Microsoft Teams-ის 6 თვიანი უფასო ვერსია!
ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ თქვენი თანამშრომლების დისტანციური მუშაობის უზრუნველყოფა Microsoft Teams-ის უფასო ვერსიის გამოყენებით.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ თანამშრომლების დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე. როგორ უზრუნველყოთ თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობა ამ პირობებში?
Microsoft Teams — არის ერთიანი პლატფორმა, რომლის მეშვეობით დისტანციურად მყოფ თანამშრომლებს აქვთ ჩატში ურთიერთობის, თათბირების ჩატარების, ზარების განხორციელების და პროექტებზე გუნდური მუშაობის საშუალება მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად.
წარმოდგენილ მასალაში გაგიზიარებთ, თუ როგორ შეიძლება Microsoft Teams-ის 6 თვიანი უფასო ვერსიის გამოყენებით მიაღწიოთ თქვენი თანამშრომლების ეფექტურ, დისტანციურ მუშაობას. ასევე გაგიზიარებთ გამოცდილებას, როგორ შეიძლება დარჩეთ პროდუქტიული სახლიდან გაუსვლელად.
როგორ გადავიყვანოთ თქვენი ოფისი დისტანციურ მუშაობაზე (ალგორითმი)
უნდა გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა. ამის შემდეგ შეგიძლიათ ისარგებლოთ Teams-ის დისტანციური მუშაობის უპირატესობებით!
შეტყობინებების შეუზღუდავი რაოდენობა და ძებნა - გამოიყენეთ ჩატის და ძებნის უფასო ფუნქციები და შეინარჩუნეთ კომუნიკაცია თქვენ გუნდთან.
ვიდეოზარები - თქვენი გუნდი იქნება კავშირზე უფასო პრივატული და ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარების საშუალებით.
ფაილების შენახვის პერსონალური და ჯგუფური საცავი - მიიღეთ საცავში გუნდური ფაილების შესანახად 10GB და თითოეული თანამშრომლისთვის 1TB.
Microsoft Teams-თან დისტანციური, ეფექტური მუშაობის წესები
არის რამოდენიმე წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ გუნდურ დისტანციურ მუშაობას.
მოაწყეთ თქვენი სამუშაო ადგილი
Teams შექმნილია, როგორც ვირტუალური ოფისი, რომლის ტარება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას.
თუ სახლში არ გაქვთ პრინტერი, სტაციონარული ტელეფონი, საქაღალდეები, Teams-ში თქვენ შეძლებთ იმუშაოთ დოკუმენტებთან, შეინახოთ ინფორმაცია იქ, სადაც საჭიროების შემთხვევაში მას მიაგნებენ კოლეგები და აუცილებლობის შემთხვევაში ოპერატიულად შეუერთდებით შეხვედრებს და აუდიო კონფერენციებს.
ამასთანავე აუცილებელია გამოყოთ სახლში სამუშაო სივრცე, სადაც შეძლებთ კონცენტრირებას და არავინ შეგაწუხებთ. სამზარეულოს ან საძინებლის მყუდრო კუთხე, აუთვისებელი მაგიდა მისაღებ ოთახში - ნებისმიერი წყნარი ადგილი შეიძლება გარდაქმნათ სამუშაო სივრცედ.
არ იდარდოთ, თუ დღის მანძილზე თქვენს ირგვლივ შეიქმნება გარკვეული ქაოსი. ვიდეოზარებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფონი, შესაბამისად კოლეგები მარტო თქვენ მოგაქცევენ ყურადღებას.
ფუნქციონალის მუშაობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებინარის ჩანაწერიდან.
იქონიეთ მუდმივი კომუნიკაცია
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი პერიოდულად მუშაობს სახლიდან, ჩვენ ძალზედ ვართ დამოკიდებულები ოფისში გატარებულ საათებზე და სამუშაო პროცესის რიტმზე.
სახლიდან დისტანციური მუშაობისას თქვენი რიტმი შეიცვლება. უნდა განსაზღვროთ საათები, როდესაც მიუწვდომელები იქნებით კოლეგებისათვის. შეგიძლიათ დააყენოთ Teams-ში შესაბამისი სტატუსი, რომელიც თვალსაჩინო იქნება გუნდის ყველა წევრისათვის.
შეეჩვიეთ და ხშირად გაუზიარეთ კოლეგებს ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. დისტანციურად მომუშავე კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დოკუმენტაციას, რაც იძლევა მუდმივი კომუნიკაციის საშუალებას მიუხედავად სხვადასხვა ადგილმდებარეობისა. ჩვენ გირჩევთ განათავსოთ დოკუმენტაცია და სხვა საჭირო რესურსები Teams-ის არხებში, რაც მისცემს კოლეგებს თქვენი სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობის და აქტუალური პროცესების განხილვის საშუალებას.
დაიცავით ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პირობები
სამუშაო დღის ატრიბუტების - შესვენება, სამსახურში და სამსახურიდან მგზავრობა და ა.შ. - რთულია შეწყვიტო შემოქმედებითი პროცესი. დისტანციურად მომუშავე ადამიანი ხშირად ვერ წყდება მონიტორს და ყურადღების გარეშე ტოვებს სადილს და აუცილებელ ფიზიკურ აქტივობას.
