანიის შიდა აპლიკაციებთან ნებისმიერი მოწყობილობიდან, კომპანიის შიდა უსაფრთხოების პოლიტიკების მიხედვით. “ავიატორ“-ის (აჭარაბეთი) ხელმძღვანელობისათვის არსებული Google App-დან Office 365-ზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი, რადგან სრულყოფილი პროექტი მოითხოვდა როგორც ლიცენზირების პროცესს, ასევე ახალ გადაწყვეტილებაზე მიგრაციას.
„ავიატორ“ (აჭარაბეთი) დადგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე, რადგან არსებული ინფრასტრუქტურა იყო სრულად მორგებული Google App-ის გადაწყვეტილებაზე. კომპანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეპოვნა პარტნიორი, რომელიც შეასრულებდა ტექნიკურ სამუშაოს და დაეხმარებოდა ახალ გადაწყვეტილებაზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაწყობაში ისე, რომ ბიზნეს პროცესები და მომხმარებლების წვდომა თავიანთ რესურსებთან და სამუშაო აპლიკაციებთან არ შეჩერებულიყო. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორ და დასაბუთებულ რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა პარტნიორის შერჩევისას ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ პროექტის ფასიც.
„Noventiq საქართველო“-ს გუნდმა, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი სპეციალისტებისგან, დამატებით პროექტის ფარგლებში ჩართო კომპანია „Noventiq“-ის მაიკროსოფტის განვითარების მენეჯერი - ოლეგ შკლიარნიკი და მისი გუნდი, რომ სწრაფად შეფასებულიყო სამუშაოს მოცულობა და წარედგინა დამკვეთისათვის კომერციული წინადადება და აუცილებელი სამუშაოების ჩამონათვალი. კომპანიამ შესთავაზა “ავიატორი“-ს (აჭარაბეთი) მენეჯმენტს Office 365-ზე გადასვლა. პარალელურ რეჟიმში „Noventiq საქართველო“-ს გუნდი უწევდა რეკომენდაციებს კომპანია „ავიატორ“-ს (აჭარაბეთი) წარმომადგენლებს სწორი კონფიგურაციის და მიგრაციის პროცესების შესახებ, შეიქმნა სპეციალური დოკუმენტი, სადაც აღწერილი იყო ყველა ეტაპი, რომელიც უნდა გაევლო კომპანიას და მის თანამშრომლებს მიგრაციის პროცესში, რათა მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო კომპანიის შიდა უსაფრთხოების პოლიტიკები და დამკვეთის ბიზნესი არ გაჩერებულიყო.
არსებული პრობლემური საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში “Noventiq საქართველო“-ს გუნდმა დამკვეთს წარუდგინა მაღალი პროფესიონალიზმით შემუშავებული გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ „ავიატორი“-ს წარსულში ჰქონდა „Noventiq საქართველო“-თან მუშაობის გამოცდილება სხვა რამდენიმე წარმატებული პროექტის ფარგლებში და არსებობდა ნდობა „Noventiq საქართველო“-ს გუნდის პროფესიონალიზმის მაღალ დონესა და პროექტის განხორციელების დროს წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარების შესაძლებლობაში, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა კომპანია „Noventiq საქართველო“ და კომპანია დაუყონებლივ შეუდგა მიგრაციის ძალიან რთულ და შრომატევად პროცესს.
პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია „ავიატორ“-მა მიიღო თანამედროვე ტექნოლოგიები, ხოლო კორპორატიული მომხმარებლებისათვის შეიქმნა Modern Workplace გარემო.
„როდესაც კომპანიაში გაჩნდა ინფრასტრუქტურული მიგრაციის საკითხი, გადავწყვიტეთ რომ არჩევანი შეგვეჩერებინა ისეთ კომაპიაზე, როგორიც არის “Noventiq საქართველო“, რომელთანაც ადრეც გვითანამშრომლია სხვა პროექტის ფარგლებში და კომპანიის გუნდი ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით ახორციელებდა მის წინაშე არსებულ ამოცანებს. შედეგად ჩვენ მივიღეთ თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტი, ხოლო კორპორატიული მომხმარებლებისათვის შეიქმნა Modern Workplace გარემო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „Noventiq საქართველო“-ს გაწეული შრომისათვის და პროფესიონალიზმისათვის“ - აცხადებს შპს „ავიატორ“-ის (აჭარაბეთი) პროექტის მენეჯერი, თეონა ჩიტაძე.
პროექტის შესახებ კომენტარი გააკეთა „Noventiq საქართველო“-ს დირექტომა, რევაზ ურუშაძემ: “კომპანია “ავიატორმა“ (აჭარაბეთი) ჩაატარა გამჭვირვალე ტენდერი, სადაც ძლიერი კონკურენციის პირობებში არ იყო ადვილი ტენდერის მოგება და დამკვეთთან ხელშეკრულების გაფორმება ამ პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ ჩვენ შევძელით კონკურენტების გვერდის ავლა, არა მხოლოდ ფასით, არამედ პროფესიონალური გამოცდილებით. მინდა მადლობა გადავუხადო „ავიატორ“-ს (აჭარაბეთი) გუნდს იმისათვის, რომ ჩვენ პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეიტანეს და ჩვენი სჯეროდათ. მიგრაციის პროცესში დამკვეთის მხრიდან იყვნენ ჩართული პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ რისი მიღწევა სურდათ აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მათი დახმარებით ჩვენ შევძელით პროექტის ვადებში დასრულება. ეს პროექტი გახდა მნიშვნელოვანი მოვლენა და აშკარა მაგალითი საქართველოს IT ბაზრისათვის. აგრეთვე „Noventiq საქართველო“-ს გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ოლეგ შკლიარნიკს და მის გუნდს ოპერატიულობისა და პროფესიული მხარდაჭერისათვის. მათ დიდი წვლილი შეიტანეს Google-დან Microsoft-ზე მიგრაციის პროექტის განხორციელებაში“.