ESET-მა აჩვენა AV-Comparatives-ის მიერ ჩატარებული ტესტირების მაღალი შედეგები
AV-Comparatives Summary Report 2019-ის ანგარიშის მიხედვით, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ექსპერტმა, კომპანია ESET-მა მიიღო უმაღლესი ჯილდოები. AV-Comparatives გახლავთ დამოუკიდებელი ავსტრიული ორგანიზაცია, რომელიც ტესტირებას უკეთებს და აფასებს პროგრამული უზრუნველყოფის ანტივირუსებს და ხელმისაწვდომს ხდის მომზადებულ ანგარიშებს.
2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში კომენტარებია გაკეთებული OC Windows-თვის სამომხმარებლო პროდუქტების შესახებ, რომლის ტესტირებაც მიმდინარეობდა 12 თვის განმავლობაში. გამოყოფილ იქნა პროდუქტები, რომლებმაც მიიღეს მაღალი შეფასებები. კომპანია ESET-მა აჩვენა მშვენიერი შედეგები სამ კატეგორიაში:
- Overall Performance (Low System Impact) - საერთო მწარმოებლურობა (დაბალი გავლენა სისტემაზე)
- Enhanced Real-World Test (Advanced Threat Protection) - გაფართოებული ტესტირება რეალურ პირობებში (მოწინავე დაცვა საფრთხეებისაგან)
- False Positive Test - ცრუ რეაგირება
Overall Performance (Low System Impact)
ESET-მა მიიღო ოქროს მედალი კატეგორიაში Low System Impact, რომელშიც ფასდებოდა თითოეული პროდუქტის გავლენა სისტემის მუშაობის სიჩქარეზე და მწარმოებლურობაზე. ჯერ კიდევ 2018 წელს კომპანია ESET-ს მიღწეული აქვს დიდი შედეგები აღნიშნულ კატეგორიაში, რისთვისაც დაჯილდოვებული იყო ვერცხლის ჯილდოთი.
Enhanced Real-World Test (Advanced Threat Protection)
ESET-მა მიიღო ოქროს ჯილდო 2019 და 2020 წლის ახალ კატეგორიაში Advanced Threat Protection. აღნიშნული ტესტირების ფარგლებში ფასდებოდა პროგრამული უზრუნველყოფის უნარი უზრუნველყოს დაცვა მიზანმიმართული და უფაილო შეტევებისაგან. ტესტირების პროცესში ESET-მა დაბლოკა ყველა, 15-ვე კიბერშეტევა.
False Positive Test
ESET-მა მიიღო ბრინჯაოს ჯილდო კატეგორიაში False Positive Test. ანგარიშის მიხედვით, ცრუ რეაგირებას შეუძლია არანაკლები პრობლემების შექმნა, ვიდე რეალური კიბერშეტევას, ამიტომ მათი პრევენცია გახლავთ ნებისმიერი ანტივირუსული გადაწყვეტილების უმნიშვნელოვანესი დავალება. AV-Comparatives-მა ჩაატარა ფართო ტესტირება ცრუ რეაგირების არსებობაზე რეალურ პირობებში.