კომპანია ESET აანონსებს «ოფისის კონტროლი და DLP Safetica» გადაწყვეტილების ახალ ვერსიას!
Safetica - საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მსოფლიო ექსპერტ ESET-ის პარტნიორი, წარმოგიდგენთ «ოფისის კონტროლი და DLP Safetica» გადაწყვეტილების ახალ ვერსიას, რომელიც თანამშრომელთა ლოკაციის მიუხედავად უზრუნველყოფს წერტილების ეფექტურ დაცვას.
DLP სისტემა (Data Leak Prevention, «მონაცემთა გაჟონვის პრევენცია») არის ერთ-ერთი ეფექტური ტექნოლოგია, რომელიც ფარავს მონაცემთა გაჟონვის ძირითად არხებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია კომპანიის დანახარჯების დაზოგვა და თანამშრომლების პოტენციურად სახიფათო ქმედებების ანალიზი და პრევენცია.
«Ponemone Institute»-ის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად ინფორმაციის გაჟონვისგან მიღებული ფინანსური ზარალი შეადგენს დაახლოებით 3,9 მილიონ აშშ დოლარს.
Safetica 9.3-ის ვერსიაში რეალიზებულია ალტერნატიული კონტექსტური კლასიფიკაცია, რომელიც NTFS თეგების ნაცვლად იყენებს მუდმივ მეტამონაცემებს. ამის წყალობით, ახალი ვერსია შეთავსებადია macOS-ის ოპერაციულ სისტემასთან, რაც იძლევა პერსონალის მიერ ჩატარებული აქტივობების აუდიტის საშუალებას. სრულყოფილი კომპლექსური DLP გადაწყვეტილება ძველებურად ხელმისაწვდომია OC Windows კომპიუტერებზე.
აგრეთვე ახალ ვერსიაში დაინერგა DLP-ის ახალი და გაფართოვებული შეტყობინებები ორგანიზაციის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ.
გარდა ამისა, პროდუქტის ახალი ვერსია იძლევა Safetica სერვერზე ინტერნეტ-უსაფრთხოების ინციდენტებთან დაკავშირებული ფაილების ჩამოტვირთვის შესაძლებლობას. აღნიშნული ფაილები კი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც მტკიცებულება კიბერ დანაშაულის გამოძიების პროცესში.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განახლებას წარმოადგენს API Fortigate-ის საშუალებით Fortinet-თან ინტეგრაცია. კორპორატიულ ქსელთან დაკავშირების შემთხვევაში, მოწყობილობაზე არსებული ყველა მონაცემი იფილტრება Safetica-თან დაკავშირებულ ForiGate-ის შლუზში. ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოო წერტილი არ არის აღჭურვილი Safetica-თი, მონაცემები მაინც შემოწმდება პოლიტიკის შესაბამისობაზე FortiGate-ის შლუზის გავლისას.
შესაბამისად Safetica-ის Fortinet-თან (FortiGate, FortiMail & FortiSIEM) ინტეგრაციის საშუალებით, შესაძლებელია ინფორმაციის მარტივად ამოცნობა, კონფიდენციალური მონაცემების დაცვა ან საფრთხეების მართვის კომპლექსური სისტემის შექმნა მინიმალური დროისა და რესურსების დანახარჯით.
კითხვების შემთვევაში გთხოვთ მიმართოთ ჩვენს სპეციალისტს: ჯანო ჩიჩუა / jano.chichua@softline.com / +955 (571) 14-40-40