10 ივლისს 2017 წ. ტექნოპარკში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი გლობალური დასაქმების ონლაინ პლატფორმის “ციფრული მოქალაქის“ (Digital Citizen) პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ახალი ეტაპის მიზანია საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში უზრუნველყოს მცხოვრებთა ციფრული გადამზადება და შემდგომში მათი გლობალური დასაქმების პლატფორმებში ჩართვა.
ამ ეტაპზე, ცნობილი ხდება რეგიონული ლოკაციები, სადაც განხორციელდება ციფრული გადამზადება: ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ლანჩხუთი, ჩხოროწყუ, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, თერჯოლა, ჭიათურა, სამტრედია, ხონი, გორი და კასპი. ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ტექნოპარკი.
შექმნილ ინოვაციურ პლატფორმას წვდომა აქვს მსოფლიოში 15 მილიონზე მეტ ვაკანტურ პოზიციაზე და უზრუნველყოფს კონკრეტული მიმართულებებით სამუშაოების ძიებას და მათ ერთ სივრცეში თავმოყრას.
ჩვენ, „სოფთლაინ საქართველო“ ვამაყობთ, რომ კვლავაც გვერდში ვუდგევართ საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მონაწილეობით მიმდინარე ნებისმიერ წამოწყებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი წვლილიც დევს „ციფრული მოქალაქის“ პროექტში. რაღათქმაუდნა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ნებისმიერ ინოვაციურ წამოწყებაში საქართველოში „სოფთლაინ საქართველო’ ყოველთვის სიხარულით მიიღებს მონაწილეობას.