"სილიკონ ველი თბილისის" და „სოფთლაინ საქართველოს“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა "სილიკონ ველი თბილისის"და „სოფთლაინ საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე საერთაშორისო დონის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიის დანერგვა დაიწყო.
აღნიშნულ ლაბორატორიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის სტუდენტებს, სახელმწიფო კომპანიებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მიმდინარე სიახლეებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიების პროდუქტებს, მათ საშუალება მიეცემათ თვითონ გამოცადონ მსოფლიოში წარმატებული პროდუქტების ტესტირება.
პირველი ამ ახალ ინიციატივას „სოფთლაინ საქართველოს“ პარტნიორი კომპანია "Check Point” შეუერთდა.
რეგიონში პირველად, "სილიკონ ველი თბილისმა"და „სოფთლაინ საქართველო“ — ს პარტნიორმა კომპანიამ — მონაცემთა მართვისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში აღიარებულმა კომპანიამ "Check Point” — მა დაიწყეს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო დონის ლაბორატორიის შექმნა.
მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, "სილიკონ ველი თბილისი“ — ს და „სოფთლაინ საქართველო“ — ს ადგილობრივი და ასევე სხვა ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო სერთიფიცირებული ინჟინრები პერიოდულად ჩაატარებენ სემინარებს და ტრეინინგებს დაინტერესებული პირთათვის — სრულიად უფასოდ, რაც ასევე უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე.
"სილიკონ ველი თბილისი" — ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უკვე დაასრულა განვითარების პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში საერთაშორისო და ბრიტანული სწავლების რეგიონალური ცენტრის ფორმირებას, კერძოდ, ბრიტანეთის ორ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან — "ოქსფორდ ბრუკსთან" და "StenffordShire" — ის უნივერსიტეტთან ერთობლივ საუნივერსიტეტო პროგრამების განხორციელებას.
ამ დროისთის, "სილიკონ ველი თბილისმა" დაიწყო მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის მიზანია რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბება. "სილიკონ ველი თბილისი" — ს სივრცეში უკვე ფუნქციონირებს HP — ის კვლევითი ლაბორატორია. დღესდღეობით, კი სტარტი აიღო მსოფლიოს წაყვანი ტექნოლოგიური კომპანია "Check Point" — თან ერთობლივმა თანამშრომლობამ.
ამ ეტაპზე, „სილიკონ ველი თბილისი“ — თან და „სოფთლაინ საქართველო“ — სთან მსოფლიო ბაზარზე მოღვაწე რამდენიმე სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა მათი პროდუქტებიც იქნეს წარმოდგენილი ტექნოლოგიურ ლაბორატორიის სივრცეში.