COVID-19-ის კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიები მსოფლიოს მაშტაბით აანონსებენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადასვლას.
როგორ ვუზრუნველყოთ დისტანციური მუშაობა?
როგორ ვუზრუნველყოთ ასეთ პირობებში ბიზნესის უწყვეტი მიმდინარეობა და თანამშრომლების კომფორტული მუშაობა აპლიკაციებისა და მონაცემთა საჭირო კომპლექტით? კომპანია „სოფთლაინ საქართველო“ გთავაზობთ 10-წლიან ექსპერტიზას თანამშრომელთა დისტანციური უსაფრთხო წვდომის ორგანიზებაში ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ საჭირო ბიზნეს-აპლიკაციისა და მონაცემთან მუშაობისას.
თანამშრომელთა დისტანციური მუშაობა
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ გადაწყვეტილებებს და მომსახურებას, რომლებიც საშუალებას მისცემს თქვენს თანამშრომლებს, მათ შორის მათ, ვინც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, თვითიზოლაციაში და აგრეთვე დისტანციურ რეჟიმზე გადასულებს, სრულად მიიღონ მონაწილეობა კომპანიის ბიზნეს პროცესებში:
- ნებისმიერი რაოდენობის სამუშაო ადგილების სწრაფი განლაგება და ჩართვა სამუშაო პროცესში საკუთარი სერვერული ინსფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობის გარეშე. შედეგად - რამდენიმე დღეში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ნაცვლად რამდენიმე თვისა.
- გადაწყვეტილებების სწრაფი დანერგვა აპლიკაციებსა და კომპანიის მონაცემებთან დისტანციური უსაფრთხო წვდომის უზრუნველყოფა.
- საორგანიზაციო დახმარება თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმში ჩართვაში (ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობიდან).
- თანამედროვე სამუშაო ადგილის გამოყოფა თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის დროს.
- დაცული კავშირის არხების ორგანიზება თანამშრომლების კომუნიკაციისათვის
- დახმარება დისტანციური წვდომის ინსფრასტრუქტურის მხარდაჭერის მოწყობაში.
- მომხმარებელთა, მათ შორის პრივილეგირებულთა მხარდაჭერა, კლიენტის მოთხოვნისამებრ (24/7 ან სამუშაო საათებში).
- თანამშრომელთა სისტემებთან დისტანციური დაკავშირების ინსფრასტრუქტურის სრულყოფილი აწყობა.
ჩვენ შევძლებთ თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოების, კორპორატიულ ინფორმაციასთან წვდომის შენარჩუნებისა და ბიზნეს-პროცესების უწყვეტ რეჟიმში შენარჩუნების უზრუნველყოფას.