Omega Motors – Omega Group-ში არსებული ერთერთი წამყვანი კომპანიაა. იგი დაარსდა 1999 წელს, როგორც ცნობილი გერმანული და ბრიტანული ბრენდების BMW და Land Rover გენერალური იმპორტიორი. Omega Motors-ის გუნდი მომზადებულია უმაღლესი სტანდარტების მიხედვით. ისინი ათასობით მომხმარებელს ეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში.
პროექტის მთავარი ამოცანა იყო ლოკალური სერვის პროვაიდერიდან Exchange Server Online-ზე მიგრაცია.
აღნიშნული პროექტის განხორციელებამდე კომპანია Omega Motor-ის Mail Server განთავსებული იყო სხვა ლოკალურ სერვის პროვაიდერთან და მისი განახლება/მოდერნიზაცია არ ხორციელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. Omega Motors-ის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ახალ, თანამედროვე Mail Server-ზე გადასვლის შესახებ, რაც თავისთავად მისცემდა რესურსების ბევრად მარტივი და მოქნილი დაცვის, მართვის და გამოყენების საშუალებას. აღნიშნული გახლდათ იმის მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანია Omega Motors-ის მენეჯმენტმა Microsoft-ის პროდუქტზე, კერძოდ კი Office 365-ის გადაწყვეტილებაზე მიგრაცია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იქამდე კომპანია განიხილავდა Google G Suite-ის გადაწყვეტილებასაც.
Noventiq Georgia-ს ტექნიკურმა ჯგუფმა გააკეთა კომპანია Omega Motors-ის მონაცემთა ანალიზი და მოამზადა ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა კომპანიის მენეჯმენტი გაცნობოდა მოსალოდნელ ტექნიკურ ასპექტებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო Mail Server-ის მიგრაციის პროცესი ლოკალური Mail Server-ის პროვაიდერიდან. მიგრაციის მთლიან პროცესს დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა, რამაც ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია კომპანია Omega Motors-ის წარმომადგენლების მხრიდან.
Mail Server-ის მუდმივმა და სტაბილურმა მუშაობამ ბევრად მეტი შედეგი გამოიღო, ვიდრე კომპანიის წარმომადგენლები ელოდნენ. შეიძლება გამოვყოთ უსაფრთხოების რისკების შემცირება, IT ინფრასტრუქტურის მართვის გამარტივება და ხარჯების შემცირება, რის შედეგად გაიზარდა კომპანია Omega Motors-ში დასაქმებულთა პროდუქტიულობა. მოგვიანებით, ზემოთაღნიშნულ პროექტს მოჰყვა კომპანიაში Exchange Online-ის დანერგვა, რომელიც ასევე Noventiq Georgia-მ განახორციელა.
„ჩვენ ვეძებდით Mail Server-ის უფრო მარტივ და მრავალფუნქციონალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ექნებოდა Mail Box-ის დიდი მოცულობა და არქივირების საშუალება მართვის ცენტრალური პანელიდან. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ Microsoft Office 365-ის დანერგვა ჩვენს კომპანიაში. აღნიშნული გადაწყვეტილების დანერგვის შემდგომ, ახალმა სერვისმა მოგვცა საშუალება, უფრო მარტივად და მოქნილად გვემართა ჩვენი Mail Server და მიგვეწოდებინა ჩვენი თანამშრომლებისათვის Office 365-ის კომპონენტები, რასაც მოჰყვა დიდი ფინანსური ეკონომია“ - განაცხადა კომპანია Omega Motors-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, დავით ფანქველაშვილმა.