ასეთი რეჟიმი სტრესის წინაპირობაა. გახსოვდეთ - ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. განსაზღვრეთ სადილის დრო, მიიღეთ ბევრი სითხე და დაასრულეთ მუშაობა დათქმულ საათზე. ამგვარი რეჟიმი არა მარტო შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას, არამედ მომავალში გაზრდის თქვენს შრომისუნარიანობას.
დაგეგმეთ ონლაინ შეხვედრები
რთულია შეკრიბო დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები სათათბირო ოთახის არარსებობის რეჟიმში.
როდესაც გეგმავთ შეხვედრებს Teams-ში, დარწმუნდით, რომ ვირტუალური თათბირის ჩატარებისათვის ყველა მონაწილეს აქვს ოფცია virtual “join” option.
იყავით ყურადღებიანი და მოიწვიეთ კოლეგები
ონლაინ რეჟიმში შეხვედრის დროს ჩვენ ვკარგავთ ვიზუალურ კონტაქტს, მაგალითად ვერ ვამჩნევთ, რომ კოლეგას სურს რაღაცის თქმა.
გადატვირთული სატელეფონო აუდიო კონფერენციები უქმნიან დისკომფორტს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ სიტყვით გამოსვლა. შეხვედრის ორგანიზატორი იძულებულია გააკეთოს ხშირი პაუზები, რათა შესთავაზოს კოლეგებს კითხვის დასმა ან თავიანთი აზრის დაფიქსირება.
ჩაწერეთ თქვენი შეხვედრები
პარტნიორთან, დამკვეთთან, კოლეგასთან კომუნიკაციის შენარჩუნების მიზნით ზოგი თანამშრომელი ნიშნავს დამატებით დისტანციურ შეხვედრებს.
ხშირად გარდაუვალია ორი შეხვედრის ერთდროულად ჩატარება. ამ შემთხვევაში, თუ კი მიიღებთ ხელმძღვანელი პირის თანხმობას, ჩაწერეთ შეხვედრა, რათა მოგვიანებით აჩვენოთ ჩანაწერი კოლეგას.
თუ თქვენ ვერ ესწრებით დისტანციურ შეხვედრას, შეახსენეთ შეხვედრის ორგანიზატორს მისი ჩაწერის აუცილებლობის შესახებ.
დაამყარეთ ურთიერთობა მეგობრებთან
დისტანციურად მომუშავე პირები ხშირად დარდობენ, რომ აკლიათ უშუალო კომუნიკაცია სამსახურში შეძენილ მეგობრებთან.
სამზარეულოში გამართული საუბრები იძლევა კომუნიკაციის, ინფორმაციის, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის და ახალი ამბების გაგების საშუალებას. კოლეგებთან ურთიერთობისას იყავით ფხიზლად, წინასწარ განსაზღვრეთ რას და რა ფორმით აცნობებთ მათ.
ჩათვალეთ, რომ ჩატში ურთიერთობა არის საუბარი ვირტუალურ წყლის ქულერთან. თქვენ ურთიერთობას გაამხიარულებენ Emoji, GIF და სტიკერების საშუალებით.
შეკრიბეთ გუნდი ერთად
დისტანციური მუშაობა ქმნის იზოლირების შთაბეჭდილებას. ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია მთლიანი გუნდის ვირტუალური შეკრების უზრუნველყოფა.
არ თქვათ უარი გუნდის საერთო შეკრებებზე დისტანციურ რეჟიმში, თუნდაც ეს იყოს ერთობლივი ონლაინ სადილი. გამოიყენეთ ყველასათვის საინტერესო დისკუსიებისთვის Teams-ის საერთო არხი. ინტელექტუალური მსჯელობებისათვის გამოიყენეთ Microsoft Whiteboard, რაც წარმოადგენს ციფრულ უსასრულო ველს, რომელზედაც შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი მოსაზრებები და გუნდურად განიხილოთ საკითხები Teams-დან გაუსვლელად.
კარგად გაატარეთ დრო!
დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას მოჰყვება ცხოვრების და მუშაობის ჩვეული რიტმის ცვლილება. ამ დროს აუცილებელია კარგი განწყობის შენარჩუნება.
Teams-ში არის მრავალი ფუნქცია, რომელიც გაამხიარულებს და პოზიტიურს გახდის თქვენს სამუშაო დღეს. გაცვალეთ ახალი ამბები და ისტორიები ჩატში, ჩაატარეთ ფოტოკონკურსი ან მოაწყეთ კულინარიული შეჯიბრი კოლეგებთან.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Microsoft Teams-ის უპირატესობები და ჩვენი რეკომენდაციები, შექმნილ ახალ რეალობაში დაგეხმარებათ კომუნიკაციის შენარჩუნებაში და ეფექტურ მუშაობაში.*
იყავით მზად დისტანციური მუშაობისათვის!
შეუკვეთეთ Microsoft Teams-ის 6 თვიანი უფასო ვერსია და გარე გამოწვევების მიუხედავად, დარჩით ეფექტური და პროდუქტიული გუნდი!
Microsoft Teams-ის 6 თვიანი უფასო ვერსია
წინადადების მოქმედების ვადა შეზღუდულია.