მაღალტექნოლოგიურ საერთაშორისო ლაბორატორიაში დაინერგება მსოფლიოს ტექნოლოგიურ ბაზარზე საინფორმავიო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სიახლეები და პროგრამები, ერთ სივრცეში გაიერთიანდება სხვადასხვა წამყავნი ტექნოლოგიური კომპანიების მიღწევები. Symantec/Vertias–ი მეორე კომპანიაა, რომელმაც,,სილიკონ ველი თბილისთან’’ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მანამდე თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა მსოფლიოს კიბერუსაფრთხოების ბაზარზე მომუშავე წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია,,Check Point” — თან.