კომპანია Veeam Software-მა ახლახანს დაანონსა ახალი ვერსიის - Veeam Availability Suite V10-ის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ვერსია წარმოადგენს მონაცემთა დაცვის საშუალებების ახალ თაობას, რომელიც ზრდის მონაცემთა ხელმისაწვდომობას, პორტაბელურობასა და გაფართოებას. თავდაპირველად 2008 წელს წარმოდგენილი, როგორც Veeam Backup & Replication, Veeam-ის ფლაგმანი სარეზერვო კოპირების გადაწყვეტილება - Veeam Availability Suite - ახლა გთავაზობთ ფაილურ მონაცემთა თანამედროვე დაცვას ქსელთან დაკავშირებული საცავისათვის (Networked Attached Storage), Multi-VM Instant Recovery-ის ავტომატიზირებული ავარიული აღდგენისათვის (Disaster Recovery), აგრეთვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია Ransomware დაცვა. გაფართოებული პლატფორმის საშუალებით, როგორიც არის მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზი API-ის დახმარებით და 150-ზე მეტი ახალი ფუნქცია, Veeam-მა გამოუშვა ინდუსტრიის ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება მონაცემთა სრული მართვისა და დაცვისათვის ჰიბრიდულ-ღრუბლოვან გარემოში.
მაშინ როდესაც ორგანიზაციები ნერგავენ ჰიბრიდულ-ღრუბლოვან სტრატეგიებს სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის შესაქმნელად, მონაცემები ხდება გადამწყვეტი ბიზნესის წარმატებისათვის. ბიზნესის გასაუმჯობესებლად, მონაცემთა სფეროში ინოვაციური ლაზერული ფოკუსის წყალობით, მონაცემების დაკავშირების, მათთან წვდომის და დამუშავების პროცესში გაჩნდა ახალი პრობლემები. Veeam Cloud Data Management-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით ორგანიზაციების 73% ვერ აკმაყოფილებს აპლიკაციებისა და მონაცემების უწყვეტი წვდომის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. დღეის მდგომარეობით ბევრი კომპანია ცდილობს გამოიყენოს Cloud Data Management თავიანთი მონაცემების უკეთეს დაცვასა და ეფექტურობის გაზრდაში. კომპანია Veeam-მა გააფართოვა თავისი გადაწყვეტილება პლატფორმის უკეთესი მხარდაჭერისა და გაფართოებული შესაძლებლობების ხარჯზე, რაც ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას უკეთესად აკონტროლონ მონაცემები მათი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად.
Veeam Availability Suite V10 მსოფლიო მაშტაბით იცავს თანამედროვე სამუშაო დატვირთვებს სარეზერვო კოპირების გაუმჯობესებული, გაფართოებული შესაძლებლობების დახმარებით. იგი S3 Object Lock-ის საშუალებით უზრუნველყოფს უმაღლესი დონის უსაფრთხოებას სარეზერვო კოპირებას და აფართოვებს API-ინტერფეისების ეკოსისტემის ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს დაზოგონ დრო, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ აღდგენის მიზნები.
Veeam Availability Suite V10 აფართოვებს Veeam-ის ლიდერობას ღრუბლოვანი მონაცემების კომპლექსური მართვის დარგში. იგი უზრუნველყოფს გაფართოვებულ დაცვას ნებისმიერი ტიპის აპლიკაციებისათვის და ნებისმიერ მონაცემს ნებისმიერი ტიპის ღრუბელში. V10 გთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც უზრუნველყოფს სიმარტივეს, მოქნილობასა და საიმედოობას და ამით ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, მიაღწიონ შემდეგ მიზნებს:
- დიდი ფაილური რესურსებისა და ფაილური სერვერების მოდერნიზაცია და დაცვის გამარტივება ძლიერი სარეზერვო კოპირების (NAS) საშუალებით;
- ბიზნესის მხარდაჭერა შემდეგი თაობის უეცარი აღდგენის მექანიზმის დახმარებით, აგრეთვე Multi-VM Instant Recovery-ის საშუალებით ავარიული აღდგენა მონაცემთა დამუშავების ცენტრის მნიშვნელოვანი დაზიანების შემდეგ;
- სარეზერვო კოპირების გამარტივება ვებ-გვერდის გარეთ და 100%-იანი დაცვის მიღება გამომძალველებისგან და შიდა საფრთხეებისგან S3 ობიექტების საცავის გაუმჯობესებული ინტეგრაციისა და უცვლელი სარეზერვო კოპირების საშუალებით;
- სარეზერვო ასლების ხელმეორედ გამოყენება, ახალი იდეების მოძიება, პლატფორმის გაფართოება და პროგრამული უზრუნველყოფის გამარტივებული ინტეგრაცია სხვა მწარმოებელთა მონაცემების და Veeam მონაცემების ახალ API-თან ინტეგრირების მიზნით; გაფართოებული პლატფორმა და ეკოსისტემის მხარდაჭერა, მათ შორის, ახალი, გაფართოებული შესაძლებლობები Linux-თვის, HPE Primera-თვის, HPE StoreOnce-თვის, Nutanix AHV-თვის, PostgreSQL-თვის, MySQL-თვის და სხვა.
ახალი ვერსია აგრძელებს Veeam-ის Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისების მხარდაჭერას, მათ შორის ინტეგრაციას შემდეგ პროდუქტებთან - Veeam Availability Suite, Veeam Backup for Office 365 და Veeam Backup for Azure.