წარმოგიდგენთ კომპანია „სოფთლაინ საქართველო“-ს დირექტორის, ბ-ნი რევაზ ურუშაძის კომენტარებს ბათუმის სტადიონის პროექტის შესახებ:
რამდენი ხანია, რაც „სოფთლაინ საქართველო“ თანამშრომლობს სამშენებლო სექტორის ლიდერთან, კომპანია „ანაგთან“?
შპს „სოფთლაინ საქართველო“-სა და შპს „ანაგი“-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 24 აპრილს, ქ. ბათუმის UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების სტადიონის პასიური/აქტიური (WIFI) ქსელის, აგრეთვე საკომუტაციო ოთახების მოწყობის მიზნით, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებული იქნა ტენდერის საფუძველზე, რომელიც შემსყიდველმა მხარემ ჩაატარა.
თუ შეიძლება მოგვიყევით, პროექტის ფარგლებში „სოფთლაინ საქართველო“-მ რა სახის სამუშაოები ჩაატარა.
ვინაიდან ეს პროექტი იყო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველად საქართველოში იწყებოდა UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების სტადიონის მშენებლობა, რაც უფრო განავითარებდა აჭარის რეგიონს და საქართველოს მისცემდა საშუალებას ჩაეტარებინა UEFA სტანდარტებით სპორტული ღონისძიებები, ტენდერის გამოცხადებისთანავე შპს „სოფთლაინ საქართველო“-მ მიიღო გადაწყვეტილება მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ საშვილიშვილო საქმეში. ჩვენ სატენდერო წინადადება ავაწყვეთ მსოფლიოში ლიდერი კომპანიების - Cisco-ს და Zemecs-ის გადაწყვეტილებებზე და წარვუდგინეთ სატენდერო განაცხადი შემსყიდველ მხარეს. აღნიშნული ტენდერი იყო ძალიან რთული და შრომატევადი, ტენდერში მონაწილეობდა ძალიან ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს სხვა ლიდერი მწარმოებლებით - HPE, Huawei, Ruckus. ტენდერი კომპანია „სოფთლაინ საქართველოს“ გამარჯვებით დასრულდა და გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ ძირითადი და ძალიან დიდი საპასუხისმგებლო სამუშაო წინ გვქონდა.
რატომ შეაჩერა „ანაგი“-მ არჩევანი „სოფთლაინ საქართველო“-ზე ბათუმის სტადიონის პროექტში? რა იყო თქვენი გუნდის კონკურენტული უპირატესობა?
კომპანია “ანაგი“-ს მიერ ჩატარებული იქნა ძალიან გამჭირვალე ტენდერი, სადაც ყველა კომპანიას ჰქონდა საშულება მიეღო მონაწილეობა და წარედგინა თავისი წინადადება და დაემტკიცებინა, რომ მათი გადაწყვეტილება საუკეთესო იყო. ჩემი აზრით, ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგად დავანახეთ კომპანიის პლუსები, გამოცდილება და ჩვენი სატენდერო წინადადება იყო საუკეთესოდ მორგებული UEFA-ს სტანდარტებს, რის საფუძველზეც გავიმარჯვეთ.
როდის დაიწყო მუშაობა პროექტზე და რა პერიოდი დასჭირდა დასრულებას?
პროექტზე მუშაობა რეალურად დავიწყეთ 2019 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც მივიღეთ Cisco-ს და Zemecs-ის პროდუქცია და სამშენებლო არეალმა მოგვცა საშუალება შევდგომოდით სამუშაო პროცესს. გაწერილი გრაფიკის მიხედვით ჩვენი ინჟინრების მიერ სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველდღიურად და მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნა გამოყენებული სამუშაო დრო, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობდა ღია ცის ქვეშ. მე პირადად არაერთხელ ვიყავი ჩასული სამშენებლო ობიექტზე, რათა ადგილზე გავცნობოდი სამუშაოების მიმდინარეობას. გრაფიკის მიხედვით დაგეგმილი სამუშაოები ფაქტიურად სრულად დავასრულეთ 2020 წლის იანვრის ბოლოს და ტექნიკური ექსპერტიზის დასრულების შემდგომ 28 თებერვალს, გადავეცით აწყობილი ქსელი კომპანია „ანაგი“-ს ექსპლუატაციაში.
მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ანაგი“-ს გუნდს ნდობისთვის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო და ავღნიშნო ბ-ნ გოგა გუგავა, ქ-ნ კრისტი პელიხი, ბ-ნ დიმიტრი დაშენკო და ბ-ნ ალექსანდრე ყიფშიძე, რომლებიც 24/7 მუშაობენ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის და მათი მხარდაჭერა, პროექტის მიმდინარეობის დროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ეს პროექტი უდიდესი გამოწვევა და გამოცდა იყო „სოფთლაინ საქართველო“-ს გუნდისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის კომპანიის ყველა თანამშრომელს, ყველა როგორც ერთი, ისე იყო ჩართული პროექტის მიმდინარეობაში და მის შესრულებაში, განსაკუთრებით ის მენეჯერები, რომლებიც ქ.ბათუმში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ - გენადი ჩხაიძეს, გიორგი კვირჭიშვილს, ბესიკ მაზანაშვილს, გიორგი ღონღაძეს. ბედნიერი ვარ, რომ მიწევს ესეთ გუნდთან ერთად მუშაობა და ჩვენ ერთად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ მომავალში.