"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში კიდევ ერთი მსოფლიოში ცნობლი ტექნოლოგიური კომპანია Symantec/Veritas –ი შემოდის.
მსოფლიოში ერთ — ერთი ცნობილი კომპანია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში Symantec/Veritas — ი "სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმოდგენილი იქნება მაღალტექნოლოგიურ საერთაშორისო ლაბორატორიაში, რომელიც უახლოესს მომავალში გაიხსნება.
მაღალტექნოლოგიურ საერთაშორისო ლაბორატორიაში დაინერგება მსოფლიოს ტექნოლოგიურ ბაზარზე საინფორმავიო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სიახლეები და პროგრამები, ერთ სივრცეში გაიერთიანდება სხვადასხვა წამყავნი ტექნოლოგიური კომპანიების მიღწევები. Symantec/Vertias–ი მეორე კომპანიაა, რომელმაც "სილიკონ ველი თბილისთან" თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მანამდე თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა მსოფლიოს კიბერუსაფრთხოების ბაზარზე მომუშავე წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია "Check Point” — თან.
"სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნა საერთაშორისო კომპანია "სოფთლაინ საქართველოსთან" თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.
აღნიშნულ ლაბორატორიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის სტუდენტებს, სახელმწიფო კომპანიებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მიმდინარე სიახლეებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიების პროდუქტებს, მათ საშუალება მიეცემათ თვითონ გამოცადონ მსოფლიოში წარმატებული პროდუქტების ტესტირება.
მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, "სილიკონ ველი" — ს და "სოფთლაინ საქართველო" — ს ადგილობრივი და ასევე სხვა ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო სერთიფიცირებული ინჟინრები პერიოდულად ჩაატარებენ სემინარებს და ტრეინინგებს დაინტერესებული პირთათვის — სრულიად უფასოდ, რაც ასევე უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე.
ამ ეტაპზე, "სილიკონ ველი" — თან და "სოფთლაინ საქართველო" — სთან მსოფლიო ბაზარზე მოღვაწე რამდენიმე სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა მათი პროდუქტებიც იქნეს წარმოდგენილი ტექნოლოგიურ ლაბორატორიის სივრცეში.