წამყვანმა წყალმომარაგების კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-მა, რომელიც თბილისს მაღალი ხარისხის სასმელი წყლით სტაბილურად უზრუნველყოფს, 2017 წელს დაიწყო ახალი პროექტი - სამუშაო გარემოს მოდერნიზაცია. აღნიშნული მოდერნიზაცია „Noventiq საქართველო“-მ განახორციელა და „ჯივიპი“-ში Microsoft Office 365-ის სერვისები დანერგა. შედეგად კომპანიაში დაინერგა მონაცემთა ღრუბლოვანი შემნახველი და კორპორატიული პორტალი. თანამშრომლებს Microsoft Office 365-ის სერვისის - Microsoft Teams-ის ერთიანი პლატფორმის მეშვეობით დისტანციურ რეჟიმში შეხვედრების ორგანიზების და საერთო პროექტებზე ონლაინ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის პროექტები ეხმარება კომპანიებს დასახული ამოცანები სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ. ასევე ღრუბლოვანი რესურსების გამოყენება კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას დაზოგონ სერვერების სიმძლავრე.
2020 წლის დასაწყისში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-მა მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ეტაპობრივად გააფართოვა Office 365 - ის გამოყენების არეალი. „ჯივიპი“-ს ამოცანა გახლდათ კომპანიის ინფრასტრუქტურაში არსებული საოფისე ლიცენზიების კონვერტირება ღრუბლოვან გადაწყვეტილებაში.
2020 წლის იანვრის ბოლოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-მა არსებული Microsoft Enterprise Agreement-ის განახლებისა და ახალი სერვისების შეძენის მიზნით გამოაცხადა ტენდერი. „Noventiq საქართველო“-მ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ტენდერში. „Noventiq საქართველო“ კიდევ სამი წლით მიაწოდებს ჯივიპის ახალ სერვისებს. კონტრაქტის ფარგლებში „ჯივიპი“-მ განაახლა არსებული სასერვერო ინფრასტრუქტურის Software Assurance და დამატებით შეიძინა Office 365-ის სახით ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.
„Noventiq საქართველო“-ს გუნდმა მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა გამოავლინა ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში. ამასთანავე კომპანიას უკვე ჰქონდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება.
,,კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის სისტემური ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მაიკროსოფტის პროდუქტებისგან შედგება. აღნიშნული პროდუქტების გამოყენება მუდმივად გვაძლევს შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებით გვქონდეს მდგრადი სისტემური უზრუნველყოფა და ბიზნეს პროცესების მართვის გამართული სისტემა. 2019 წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვქონდა მზაობა გვეპასუხა ახალი ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის. ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა მაიკროსოფტთან ერთად და 2020 წლის დასაწყისში დავნერგეთ ახალი პროდუქტები, როგორიც არის: Azure, Office 365 და Microsoft Teams.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში და საქართველოში პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, 21 მარტიდან ჩვენი ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს. ამ ვითარებაში ჩვენ უკვე გვქონდა დისტანციური კომუნიკაციის გამართული სისტემა, რომელსაც თანამშრომელთა გუნდის ყველა რგოლი დღესაც ეფექტურად იყენებს, როგორც შიდა დაცული კომუნიკაციისთვის, ასევე პარტნიორებთან უწყვეტი კავშირის მიზნით.
ჩვენმა კომპანიამ, უმოკლეს დროში, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მომხმარებლებისთვის დისტანციური მომსახურების შეუფერხებლად და ხარისხიანად მიწოდება შეძლო.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კომპანიაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარებაა, რომელიც აისახება ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების სტაბილურობაზე და ხარისხზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დროულად ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს,” - განაცხადა არჩილ დოლმაზაშვილმა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ში ახალი სერვისის დანერგვის პროცესში Cloud გადაწყვეტილებების მიმართულებით კონსულტაციები „Noventiq საქართველო“-ს მაიკროსოფტის ბიზნესის განვითარების მენეჯერის, დიმიტრი კაზაჩკოვის მიერ იქნა გაწეული.
“Noventiq საქართველო“-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაიკროსოფტის მიმართულებით აქვს ძალიან დიდი საექსპერტო ცოდნა და გამოცდილება, განსაკუთრებით ქლაუდის მიმართულებით, რაც ნებისმიერი ბიზნესის მომავალია. მადლობა „ჯივიპი“-ს მენეჯმენტს და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს - არჩილ დოლმაზაშვილს მისი პროფესიონალური ხედვის გამო, რაც გულისხმობს თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვას და კომპანიის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას. აგრეთვე მადლობა მინდა გადავუხადო „Noventiq საქართველო“-ს მაიკროსოფტის ბიზნესის განვითარების მენეჯერს დიმიტრი კაზაჩკოვს გაწეული შრომისათვის. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაჭრა შეუძლია მაიკროსოფტის მიმართულებით“, - აღნიშნავს რევაზ ურუშაძე, „Noventiq საქართველო“-ს დირექტორი.