2019 წლიდან, როდესაც Microsoft შეწყვეტს SQL Server 2008 და 2008 R2-ის უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერასა და ყოველთვიურ განახლებებს, აღნიშნულ სისტემებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების პრობლემა წამოიჭრება. ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების სისტემების რეგულარული განახლებების გარეშე, უფრო დაუცველები არიან კიბერ-შეტევების მიმართ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერი მონაცემის მოპარვა და მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა.